რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
აქ არ არის საუბარი ასეულათასობით ევროზე, მხოლოდ 1000 ლარი სჭირდება ადამიანს სიცოცხლის შესანარჩუნებლად
აქ არ არის საუბარი ასეულათასობით ევროზე, მხოლოდ 1000 ლარი სჭირდება ადამიანს სიცოცხლის შესანარჩუნებლად
მეგობრებო, კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ ერთად, კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ.
ეს მერაბ მენთეშაშვილია, სოფელ ველისციხეში ცხოვრობს, მისი დიაგნოზი ჰოჯკინის ლიმფომაა და ახლა 1000 ლარი სჭირდება რომ მორიგ გამწვავებას გაუმკლავდეს.

როცა მისმა ნათესავმა ამ კაცის გაჭირვების შესახებ რედაქციაში დაგვირეკა, დავინტერესდით, სად მკურნალობდა, რა მდგომარეობა ჰქონდა, დავრეკეთ ზოდელავას ჰემატოლოგიურ კლინიკაში და დავაზუსტეთ კიდეც ყველაფერი. ზოგადად ამ დაავადების მკურნალობას სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს 90%-ითო, გვითხრეს, მაგრამ მას იმ 10%-ის გადახდის შესაძლებლობაც არ აქვს, გარდა ამისა უნდა შეიძინოს გადასხმისთვის და შემდგომი მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები.

მერაბი ფიზიკურად ძალიან სუსტად არის და მუშაობის უნარი არ აქვს, მეუღლეც უმუშევარია. ახლობლებსა და მეგობრებს რაც შეეძლოთ, დაეხმარნენ, მაგრამ იმის გამო, რომ მუდმივად აქვს ასეთი ფინანსური პრობლემები, მკურნალობის დაწყებული კურსი რამდენჯერმე მიატოვა და, როგორც ექიმმა გვითხრა, ამ მოუწესრიგებელი მკურნალობის გამო, ახლა მისი მდგომარეობა საკმაოდ დამძიმებულია.

თუ დროულად არ ჩატარდა საჭირო მკურნალობა, მერე გვიან იქნება. ამ ეტაპზე საჭიროა 4-5 დღე სტაციონარში მოთავსება, საჭირო მედიკამენტების შეძენა და მკურნალობის ღირებულების იმ მცირე დარჩენილი პროცენტის ანაზღაურება. ექიმმა ისიც გვითხრა, კლინიკა მაქსიმალურ დახმარებას უწევსო, ძველი მკურნალობის ვალებიც აქვს, მაგრამ ამის გამო არავის უთქვამს უარი მორიგ პროცეურებზე, რადგან ვიცით მისი მდგომარეობის სიმძიმეო. მაგრამ პრეპარატებს ხომ კლინიკა ვერ შეუძენს?

მეგობრებო, აქ არ არის საუბარი ასეულათასობით ევროებზე, მხოლოდ 1000 ლარი სჭირდება ადამიანს სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მოდით, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ!

ანგარიშის ნომერია GE05LB0288870250681275
მიმღები ნონა სოლომნიშვილი
ტელ 574377055

mkurnali.ge mkurnali.ge
ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
განთლების სამინისტრო სტუდენტების დაფინანსების მექანიზმს ცვლის განთლების სამინისტრო სტუდენტების დაფინანსების
პირველი მაისიდან, საყოველთაო ჯანდაცვის დიფერენცირებული პაკეტის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურება ყველა მოქალაქეს
ექიმის კონსულტაციიდან დაწყებული, კლინიკებმა თითქმის ყველა სერვისი გააძვირეს. თავდაპირველად ფასი ლარის გაუფასურების საბაბით გაიზარდა, მერე ეს პროცესი ტენდენციად იქცა.
ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია,
სოციალური პრობლემები კვლავაც აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში. თითქოს სახელმწიფო ცდილობს, სპეციალური პროგრამებით დაეხმაროს შეჭირვებულ ადამიანებს,
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის