ოჯახი და სამართალი - სამკვიდროს მიღება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოჯახი და სამართალი - სამკვიდროს მიღება

ამ მომენტამდე არ შეიძლება არც სამკვიდროს მიღება და არც მასზე უარის თქმა. იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. სამკვიდროს მიღების წესი ერთნაირია როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს. თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი იურიდიული მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, ნებას. მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ მოითხოვს კანონი სამკვიდროს მისაღებად სამკვიდროს მიღების ნებას. ეს ხდება მაშინ, როცა სამკვიდრო ხაზინის საკუთრებაში გადადის. ხაზინის საკუთრებაში სამკვიდროს გადასვლა სახელმწიფოს ამა თუ იმ ორგანოს სურვილის მიუხედავად ხდება. სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძინა. თუნდაც მემკვიდრემ შემდგომში არ განახორციელოს სამკვიდროზე თავისი უფლება (მაგალითად, არ იცხოვროს მემკვიდრეობით მიღებულ სახლში) ან არ მიიღოს ზომები უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თავის სახელზე გასაფორმებლად (მაგალითად, დოკუმენტისა სახლზე საკუთრების უფლების შესახებ), ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც უკვე მოხდა.

- დაწესებულია თუ არა კანონით სამკვიდროს მიღების განსაკუთრებული ფორმა და რა დროიდან ჩაითვლება სამკვიდრო მიღებულად?

- სამკვიდროს მიღების ორი საშუალება არსებობს: სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანა და სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ანდა ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. აღნიშნულ საკითხში უფრო უკეთ რომ გავარკვიოთ ჩვენი მკითხველი, კონკრეტულად განვმარტავთ იმ პროცედურებს, რომლებიც სამკვიდროს მიღებასა და ფლობასთან არის დაკავშირებული: განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს წერილობით სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში. აღსანიშნავია, რომ სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების შეტანა შეუძლია იმ მემკვიდრესაც, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობასა და მართვას. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს. მაგალითად, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში, რომელშიც მამკვიდრებელი ცხოვრობდა, განიხილება როგორც სამკვიდროს მიღება (თუ, ცხადია, მემკვიდრე უარს არ განაცხადებს მის მიღებაზე), რამდენადაც მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა გარდაცვლილის ნივთების ფლობას. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მის სახლში მემკვიდრის ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელობა არ აქვს. ქონების ფაქტობრივ ფლობას ნიშნავს ასევე მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანა (სხვა საქმეა, თუ მემკვიდრე განაცხადებს, რომ დოკუმენტებს ინახავს არა თავისთვის, არამედ სხვა მემკვიდრეებისთვის გადასაცემად და არ აქვს განზრახული სამკვიდროს მიღება). ისეთ მოქმედებად, რომელიც ცხადყოფს სამკვიდროს მიღების ფაქტს, უნდა ჩაითვალოს აგრეთვე სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა სამკვიდროს მიღების შესახებ. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რითაც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. აქ იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამკვიდრო სხვადასხვა ადგილზეა. მაშინ ისეთი მოქმედება, რომლითაც დასტურდება სამკვიდროს მიღება ერთ ადგილზე, სამკვიდროს სხვა ადგილზე მიღებასაც ნიშნავს. ერთ-ერთი მემკვიდრის მიერ სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარის თქმა სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ სამკვიდროს მიღებად ჩაითვლება. სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა გულისხმობს იმ შემთხვევებსაც, როცა მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან საცნაურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს. მაგალითად, სამკვიდროს გახსნის შემდეგ იხდის ქონების გადასახადს, ახდევინებს ქირას მამკვიდრებლის ქონების დამქირავებელს და ა.შ.


- როგორი წესით ხდება სამკვიდროს მიღება? შეუძლია თუ არა ქმედობაუუნარო პირს, მიიღოს სამკვიდრო?

- სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძლება მიიღოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. სამკვიდროს მიღება შეუძლია ქმედობაუნარიან პირს. ქმედობაუუნარო და შეზღუდული ქმედობაუნარიანობის მქონე პირები სამკვიდროს იღებენ მათი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით. სამკვიდროს მიღების განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს სამკვიდროს მიღების უფლების გადასვლა სხვა მემკვიდრეებზე. თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება მის მემკვიდრეებზე გადადის. აქ იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა მემკვიდრემ ვერ მოასწრო სამკვიდროს მიღება დადგენილ ვადაში. მემკვიდრეობით სამკვიდროს მიღების უფლების გადასვლას უწოდებენ ტრანსმისიას, მემკვიდრეს, რომლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს მიღების უფლება გადადის სხვა პირზე - ტრანსმიტენტს, ხოლო პირს, რომელზეც სამკვიდროს მიღების უფლება გადადის - ტრანსმისარს. მაგალითად, თუ პირი გარდაიცვალა და სამკვიდროს მისაღებად მოიწვიეს მისი შვილი (ტრანსმიტენტი), მაგრამ ეს უკანასკნელი სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლამდე ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოასწრო სამკვიდროს მიღება, მისი წილის მიღების უფლება გადავა მის მემკვიდრეზე (ტრანსმისარზე). ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მემკვიდრეობითი ტრანსმისიის დროს მემკვიდრე ჩვეულებრივ მიიღებს სამკვიდროს, რომელიც უშუალოდ გარდაცვლილ მემკვიდრეს (ტრანსმიტენტს) ეკუთვნოდა. ტრანსმისიის დროს საქმე ეხება ამ უკანასკნელის სამკვიდროს მიღების უფლებას, რომლის განხორციელება მან გარდაცვალებამდე ვერ მოასწრო. მემკვიდრეობითი ტრანსმისიის წესით სამკვიდროს მისაღებად ცალკე ნების გამომჟღავნებაა საჭირო. ეს იმიტომ, რომ თუ მემკვიდრე მემკვიდრეობითი ტრანსმისიის წესით სამკვიდროს მიღებაზე უარს იტყვის, ის უფლებას არ კარგავს, მიიღოს სამკვიდრო, რომელიც უშუალოდ გარდაცვლილ მემკვიდრეს ეკუთვნოდა. მემკვიდრეობითი ტრანსმისიით ქონების მიღებაზე უარის თქმის დროს (ე. ი. მაშინ, როცა ტრანსმისარი უარს იტყვის ტრანსმიტეტის სამკვიდრო წილის მიღებაზე) ქონება გადადის სხვა მემკვიდრეზე, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ სამკვიდროს მისაღებად გარდაცვლილ მემკვიდრესთან (ტრანსმიტენტთან) ერთად.

- რა განსხვავებაა მემკვიდრეობით ტრანსმისიასა და წარმომადგენლობის უფლებით მემკვიდრეობას შორის?

- მემკვიდრეობითი ტრანსმისია არსებითად განსხვავდება წარმომადგენლობის უფლებით მემკვიდრეობისგან. ეს უკანასკნელი მხოლოდ კანონით მემკვიდრეობის დროს ხდება, მემკვიდრეობითი ტრანსმისია კი როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს. ამასთანავე, მემკვიდრეობას წარმომადგენლობის უფლებით ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვალა, მემკვიდრეობითი ტრანსმისიის დროს კი მაშინ, როცა მემკვიდრედ მოწვეული პირი სამკვიდროს გახსნის შემდეგ გარდაიცვლება, მაგრამ დადგენილ დროში მის მიღებას ვერ მოასწრებს. ერთ-ერთი განსხვავება ისიც არის, რომ მემკვიდრეობითი ტრანსმისიით შესაბამის უფლებას იძენს ყოველი მემკვიდრე და არა მხოლოდ შვილიშვილები (შვილიშვილის შვილები და მათი შვილები), დისწულები და ძმისწულები (მათი შვილები), როგორც ხდება წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის დროს. უფრო დაწვრილებით: მაშინაც კი, როცა სამკვიდრო მემკვიდრეობითი ტრანსმისიით გადადის შვილიშვილებზე, განსხვავება მასა და წარმომადგენლობით მემკვიდრეობას შორის არ იშლება. წარმომადგენლობის უფლებით შვილიშვილი სამკვიდროს იღებს მაშინ, თუ პირველად გარდაიცვალა შვილიშვილის ის მშობელი, რომელიც ბებიის ან პაპის მემკვიდრე იქნებოდა, შემდეგ კი ბებია ან პაპა, ხოლო ტრანსმისიის შემთხვევაში შვილიშვილი მაშინ იღებს სამკვიდროს, თუ პირველად გარდაიცვალა ბებია ან პაპა, შემდეგ კი მათი მემკვიდრე (შვილიშვილის მშობელი), რომელმაც დადგენილ ვადაში სამკვიდროს მიღება ვერ მოასწრო. წარმომადგენლობის უფლებით სამკვიდროს მიღებისას მამკვიდრებელი ერთია (ბებია ან პაპა), რომლის ქონებასაც შვილიშვილები იღებენ უშუალოდ თავიანთი ადრე გარდაცვლილი მშობლების გვერდის ავლით, მემკვიდრეობითი ტრანსმისიის დროს კი, ფაქტობრივად, ორი მამკვიდრებელია, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან - ბებია ან პაპა და შვილიშვილის მშობელი, ხოლო სამკვიდროს წარმოადგენს მშობლის ქონება, რომლის შემადგენლობაშიც შედის ბებიის ან პაპის ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება. აღნიშნულის გამო წარმომადგენლობის უფლებით მემკვიდრეობისას შვილიშვილები (შვილიშვილის შვილები და მათი შვილები) პასუხს აგებენ მხოლოდ მამკვიდრებლის კრედიტორების წინაშე იმ ქონების ფარგლებში, რომელიც მიიღეს ბებიის ან პაპის გარდაცვალების შემდეგ, ტრანსმისარი კი პასუხს აგებს კრედიტორის წინაშე როგორც ტრანსმიტენტის, ისე მისი მამკვიდრებლის ვალებისთვის მასზე გადასული მთელი ქონებით. დავუშვათ, რომ პირმა მამის გარდაცვალების შემდეგ მიიღო სამკვიდრო, რომელიც შედგება 100 ლარის ღირებულების აქტივისა და 1200 ლარის პასივისაგან, ხოლო პაპის გარდაცვალების შედეგ მასზე წარმომადგენლობის უფლებით გადავიდა სამკვიდრო, რომელიც შედგება 1000 ლარის აქტივისა და 200 ლარის პასივისგან. ამ შემთხვევაში პაპის კრედიტორები სრულად დაკმაყოფილდებიან, მამის კრედიტორები კი არა, რადგან პასივი აქტივს 200 ლარით აღემატება. საბოლოოდ შვილიშვილი მიიღებს 800 ლარის ღირებულების სამკვიდროს. თუ შვილიშვილი სამკვიდროს იღებს მემკვიდრეობითი ტრანსმისიით, მაშინ პაპის ქონება მამის ქონებასთან ერთად განხილულ უნდა იქნეს როგორც ერთიანი, რომელიც, ჩვენი მაგალითის მიხედვით, შეადგენს 2 000 ლარ აქტივსა და 1 400 ლარ პასივს. ამ შემთხვევაში როგორც პაპის, ისე მამის კრედიტორები მიიღებენ სრულ დაკმაყოფილებას (1 400 ლარს) და საბოლოოდ შვილიშვილს დარჩება 600 (2 000-1 400) ლარის ღირებულების ქონება.

kiTxvebiT mogvmarTeT nomerze: 893 35-99-09