იურიდიული კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იურიდიული კონსულტაცია

  • პენსიაზე დანამატის დარიცხვის საკითხის გადაწყვეტის დროს აღმოჩნდა, რომ დაწესებულებას, სადაც ვმუშაობდი 15 წლის წინ, ჩემთვის პენსიის დასანიშნად მოუცია არასწორი ცნობების შემცველი დოკუმენტი, პასუხისმგებლობას კი მე მაკისრებენ. რამდენად სწორია აღნიშნული გადაწყვეტილება?

- კანონის თანახმად, შრომის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტების გამცემი ორგანოები პასუხს აგებენ მათ მიერ გაცემული და დადასტურებული დოკუმენტების სისწორეზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტების წარმდგენი პირიც არ აგებდეს პასუხს აღნიშნული საბუთებით პენსიის დასანიშნად ან დანამატის დასარიცხად წარდგენისათვის.

  • გთხოვთ, გვაცნობოთ, ვისთან შეიძლება გავასაჩივროთ შრომის სტაჟის მიხედვით პენსიაზე დანამატის დარიცხვასთან დაკავშირებული საკითხები.

- სახელმწიფო პენსიის დანამატის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური სუბსიდიების სააგენტო საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ თქვენ მისი რაიონული სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ხართ, შეგიძლიათ განცხადება შეიტანოთ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, რომელიც თბილისში, ჯავახიშვილის ქ. #51-ში მდებარეობს.

  • მყავს 18 წლამდე ასაკის (15 და 17 წლის) ორი შვილი, რომელთაც ჩემ გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. საექიმო კომისიის მიერ ბავშვებს განსაზღვრული აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და 10 წელია ეძლევათ ყოველთვიური დახმარება. რამდენი ლარი უნდა მიეღო 2007 წლის 1-ელ დეკემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით?

- 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყოველ ბავშვს, რომელიც სხვა პირის დახმარებას საჭიროებს, 2006 წლის 1-ელი იანვრიდან მოქმედი კანონით 2007 წლის 1-ელ დეკემბრამდე უნდა მიეღო ყოველთვიური პენსია 40 ლარი, გარდა ამისა დახმარება 22 ლარის ოდენობით.

ყოველთვიური სოციალური დახმარება თითოეულ ბავშვზე მსგავს შემთხვევაში არის 22 ლარი და მისი გაზრდა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არის გათვალისწინებული.

  • ვარ მარტოხელა მოხუცი. დანიშნული მაქვს ყოველთვიური სოციალური დახმარება თვეში 22 ლარის ოდენობით. ახლა გავტარდი ღატაკთა პროგრამაში და მომეცა დახმარების მიღების უფლება. თუ მეღირსა და დამენიშნა, 22 ლარი მომეხსნება?

- დიახ, სამწუხაროდ, მოგეხსენებათ. კანონის თანახმად, სოციალური დახმარება უწყდებათ უმწეო მდგომარეობაში მყოფ იმ ოჯახებს, რომლებიც მოხვდებიან მთავრობის მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით იდენტიფიცირებული, სიღატაკის ზღვარზე მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და დაენიშნებათ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილებით გათვალისწინებული საარსებო შემწეობა.

  • ვმუშაობ სანარდო ხელშეკრულებით, სამუშაოს ვასრულებდი ჩემ მიერ შეძენილი მასალით, რომელიც უხარისხო აღმოჩნდა. მეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნულის გამო?

- თუ მენარდე სამუშაოს ასრულებს თავისი მასალით, იგი პასუხს აგებს მის ხარისხზე. აქვე განგიმარტავთ, რომ კანონის თანახმად, მენარდე არა მარტო ამ შემთხვევაში აგებს პასუხს, არამედ პასუხისმგებელია შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. ამ შემთხვევაში მენარდე მოვალეა, წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა.

  • გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა შემთხვევაში ითვლება სანარდო ანაზღაურება უსიტყვოდ შეთანხმებულად?

- ანაზღაურება უსიტყვოდ შეთანხმებულად ითვლება, თუ გარემოებათა მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება.