იურიდიული კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იურიდიული კონსულტაცია

.

  • ჩვენი სახლი მრავალსართულიანია, თითქმის ყველა მობინადრეს ბინა დარეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში. ამჟამად ყველა მეზობელი შეშფოთებულია იმით, რომ თურმე, ხელახლა უნდა მოხდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბინების რეგისტრაცია, თორემ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგვექმნას. რამდენად სწორია აღნიშნული ინფორმაცია?

- აღნიშნული ინფორმაცია მოკლებულია კანონიერ საფუძველს. თუ უძრავი ქონება უკვე არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, მისი ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის.

  • ხელთა მაქვს ბინის ორდერი და პრივატიზაციის ხელშეკრულება. ბინის გაყიდვას ან გასხვისებას არ ვაპირებ. აუცილებელია თუ არა საჯარო რეესტრიდან ამონაწერის აღება?

- კანონის თანახმად, თუ მოქალაქეს აქვს ბინის ორდერი და პრივატიზაციის ხელშეკრულება, ნასყიდობა ან რაიმე სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ბინა მისი საკუთრებაა, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის აღება სასწრაფო და აუცილებელი არ არის.

  • გთხოვთ, განგვიმარტოთ, არის თუ არა განსხვავება, მოქალაქე საჯარო რეესტრის ამონაწერს სააგენტოდან აიღებს თუ ეროვნული ბანკის ოფისიდან.

- არა, არანაირი განსხვავება არ არის იმაში, მოქალაქე საჯარო რეესტრის ამონაწერს აიღებს უშუალოდ ეროვნული სააგენტოს ოფისში თუ რომელიმე კომერციულ ბანკში განთავსებულ წარმომადგენლობაში.

  • გთხოვთ, განმიმარტოთ, აქვს თუ არა საჯარო რეესტრის ამონაწერს დაწესებული გამოყენების განსაზღვრული ვადა.

- ადრე კანონში მითითებული იყო 10 დღე. ამჟამად კი ვადა არსად არ არის მითითებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი განუსაზღვრელი ვადით არის გაცემული.

  • ბინის რეგისტრირების საფასური ერთხელ უკვე გაიზარდა - 36-დან 57 ლარამდე. ყველაფერზე იზრდება ფასები. გათვალისწინებულია თუ არა ბინის რეგისტრაციის საფასურის გაზრდა?

- არა, ასეთი რამ გათვალისწინებული არ არის, რაც დაგვიდასტურა საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობამ, რომელმაც ყოვლად უსაფუძვლო უწოდა მოსახლეობაში მოარულ ინფორმაციას საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით.

  • თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, რამდენ დღეში უნდა გაიცეს საჯარო რეესტრის ამონაწერი მოქმედი კანონის შესაბამისად.

- 2007 წლის 11 მაისიდან მოქმედი კანონის თანახმად, საჯარო რეესტრის ამონაწერი გაიცემა 4 სამუშაო დღეში და მოიცავს ინფორმაციას ყადაღის, საგადასახადო გირავნობისა და იპოთეკის შესახებ.

  • მაქვს ოთხოთახიანი ბინა, რომელიც მინდა გავყიდო და შევიძინო ოროთახიანი, რომ დარჩენილი თანხით თავი ვირჩინო. აუცილებლად უნდა მქონდეს ასეთ შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან?

- დიახ, ასეთ შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან აუცილებლად დაგჭირდებათ, ვინაიდან აღნიშნული საბუთი საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოქალაქე თავის უძრავ ქონებას ყიდის, ჩუქნის ვინმეს, ტვირთავს იპოთეკით ან ახდენს სხვა რაიმე სახის გარიგებას. დანარჩენ შემთხვევაში უძრავი ქონების რეგისტრაცია აუცილებელი და სავალდებულო არ არის.

  • მამაჩემი ძალიან ნერვიულობს ფეხბურთის მატჩის ყურებისას, მას კი ავადმყოფი გული აქვს. როგორ ვაიძულო, რომ ხშირად არ უყუროს ტრანსლაციას?

- მამაკაცთა უმრავლესობისთვის ფეხბურთი - ეს არის დადებითი ემოციების წყარო. თუ ააცილებთ მას ძლიერ განცდებს, ეს იმას ნიშნავს, რომ აიძულოთ იცხოვროს, როგორც სათბურის მცენარემ. უმჯობესია, თუ თანაუგრძნობთ მაშინ, როცა მისი ფავორიტი გუნდი წააგებს და შეეცდებით ყურადღება გადაატა-ნინოთ სხვა რამეზე.