იურიდიული კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იურიდიული კონსულტაცია

- როცა მუშაობა დავიწყე, დამსაქმებელს ჩემთვის შრომის შინაგანაწესი არ გაუცნია, ამჟამად კი ისეთ შეზღუდვებს მიწესებს, რაც შრომის ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული და მეუბნება, ეს შინაგანაწესით გვქონდა დადგენილი და შენთვის მისი შესრულება სავალდებულოაო. აქვს ამის უფლება? ვასილ მჭედლიშვილი

- კანონის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ შრომის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია, პირს შრომის ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს შრომის შინაგანაწესი, ხოლო შემდგომ - მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება. თუ თქვენი სამუშაოზე მიღების დროს ზემოაღნიშნული პირობები არ ყოფილა დაცული, ამჟამად დამსაქმებლის მოქმედება კანონსაწინააღმდეგოა.

- თუ შეიძლება, ამიხსენით, მოქმედი შრომის კოდექსი როგორი წესით ითვალისწინებს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების გაცემას? ბესიკ ნამორაძე

- საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შრომის ანაზღაურება უნდა გაიცეს სამუშაო ადგილზე, თვეში ერთხელ ან დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთშეთანხმებით, ბანკის მეშვეობით.

- მყავს 2 წლის ბავშვი, გთხოვთ აგვიხსნათ, მძიმე ოჯახური პირობების გამო მომეცემა თუ არა უხელფასო შვებულება. ალინა ბაბუხადია

- კანონის თანახმად, დასაქმებულ ქალს, რომელსაც ჰყავს 5 წლამდე ასაკის შვილი, თავისი თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის მიზნით, ჯამში - არა უმეტეს 12 კვირისა, სანამ ბავშვს არ შეუსრულდება 5 წელი.

- დამსაქმებელმა, რომელთანაც ვმუშაობდი, გამოგვიცხადა ლოკაუტი, ესე იგი დროებით უარი გვითხრა მოცემული სამუშაოს შესრულებაზე. დასაქმებულთა ჯგუფმა მისი გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ. სასამართლომ ჩვენი საჩივარი სამართლიანად ცნო და ლოკაუტი უკანონოდ ჩათვალა. გთხოვთ გვაცნობოთ, არის თუ არა ვალდებული დამსაქმებელი, აგვინაზღაუროს იმ პერიოდის ხელფასი, როცა ყოვლად უმიზეზოდ არ მოგვცა სამუშაოს შესრულების უფლება. კოტე ოთარაშვილი

- დიახ, უნდა გადაგიხადოთ, ვინაიდან, კანონის თანახმად, თუ სასამართლომ ლოკაუტი უკანონოდ ცნო, დამსაქმებელი ვალდებულია აღადგინოს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან და აუნაზღაუროს გაცდენილი სამუშაო საათები.

- გთხოვთ აგვიხსნათ, რის (რომელი ხელფასის) მიხედვით განისაზღვრება დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება. მაია ტორონჯაძე

- საქართველოს შრომის კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება უნდა გაუტოლდეს შვებულების წინა სამი თვის საშუალო ანაზღაურებას.

- ვართ ახალშექმნილი საწარმო, ასე რომ, ჯერ შრომის ხელშეკრულების ფორმაც არ გვაქვს შემუშავებული. არ გვყავს იურისტი. შრომის ხელშეკრულების გაფორმებას გავართმევთ თავს, მაგრამ გთხოვთ მიგვითითოთ, რა შეიძლება განისაზღვროს შრომის შინაგანაწესით. ნოდარ მოისწრაფიშვილი

- შრომის შინაგანაწესით შეიძლება განისაზღვროს სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა, დასვენების ხანგრძლივობა, შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და ადგილი, ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი.

- ვმუშაობ შრომითი ხელშეკრულებით, მიმაჩნია, რომ ჩემს მოვალეობას დროულად და ხარისხიანად ვასრულებ. დამსაქმებელი მაინც უკმაყოფილოა ჩემი მუშაობით და დადებული ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტით მემუქრება. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე და დახმარებისთვის ვის მივმართო. ოთარ ინასარიძე

- თუ თქვენ არ დაგირღვევიათ შრომითი ხელშეკრულების პირობები, დამსაქმებლის გადაწყვეტილება, სრულიად უმიზეზოდ ვადამდე შეგიწყვიტოთ ხელშეკრულება, არ იქნება მართებული. დაელოდეთ მოვლენათა განვითარებას და თუ სათანადო საფუძვლის გარეშე დამსაქმებელი ვადამდე შეგიწყვეტთ შრომით ხელშეკრულებას, მოტივირებული განცხადებით დაუყოვნებლივ მიმართეთ სასამართლოს თქვენი კანონიერი უფლებების დასაცავად.

თქვენთვის საინტერესო საკითხების თაობაზე მოგვმართეთ შემდეგ ნომერზე: 593 35 99 09