ოჯახი და სამართალი - როგორ გავხდეთ ქონების მესაკუთრე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოჯახი და სამართალი - როგორ გავხდეთ ქონების მესაკუთრე

სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისთვის გათვალისწინებული წესები. საზღაური შეიძლება განისაზღვროს პერიოდული გადასახადის სახით. სერვიტუტის განხორციელებისას უფლებამოსილი პირი უნდა გაუფრთხილდეს გამოყენებული (დატვირთული) მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესებს.

ვის ეკისრება მოვლის ვალდებულება, როცა სერვიტუტის სათანადოდ განხორციელება მოიცავს დატვირთულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ნაგებობასაც?

- თუ სერვიტუტის სათანადოდ განხორციელება მოიცავს დატვირთულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ნაგებობასაც, უფლებამოსილ პირს ეკისრება ამ ნაგებობის სათანადოდ მოვლის ვალდებულება. ამავე დროს, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ნაგებობის მოვლის ვალდებულება დაეკისროს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრეს, თუ ამას მოითხოვს უფლებამოსილი პირის ინტერესები. თუ უფლებამოსილი პირის მიწის ნაკვეთი გაიყო, სერვიტუტი გაგრძელდება თითოეულ ნაკვეთზე ცალ-ცალკე. ამ დროს სერვიტუტის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს არ გააუარესებს დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მდგომარეობას. მოთხოვნის უზრუნველყოფის მეტად გავრცელებული საშუალებაა გირავნობა. გირავნობის დროს მოვალე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს მოძრავი ნივთით ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთით; აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველგვარი მოძრავი ნივთი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გირაოდ. მაგალითად, პასპორტი,  მართვის მოწმობა, დიპლომი გარეგნულად მოძრავ ნივთებს განეკუთვნება, მაგრამ მათი დაგირავება არ შეიძლება. ამიტომ კანონი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დაგირავება შეიძლება მხოლოდ იმ ნივთებისა და ქონებრივი სიკეთისა, "რომლის გადაცემაც სხვა პირისათვის დასაშვებია". მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით - მის საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. მოგირავნეს გირავნობის საგნებიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით. გირავნობით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სამომავლო ან პირობითი მოთხოვნები. გირავნობა, რომელიც უზრუნველყოფს არაფულად მოთხოვნას, მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნამდვილი, როცა შესაძლებელია მისი გამოხატვა ფულადი ფორმით.

შეიძლება თუ არა, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულ იქნეს ის ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელსაც დამგირავებელი მომავალში შეიძენს?

- დიახ, შეიძლება. სამომავლო ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხდება მისი შეძენისთანავე, ხოლო სამომავლო ქონებაზე გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის უფლების რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად.  კანონის თანახმად, გირავნობის ორი სახეა ცნობილი: მფლობელობითი გირავნობა და რეგისტრირებული გირავნობა. მოძრავ ნივთზე მფლობელობითი გირავნობა წარმოიშობა მხარეთა შეთანხმებისა და ნივთის მოგირავნის ან მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემის გზით. თუ ნივთი უკვე იმყოფება მოგირავნის ან მოგირავნის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის მფლობელობაში, გირავნობის წარმოშობისთვის საკმარისია მხარეთა შეთანხმება. რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისთვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის. გარიგებაში უნდა აღინიშნოს:

  • მისი შედგენის თარიღი;
  • მონაცემები მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ;
  • გირავნობის საგნის ზოგადი ან სპეციფიკური ნიშნები ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი განსაზღვრა;
  • უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგადი და კონკრეტული აღწერა და მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისთვის აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და მისი რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. კანონით გათვალისწინებულია მოთხოვნისა და ფასიანი ქაღალდების დაგირავება. მოთხოვნის დაგირავება ხორციელდება წერილობითი ფორმით გარიგების დადებისა და ამ გარიგებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით. ვიდრე მევალეს წერილობით ეცნობებოდეს მოთხოვნის დაგირავების შესახებ, მას უფლება აქვს შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის მფლობელის წინაშე. ფასიანი ქაღალდების დაგირავება ხორციელდება მათი შეძენისათვის დადგენილი წესით.

რომელი კანონი არეგულირებს ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესსა და პირობებს?

- ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესი განისაზღვრება "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონით. რაც შეეხება ლომბარდში ნივთების დაგირავების წესს, იგი ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში ნივთის გადაცემის გზით. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ლომბარდის მოთხოვნა მოვალის მიმართ წყდება იმ შემთხვევაშიც, როცა გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად არ ფარავს ლომბარდის მიმართ არსებულ ვალდებულებას. დაგირავებული ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (მოგირავნის) საკუთრებაში კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე, მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში და ამის შესახებ პირდაპირ უნდა აღინიშნოს ხელშეკრულებაში. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს აქცია ან წილი სამეწარმეო საზოგადოებაში, დამგირავებელი სამეწარმეო საზოგადოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას ან გარიგების დადების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე საკუთარი და მოგირავნის ინტერესების გათვალისწინებით.  აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე ქონება შეიძლება რამდენჯერმე დაგირავდეს. გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად. თუ მოგირავნეს ხელი შეუშალეს თავისი უფლებების განხორციელებაში, მას შეუძლია იგივე უფლებები გამოიყენოს, რაც მესაკუთრემ.

მოგირავნის მოთხოვნის გადაცემით გადადის თუ არა ახალ კრედიტორზე გირავნობის უფლება და რა შემთხვევაში წყდება იგი?

- სხვა პირისათვის მოთხოვნის გადაცემით ამ პირზე (ახალ კრედიტორზე) გადადის გირავნობის უფლებაც. გირავნობის უფლება წყდება, თუ მფლობელობითი გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობისას, მოთხოვნის დათმობის მომენტიდან გონივრულ ვადაში, ახალი კრედიტორი არ მოითხოვს გირავნობის საგნის მისთვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის გადაცემას ან გირავნობის უფლების რეგისტრაციას. მოძრავი ნივთის დაგირავება შეიძლება ისეც, რომ გირავნობის საგანი არ გადავიდეს მოგირავნის მფლობელობაში და დარჩეს დამგირავებელთან. ამ შემთხვევაში მოგირავნეს განსაზღვრული გარანტიები სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი გარანტიაა გირავნობის რეგისტრაცია. გირავნობის რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრში. ამ შემთხვევაში დამგირავებელსა და მოგირავნეს შორის წარმოიშობა კანონისმიერი ვალდებულება, ოღონდ საგნის შენახვისა და მოვალის ვალდებულება ეკისრება დამგირავებელს. მას შეუძლია ჩვეულებრივად ისარგებლოს ამ საგნით და მიიღოს მისგან სარგებელი. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს დამატებით პროცედურას და ეს მოთხოვნა გადადის მოგირავნის მფლობელობაში. მაგალითად, პირმა ბანკში აღებული სესხის უზრუნველსაყოფად დააგირავა გამომცემლობისგან მისი რომანისთვის გათვალისწინებული ჰონორარის მიღების მოთხოვნა. გარიგების მხარეებმა გირავნობა რეგისტრაციაში გაატარეს საჯარო რეესტრში. ხელშეკრულების დედანი, რომლითაც პირს ჰონორარის მიღების უფლება ჰქონდა, მასთან დარჩა; ბანკს ეჭვი შეეპარა, რომ პირი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და მისგან მოითხოვა მოთხოვნის გადაცემა. მოგირავნემ უნდა შეატყობინოს გამომცემლობას, რომ როცა ჰონორარის გადახდის დრო მოვა, იგი მიიღოს ბანკმა და არა პირმა. შეტყობინების მომენტიდან გამომცემლობა ვალდებულია ურთიერთობა ჰქონდეს ბანკთან და მას გადაუხადოს ჰონორარი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთი და იგივე საგანი შეიძლება რამდენჯერმე დაგირავდეს. თუ საგნის დაგირავება ხდება გარიგების საფუძველზე, აუცილებელია შესაბამისად მოგირავნის ან დამგირავებლის წინასწარი თანხმობა. პრაქტიკულად ძნელი წარმოსადგენია, რომ კრედიტორმა (მოგირავნემ) თავისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მიიღოს ერთხელ უკვე დაგირავებული ნივთი, თუმცა თეორიულად ამის შესაძლებლობა არსებობს. მაგალითად, მევიოლინემ ბანკისგან აიღო სესხი - 10 000 ლარი და დააგირავა თავისი ვიოლინო, რომელიც განეკუთვნება სტრადივარიუსის ჯგუფის ვიოლინოებს და მისი ღირებულება 100 000 ლარია. ვიოლინო შესანახად გადაეცა ბანკს. იმავე მევიოლინემ გადაწყვიტა, რამდენიმე თვის შემდეგ გაემართა პერსონალური კონცერტი და ამ მიზნით იქირავა საკონცერტო დარბაზი, რომლისთვისაც უნდა გადაიხადოს ქირა 5000 ლარის ოდენობით. იმის გამო, რომ მას აღნიშნული თანხა არ ჰქონდა, დარბაზის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით შესთავაზა მათ იმ ვიოლინოს დაგირავება, რომელიც ერთხელ უკვე არის დაგირავებული ბანკში. ვინაიდან ვიოლინოს რეალური ღირებულება ბევრად აღემატებოდა ვალის ღირებულებას, ბანკიც დაეთანხმა მის ხელმეორედ დაგირავებას. სახელშეკრულებო და კანონისმიერ გირავნობათა კონკურენციის დროს მნიშვნელობა აქვს იმას, რა საფუძვლით წარმოიშვა გირავნობა. ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ადრე წარმოშობილ გირავნობას და ამ გირავნობით უზრუნველყოფილ მოთხოვნას. აქვე გასათვალისწინებელია, რომ თუ გირავნობის საგანი რამდენჯერმეა დაგირავებული, მისი რეალიზაციის უფლება აქვს ნებისმიერ მოგირავნეს მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომისას. რეალიზაციის განმახორციელებელ მოგირავნესა და შემძენს ეკისრებათ საჯარო რეესტრში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში - საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში - შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც ისინი სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისათვის. გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხებიდან პირველ რიგში დაიფარება რეალიზაციის ხარჯები და დაკმაყოფილდება რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის მოთხოვნა.