იურიდიული კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იურიდიული კონსულტაცია

- გთხოვთ მაცნობოთ, ბიულეტენის წარდგენის დღიდან რამდენ დღეში უნდა მომეცეს კუთვნილი თანხები და საიდან?

- 2007 წლის 1 იანვრიდან მოქმედი კანონით, დამსაქმებელი (დაწესებულება) ვალდებულია, საავადმყოფო ფურცლის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ან აანაზღაუროს დროებითი შრომისუუნარობის ფურცელი, ან წერილობით შეატყობინოს დასაქმებულს, რა მიზეზით ეთქვა უარი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემაზე.

- 2 თვის წინ გარდამეცვალა ბიძა, რომლის ერთადერთი მემკვიდრე მე ვიყავი, ვინაიდან საკუთარი შვილები არ ჰყოლია და მე ვყავდი შვილად აყვანილი. მას მიუღებელი დარჩა 7 თვის პენსია. გთხოვთ განმიმარტოთ, შესაძლებელია თუ არა, მე მივიღო ის თანხა, რომელიც ბიძაჩემს ეკუთვნოდა, მაგრამ მის მისაღებად მძიმე ავადმყოფობის გამო დროულად ვერ მიაკითხა.

- ვინაიდან თქვენს ბიძას შვილად ჰყოლიხართ აყვანილი, ბრძანდებით მისი პირველი რიგის მემკვიდრე და საპენსიო თანხები, რომელიც მიუღებელი დარჩენია გარდაცვალების გამო, კანონის თანხმად, თქვენ უნდა მოგეცეთ. გირჩევთ, აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი საბუთებით დაუყოვნებლივ მიმართოთ სოციალური დაზღვევის ფონდის იმ რაიონულ განყოფილებას, საიდანაც ბიძათქვენს პენსია ჰქონდა დანიშნული.

- ვარ მძიმე ავადმყოფი. გასულ წელს, დაწესებულების ხელმძღვანელობამ მომცა ერთჯერადი დახმარება - 300 ლარი. გთხოვთ, განმიმარტოთ, მიიღება თუ არა იგი მხედველობაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების დროს.

- ერთჯერადი დახმარების თანხა დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გამოანგარიშების დროს მხედველობაში არ მიიღება.

- ამ ბოლო დროს ხშირად ახსენებენ "საყოფაცხოვრებო სუბსიდიებს", მაგრამ სრულყოფილად არ ვართ გარკვეული მის არსში. რომელი ორგანოა უფლებამოსილი, გაგვარკვიოს, ვის რა სუბსიდია გვეკუთვნის გადასახადების დასაფარავად?

- 2007 წლის 1-ელ ივლისამდე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, ხოლო 2007 წლის 1-ელი ივლისიდან - ზემოაღნიშნული სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სოციალური სუბსიდიის სააგენტო.

- ამ რამდენიმე დღის წინ 56 წლის ქალი მომაყოლეს შტატების შემცირებაში. მაქვს 32 წლის შრომის სტაჟი. ვინაიდან მთლად უსახსროდ დავრჩი, იქნებ პენსია მაინც დამენიშნოს?

- პენსიის მიღების უფლებას ქალები 60 წლის შესრულების შემდეგ მოიპოვებენ. სამწუხაროდ, პენსიის დანიშვნის შესახებ თქვენი თხოვნის დაკმაყოფილებისთვის არ არსებობს კანონიერი საფუძველი. გირჩევთ მიმართოთ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სააგენტოს.