სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზები

ფრენშაიზინგის ფართო გავრცელება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მასში ერთმანეთთან დაკავშირებულია ერთი მხარის ღრმა ცოდნა, მყარი ფინანსური მდგომარეობა და მეორე მხარის მიერ თავის დამკვიდრების სულისკვეთება. აღნიშნული ხელშეკრულებით დამოკიდებული საწარმო (ფრენშაიზის მიმცემი), რომელსაც აქვს განსაზღვრული საქმიანობის შემუშავებული პროგრამა (სისტემა), უფლებას აძლევს სხვა პირს (ფრენშაიზის მიმღებს), სათანადო ანაზღაურებით გამოიყენოს ეს პროგრამა ფრენშაიზის მიმცემის მოთხოვნის შესაბამისად.

(დასაწყისი იხ. მე-15 ნომერში)

რა შემთხვევაში შეუძლია მენარდეს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და როგორ განისაზღვრება მისი ოდენობა?

მენარდეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ შემკვეთმა არ მიიღო შესრულებული სამუშაო. შემკვეთი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, თუ არ შეასრულა სამუშაოს შესრულებისთვის აუცილებელი მოქმედება. თანხის ოდენობა განისაზღვრება, ერთი მხრივ, ვადის გადაცილების ხანგრძლივობისა და საზღაურის ოდენობის შესაბამისად, მეორე მხრივ კი იმის მიხედვით, რასაც მენარდე მიიღებდა თავისი სამუშაო ძალის სხვაგვარი გამოყენებით, შემკვეთს რომ ვადისთვის არ გადაეცილებინა. თუ ხელშეკრულების საგანია ნაგებობა ან ამ ნაგებობის ცალკეული ნაწილები, მენარდეს შეუძლია, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თავისი მოთხოვნებისათვის მოითხოვოს იპოთეკა სამშენებლო მიწის ნაკვეთზე. თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ნაკეთობა უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია გამოიყენოს რაიმე უფლება შემკვეთის წინააღმდეგ. ნაკლის აღმოჩენისას შემკვეთს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი შესრულება. ეს გამოიხატება იმით, რომ მენარდემ განსაზღვრულ ვადაში ან უნდა გამოასწოროს ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა და გასწიოს დამატებითი ხარჯები (ტრანსპორტირება, მასალა და სხვა). აღსანიშნავია, რომ მხარეებს შეუძლიათ, შეთანხმებით გამორიცხონ ან შეზღუდონ პასუხისმგებლობა ნაკეთობის ნაკლის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მენარდე განზრახ დაფარავს ნაკლს.

არის თუ არა დადგენილი შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნაზე სპეციალური ხანდაზმულობის ვადა?

დიახ, არის. მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს 1 წლის განმავლობაში, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას ეხება - 5 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან; მაგრამ თუ ხელშეკრულებით სამუშაო მიღებულია ნაწილ-ნაწილ, ნაკლის გამო მოთხოვნის ვადა სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან აითვლება.

ამჯერად აქ შევჩერდებით. ჟურნალის მორიგ ნომრებში ტურისტული მომსახურების, გადაზიდვა-გადაყვანის, საკუთრების მინდობის, სატრანსპორტო ექსპედიციის, საშუამავლო, მიბარების, დაზღვევის, ანგარიშსწორების, საბანკო კრედიტის, საბანკო გარანტიის, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის), სამუდამო რჩენისა და ზოგიერთი სხვა ხელშეკრულების განმარტებით დავასრულებთ ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობების მიმოხილვას.