საავტორო და მომიჯნავე უფლებების სამართლებრივი რეგულირება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საავტორო და მომიჯნავე უფლებების სამართლებრივი რეგულირება

შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემებისა და მათი ჩანაწერების გამოყენება შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობისა და მათთვის ჰონორარის გადახდის გარეშე ნებადართულია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან ციტირებისას, სამეცნიერო, კვლევითი, პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისთვის - მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით;
  • ასევე წინასწარ განსაზღვრული მოცულობითა და მიზნით არის გათვალისწინებული შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან და მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემებიდან მოკლე ნაწყვეტების ილუსტრაციის სახით გამოყენება სწავლების ან მეცნიერული გამოკვლევებისთვის.

- არის თუ არა კანონით გათვალისწინებული ფიზიკურ პირთა მიერ შესრულების, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემებისა და მათი ჩანაწერების გამოყენება, აგრეთვე პირადი სარგებლობისთვის ფონოგრამის ან ვიდეოგრამის რეპროდუცირება შემსრულებლის, მაუწყებლობის ორგანიზაციის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის თანხმობის გარეშე და თუ ეს შესაძლებელია, გაიცემა თუ არა ჰონორარი?

- დიახ, კანონით ნებადართულია ფიზიკურ პირთა მიერ საჭიროების შემთხვევაში თქვენს შეკითხვაში აღნიშნული ყველა გადაცემისა და ჩანაწერის გამოყენება, ასევე პირადი სარგებლობისთვის ფონოგრამის რეპროდუცირება ყოველგვარი თანხმობის გარეშე, რომელიც, კანონით გათვალისწინებული წესით, ხორციელდება ჰონორარის გადახდის პირობით. აქვე გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტის “საავტორო და მომიჯნავე უფლებათა კანონით” გათვალისწინებული რეპროდუცირების უფლება დროებით ასლზე არ ვრცელდება. საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს, შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობის გარეშე განახორციელოს შესრულების ან გადაცემის ჩაწერა მოკლევადიანი სარგებლობისთვის და ასეთი ჩანაწერის რეპროდუცირება სამი პირობის დაცვით. ეს პირობებია:

1. წინასწარი თანხმობის მიღება ამ შესრულების ან პროგრამის გადაცემაზე;

2. მოკლევადიანი ჩანაწერის დამზადება და რეპროდუცირება საკუთარი მოწყობილობებით, საკუთარი გადაცემისთვის;

3. მოკლევადიანი ჩანაწერის განადგურება იმ პირობით, რომელიც გათვალისწინებულია მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა მოკლევადიანი ჩანაწერისთვის.


კანონში მითითებულია მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებები და ხაზგასმულია, რომ მონაცემთა ბაზის (რომელიც არ წარმოადგენს ნაწარმოებს) დამამზადებელი, რომელიც ადასტურებს, რომ მან განახორციელა ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებითი ინვესტიცია მონაცემთა ბაზის შემცველობის შეძენის, მოპოვების, დაზუსტების ან წარმოდგენის მხრივ, სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, არ დაუშვას მისი მთლიანი შემცველობის, ანდა ხარისხობრივად ან რაოდენობრივად შეფასებული მნიშვნელოვანი ნაწილის ამოღება ან ხელახალი გამოყენება. აღნიშნულ შემთხვევაში ამოღება გულისხმობს მონაცემთა ბაზის მთლიანი შემცველობის ან მნიშვნელოვანი ნაწილის მუდმივად ან დროებით გადატანას სხვა მატერიალურ მატარებლებზე ნებისმიერი საშუალებით თუ ფორმით, ხოლო ხელახალ გამოყენებაში ნაგულისხმევია აღნიშნული მატარებლის ან მისი ასლების საზოგადოებაში გავრცელება, გაქირავების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა, ანდა მონაცემთა ბაზის მთლიანი შემცველობის ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის საჯარო გაცნობა. აქვე აღსანიშნავია, რომ დამამზადებლის მიერ ან მისი თანხმობით მონაცემთა ბაზის ასლების პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში მათი გავრცელების კონტროლის უფლება. დაუშვებელია მონაცემთა ბაზის შემცველობის უმნიშვნელო ნაწილების განმეორებითი ან სისტემატური ამოღება ან ხელახალი გამოყენება, თუ ასეთი მოქმედება ხელს უშლის მის ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ ლახავს მონაცემთა ბაზის დამამზადებლის კანონიერ ინტერესებს. მონაცემთა ბაზის დამამზადებლის ზემოაღნიშნული უფლებები ძალაშია იმისგან დამოუკიდებლად, დაცულია თუ არა ამ მონაცემთა ბაზაში შემავალი ნაწარმოებები, მომიჯნავე უფლების ობიექტი და სხვა მონაცემები, განურჩევლად მათი შინაარსისა. ამავე დროს, მონაცემთა ბაზის დაცვა, კანონში მითითებული უფლებების შესაბამისად, არ უნდა ლახავდეს მის შემადგენელ ნაწილებთან დაკავშირებულ საავტორო ან სხვა უფლებებს.

- გთხოვთ, აგვიხსნათ, მოქმედი კანონის თანახმად, სად და როგორი წესით ხდება მონაცემთა ბაზის ორიგინალის ან ასლის დეპონირება.

- მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, მონაცემთა ბაზის ორიგინალის ან ასლის დეპონირება განახორციელოს „საქპატენტში“, რომლის მიერ გაცემული მოწმობა ადასტურებს მხოლოდ მონაცემთა ბაზის დეპონირების ფაქტს. მონაცემთა ბაზის ორიგინალის ან ასლის „საქპატენტში“ დეპონირებისას განმცხადებლის მიერ დაცული უნდა იქნეს მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული საავტორო და სხვა უფლებები. სწორედ განმცხადებელია პასუხისმგებელი „საქპატენტში“ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიზუსტესა და უტყუარობაზე. თუ „საქპატენტში“ მონაცემთა ბაზის დეპონირებისათვის განცხადებას წარადგენს დამამზადებლის მემკვიდრე, უფლებამონაცვლე ან სხვა პირი, რომელიც ფლობს დამამზადებლის უფლებებს, მას უნდა დაერთოს მემკვიდრეობის, უფლებამონაცვლეობის ან დამამზადებლის უფლებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დეპონირებულ მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული ინფორმაცია „საქპატენტის“ მიერ შეიძლება გახდეს საჯარო თავად მონაცემთა ბაზის დამამზადებლის მოთხოვნით.

- ითვალისწინებს თუ არა კანონი მონაცემთა ბაზის დეპონირებისთვის საფასურის გადახდას და თუ კი, რომელი ორგანოს მიერ განისაზღვრება მისი ოდენობა?

- მონაცემთა ბაზის დეპონირებისთვის გადაიხდება საფასური, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით და შეადგენს 10 (ათ) ლარს. მკითხველთა ერთ ნაწილს აინტერესებს, არის თუ არა კანონში გამოკვეთილი მონაცემთა ბაზის კანონიერი მოსარგებლის უფლებები და მოვალეობები და რით გამოიხატება ისინი. განვმარტავთ: თუ მონაცემთა ბაზა გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის, დამამზადებელს უფლება არ აქვს, აუკრძალოს მონაცემთა ბაზის კანონიერ მოსარგებლეს მონაცემთა ბაზის შემცველობის ხარისხობრივად ან/და რაოდენობრივად შეფასებული უმნიშვნელო ნაწილების ამოღება ან/და ხელახალი გამოყენება ნებისმიერი მიზნით. აქვე მნიშვნელოვანია ერთი გარემოებაც - გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის კანონიერი მოსარგებლის მოქმედება არ უნდა ლახავდეს მონაცემთა ბაზის დამამზადებლის კანონიერ ინტერესებს. გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის კანონიერმა მოსარგებლემ არ უნდა შელახოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელის უფლებები მონაცემთა ბაზაში არსებულ ნაწარმოებთან ან მომიჯნავე უფლების ობიექტთან დაკავშირებით.

- გვაინტერესებს, რა უფლებამოსილება აქვს მონაცემთა ბაზის კანონიერ მოსარგებლეს მისი დამამზადებლის ნებართვის გარეშე.

- მოსარგებლე უფლებამოსილია ამოიღოს: პირადი სარგებლობისთვის არაელექტრონული მონაცემთა ბაზის შემცველობის მნიშვნელოვანი ნაწილი; სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მასალის საილუსტრაციოდ მონაცემთა ბაზის შემცველობის მნიშვნელოვანი ნაწილი წყაროს მითითებით და დასახული არაკომერციული მიზნით განსაზღვრული მოცულობით, ასევე ამოიღოს და ხელახლა გამოიყენოს მონაცემთა ბაზის შემცველობის მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისა და ადმინისტრაციული თუ სასამართლო-საპროცესო მიზნებისათვის. ინტელექტუალური საკუთრების თაობაზე რედაქციაში შემოსულ მკითხველთა დარჩენილ შეკითხვებს ჩვენი ჟურნალის უახლოეს ნომერში გავცემთ კანონიდან გამომდინარე ამომწურავ პასუხებს და საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე საუბარსაც იქვე დავასრულებთ.