ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობები

ვინაიდან ვალდებულებითი სამართალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ყველაზე ვრცელი ნაწილია, მასთან დაკავშირებულ დანარჩენ საკითხებზე ჟურნალის მომდევნო ნომრებშიც მოგვიწევს საუბარი. მკითხველებს მივაწვდით ბევრ საინტერესო ინფორმაციას, რომელშიც მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლის დღიდან (1997 წლის 25 ნოემბერი) დღემდე მასში შეტანილ ყველა ცვლილებას გავითვალისწინებთ.

(გაგრძლება. დასაწყისი იხ. “ოჯახის მკურნალი”, #5, 2013)

სახელშეკრულებო მოლაპარაკების მიმდინარეობისა და მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის დასაფიქსირებლად კანონით გათვალისწინებულია ე.წ. განზრახულობათა ოქმის შედგენა, რომელშიც აღნიშნავენ უკვე გარკვეულ ან გასარკვევ საკითხებს, დასახავენ სამოქმედო გეგმას. განზრახულობათა ოქმი გამოხატავს მოლაპარაკების მონაწილეთა ცალმხრივად გამოთქმულ მზადყოფნას, გარკვეული წინაპირობების არსებობისას დადონ ხელშეკრულება და, ამასთანავე, არ იკისრონ ხელშეკრულების დადების სამართლებრივი ვალდებულება.

- რა არის ოფცია და რით განსხვავდება იგი წინარე ხელშეკრულებისაგან?

- წინარე ხელშეკრულების დროს წარმოიშობა მომავალი ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. წინარე ხელშეკრულების ფორმა თავისუფალია და მხარეებს თავად შეუძლიათ განსაზღვრონ იგი. ოფცია კი არის უფლებამოსილი პირის შესაძლებლობა, ცალმხრივი ნების გამოვლენის მეშვეობით დადოს ხელშეკრულება ან გააგრძელოს არსებული ხელშეკრულების მოქმედება. ოფცია უფლებაა და არა ვალდებულება. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.

- სახელდობრ, რომელი ხელშეკრულების პირობები არ მიიჩნევა სტანდარტულად, ხელშეკრულების დადების დროს რომელს ენიჭება უპირატესობა და რა შემთხვევაში შეიძლება იყოს მსგავსი ხელშეკრულების პირობები ბათილი იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას?

- თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ დეტალურად არის განსაზღვრული, იგი არ მიიჩნევა ხელშეკრულებათა სტანდარტულ პირობად. კანონის თანახმად, სტანდარტულ პირობებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს. აქვე გაცნობებთ, რომ თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ. რაც შეეხება შეკითხვას ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილობის შესახებ, გაცნობებთ, რომ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, ბათილად მიიჩნევა დებულება:

  • რომლითაც შემთავაზებელი აწესებს: შეთავაზებული წინადადების მიღების ან უარყოფის ან ამა თუ იმ სამუშაოს შესრულების შეუსაბამოდ ხანგრძლივ ან აშკარად მცირე ვადებს; მისივე ვალდებულებათა შესასრულებლად კანონით დადგენილი ნორმებისგან განსხვავებულ, შეუსაბამოდ ხანგრძლივ ან არასაკმარისად განსაზღვრულ ვადებს;
  • რომელიც შემთავაზებელს უფლებას აძლევს, გაუმართლებლად და ხელშეკრულებაში მითითებული საფუძვლის გარეშე უარი თქვას თავისი ვალდებულების შესრულებაზე; შეცვალოს დაპირებული სამუშაო ან გადაუხვიოს მას, თუ ამის შესახებ შეთანხმება მიუღებელია ხელშეკრულების მეორე მხარისათვის; ხელშეკრულების მეორე მხარეს მოსთხოვოს გაწეული ხარჯების შეუსაბამოდ მაღალი ანაზღაურება.

მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ან თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი შესრულება, რაც საზოგადოდ შეიძლება იყოს ნებისმიერი ხელშეკრულების საგანი. ეს ის შემთხვევაა, როცა მხარეები დებენ ხელშეკრულებას, მაგრამ მისი სიკეთით, სარგებლით, შესრულებით სხვა პირი სარგებლობს, ე.ი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგი დგება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ხელშეკრულების მონაწილე. გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულია ნებისმიერი სახის ხელშეკრულებიდან გასვლა. ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივი ნების გამოვლენის გზით ხორციელდება, მეორე მხარის თანხმობა არ არის აუცილებელი. ხელშეკრულების შედეგად მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ. სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლის უფლებას, რადგან მისი ნაწილი კვლავ ძალაში დარჩება და მხარეები ვალდებულნი იქნებიან, შეასრულონ დავალება.  ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლები და მოტივები შეიძლება განისაზღვროს როგორც კანონით, ისე ხელშეკრულებით. ხელშეკრულებიდან გასვლას შედეგად მოჰყვება ის, რომ მხარეებს აღუდგებათ ის მდგომარეობა, რაც არსებობდა ხელშეკრულების დადებამდე. ამ მიზნის მიღწევას კანონი ორი საშუალებით ცდილობს: ნატურით დაბრუნებით და ფულადი ანაზღაურებით. ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები მხარეებმა ერთდროულად უნდა შეასრულონ. ე.ი. მათ ერთმანეთს ფიზიკურად უნდა გადასცენ ის, რაც მიიღეს. ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისთვის შეტყობინებით. დაუშვებელია ხელშეკრულებიდან გასვლა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თუ მოვალეს შეეძლო გაქვითვის გზით შეესრულებინა ვალდებულება და გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ განაცხადებს ვალდებულების გაქვითვის შესახებ. ყოველი ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

- როგორ განისაზღვრება კანონის მიხედვით ვალდებულების შესრულების ადგილი, თუ იგი წინასწარ არ იყო განსაზღვრული?

- თუ ვალდებულების შესრულების ადგილი არ არის განსაზღვრული და არც ვალდებულებითი ურთიერთობის არსიდან გამომდინარეობს, საგნის მიწოდება შემდეგნაირად უნდა მოხდეს: ინდივიდუალურად განსაზღვრული საგნის შემთხვევაში - იმ ადგილას, სადაც იგი ვალდებულების წარმოშობის მომენტისთვის იმყოფებოდა, გვარეობით განსაზღვრული საგნის შემთხვევაში კი იმ ადგილას, სადაც იმყოფებოდა მოვალის საწარმო, ხოლო თუ ასეთი არ არის - მისი საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.  მოვალეს უფლება აქვს, ვადამდე შეასრულოს ვალდებულება, თუ კრედიტორი პატივსადები მიზეზით უარს არ იტყვის შესრულების მიღებაზე. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული ვალდებულების შესრულების დრო და იგი არც სხვა გარემოებებიდან ირკვევა, კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალემ იგი დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს. თუ დრო განსაზღვრულია, მაშინ ივარაუდება, რომ კრედიტორს არ შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე. თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობის დადგომაზე, ვალდებულება შესასრულებელია იმ დღიდან, როდესაც ეს პირობა დადგა. მოვალეს უფლება აქვს, ვალდებულება შეასრულოს ნაწილ-ნაწილ, თუ კრედიტორი ამაზე თანახმაა. ამასთან, კრედიტორი არ არის ვალდებული, მიიღოს სხვა შესრულება, გარდა იმისა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, რომ ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როცა შესრულება დიდი ღირებულების მქონეა. თუ ხელშეკრულების საგანი ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთია, კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა ნივთი, თუნდაც უფრო მაღალი ღირებულების მქონე.