დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამები

* აუცილებელია პოლისის ყოველწლიური რეგისტრაცია ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში შემდეგი დოკუმენტების:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის;
  • მოქმედი პოლისის;
  • 2 ფოტოსურათის წარდგენით.

* რეგისტრაციისას ბენეფიციარის არყოფნის შემთხვევაში საჭიროა მისი პირადობის მოწმობა და მის მიერ გაცემული ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა პოლისის წარმომდგენ პირზე.

პირველადი აღრიცხვისთვის, აგრეთვე დოზის კორექციის (მატების ან კლების) შემთხვევაში, ენდოკრინოლოგის მიერ გაცემული ფორმა 100-ის საფუძველზე, ბენეფიციარმა უნდა მიმართოს ვ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგთა ასოციაციის შესაბამის ოფისს. თუ აღირიცხა ბენეფიციარის მიერ მედიკამენტის გატანის ექვსთვიანი წყვეტა, იგი იხსნება აღრიცხვიდან და საჭიროებს ხელახალ რეგისტრაციას. ამბულატორიულ დაწესებულებაში შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილი მომსახურების ჩამონათვალი ასეთია: დიაბეტით დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგის უზრუნველყოფა; ექიმი-სპეციალისტის კონსულტაცია:

ა) შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ით დაავადებული პაციენტებისთვის - ვიზიტი ოჯახის (უბნის) ექიმთან თვეში ერთხელ;

ბ) შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებული პაციენტებისთვის - ვიზიტი ოჯახის (უბნის) ექიმთან 3 თვეში ერთხელ.

ლაბორატორიული გამოკვლევები: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ით დაავადებული პაციენტებისათვის თვეში ერთხელ:

ა) უზმოზე კაპილარულ სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა;

ბ) შარდში ცილის განსაზღვრა;

გ) არტერიული წნევის კონტროლი.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ით დაავადებული პაციენტებისთვის სისხლის შრატში კრეატინინის დონის განსაზღვრა 6 თვეში ერთხელ. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებული პაციენტებისთვის 3 თვეში ერთხელ:

ა) უზმოზე კაპილარულ სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა;

ბ) არტერიული წნევის კონტროლი;

გ) შარდში ცილის განსაზღვრა.

დიაბეტით დაავადებულ ნებისმიერ პაციენტს წელიწადში ერთხელ უტარდება:

ა) ელექტროკარდიოგრაფია;

ბ) თვალის ფსკერის გამოკვლევა.

დიაბეტით დაავადებულს რეცეპტი ინსულინის პრეპარატის მისაღებად და ფორმა 100/ა (სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად) ეძლევა უფასოდ.


შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის

განკუთვნილ პროგრამაზე გვესაუბრება ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ "ენმედიცის" ექიმი ენდოკრინოლოგი ქეთევან ბოდოკია.

- როგორია შაქრიანი დიაბეტის გავრცელება მსოფლიოში და საკუთრივ ჩვენს ქვეყანაში?

- 2011 წლისთვის მსოფლიოში აღრიცხული იყო შაქრიანი დაიბეტით დაავადებული 355 მლნ პაციენტი. ამჟამინდელიPპროგნოზის მიხედვით, 2030 წლისთვის მათი რაოდენობა 430 მლნ-მდე გაიზრდება. 2000 წლისთვის კი მაჩვენებელი 151 მლნ-ს შეადგენდა. ყოველწლიურად მსოფლიოში დიაბეტის გამო 4 მლნ ადამიანი იღუპება. დღეს მსოფლიოში დიაბეტით ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 7%-ია დაავადებული. განსაკუთრებით მაღალი გავრცელების რეგიონებს მიეკუთვნება ჩრდილოეთ ამერიკა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. დაავადების გავრცელების არანაკლებ მაღალი მაჩვენებელია ინდოეთში, ჩინეთში, რუსეთში, ბრაზილიაში. საქართველოში ეს მაჩვენებელი 2010 წლისთვის 9,2%-ს გაუტოლდა. ამასთან, ერთ დიაგნოსტირებულზე მოდის 3-4 ისეთი პაციენტი, რომელმაც ჯერ არ იცის თავისი დაავადების შესახებ. შაქრიანი დიაბეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერიოზული პრობლემაა, რომელიც ინტენსიურ მეთვალყურეობას მოითხოვს. 2010 წელს შრომის, სოციალური მომსახურებისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა სახელმწიფო პროგრამა შაქრიანი დიაბეტით დაავადებული მოქალაქეებისთვის. პროგრამას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს. ჩვენს კლინიკაში დიაბეტის მართვის პროგრამაში ჩართულ პაციენტთა საშუალო რაოდენობა თვეში 160-170-ს შეადგენს.

- ვინ სარგებლობს ამ პროგრამით?

- პროგრამის ძირითადი მოსარგებლეები არიან ჩვენს კლინიკასა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხვაზე მყოფი 18 წელს გადაცილებული პაციენტები, რომელთაც დაუსვეს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი. მრავლად არიან პაციენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

- რა არის პროგრამის მიზანი?

- პროგრამის მიზანია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა ამბულატორიული მეთვალყურეობის გაუმჯობესება და შესაძლო გართულებათა პრევენცია და შემცირება.

- რას მოიცავს დიაბეტის მართვის პროგრამა?

- პროგრამა ფარავს მკურნალობის ეპიზოდის ფაქტობრივი ღირებულების 90%-ს, შესაბამისად, მოსარგებლის, ამ შემთხვევაში - პაციენტის მხრივ თანაგადახდა შეადგენს 10%-ს. თანაგადახდას არ ექვემდებარებიან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო ვაუჩერის მქონე მოსარგებლეები. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

  • ექიმი ენდოკრინოლოგის სამჯერად კონსულტაციას და ექთნის მუდმივ მეთვალყურეობას არანაკლებ სამი დღის განმავლობაში;
  • საჭიროების შემთხვევაში - დიეტოლოგის, ანგიოლოგის, ნევროპათოლოგის, ოკულისტის კონსულტაციას;
  • კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევებს:

1. გლუკოზის განსაზღვრას - არანაკლებ 8 ერთეულისა ერთ პაციენტზე;

2. გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრას;

3. კრეატინინის განსაზღვრას სისხლში;

4. მიკროალბუმინურიის კვლევას;

5. სისხლის საერთო ანალიზს;

6. შარდის საერთო ანალიზს;

7. ჩ პეპტიდის განსაზღვრას;

8. ჰომა ინდექსის განსაზღვრას;

9. ეკგ-ს.

- როგორ ხდება პროგრამაში პაციენტის ჩართვა?

- პაციენტი პროგრამაში ერთვება ფორმა 4-100ა-ს (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) საფუძველზე, სადაც დადასტურებულია, რომ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი. პროგრამული კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების ძირითადი ნაწილი, რუტინული კვლევების ჩათვლით, ტარდება თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ ანალიზატორებზე. სრული ტექნოლოგიური პროცესი ავტომატურად კონტროლდება კომპიუტერული სისტემით. კლინიკის ენდოკრინოლოგები იკვლევენ პაციენტს, ადგენენ გამოკვლევის გეგმას და ლაბორატორიული მონაცემების ინტერპრეტაციის შემდეგ აფასებენ მკურნალობის ტაქტიკას. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის კვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პროგრამაში ჩართული პაციენტისთვის კვების რეჟიმს ადგენს დიეტოლოგი, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში - ინდივიდუალურად დაავადების ფორმის, სიმძიმის, პაციენტის ფიზიკური აქტივობისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით. დიაბეტით დაავადებულთა მართვა მოითხოვს სხვადასხვა სპეციალისტის (ენდოკრინოლოგის, დიეტოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროპათოლოგის, ანგიოლოგის) ჩარევას და პაციენტის აქტიურ მონაწილეობას. მართვის მიზანია პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება და მისი ხარისხის გაუმჯობესება. გუნდური მუშაობის წარმატების საფუძველია მის წევრებს შორის კარგი კომუნიკაცია, რომელიც ემყარება ნდობასა და პატივისცემას. პაციენტებს კი მინდა ვთხოვო, მიიღონ დიაგნოზი როგორც ცხოვრების მორიგი გამოწვევა და არა როგორც განაჩენი. მთავარია ნებისყოფა, დაავადების კარგად გაცნობა და მისი მართვის შესწავლა, რაშიც მათ პროფესიონალები დაეხმარებიან.