რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
სოციალური პრობლემები
რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინა ღლონტი. დაინტერესებულ მკითხველთა საყურადღებოდ თავდაპირველად განვმარტავთ, რომ შვილად აყვანის წესსა და პირობებს სამართლებრივად არეგულირებს: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის - გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ, ჰააგის კონვენცია ბავშვთა დაცვის და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, საქართველოს კანონი და საქართველოს პარლამენტის მიერ 2009 წლის 18 დეკემბერს მიღებული და 2010 წლის 1 მარტიდან ძალაში შესული კანონი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ.
რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" იურიდიული კონსულტანტი შრომისა და სოციალურ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტიირინე ღლონტი.- 2007 წლის 20 მაისს, მეტროთი მგზავრობისას, ჩანთიდან ამომაცალეს შრომის წიგნაკი და საფულე. ფულზე არ ვდარდობ, მაგრამ შრომის წიგნაკში მთელი ჩემი 41-წლიანი შრომითი საქმიანობა იყო აღნიშნული. როგორ მოვიქცე, რომ შრომის წიგნაკი აღვადგინო ან შრომის სტაჟი სხვა გზით დავადასტურო?- შრომის წიგნაკის დაკარგვის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონულ განყოფილებას, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ აღნიშნული ორგანო დაადასტურებს წიგნაკის დაკარგვის ფაქტს, მათ მიერ გაცემული საბუთის საფუძველზე ორგანიზაცია, რომელშიც ბოლოს მუშაობდით, გასცემს შრომის წიგნაკის დუბლიკატს, რომელსაც იგივე ძალა აქვს, რაც დედანს. თუ აღნიშნული ვერ მოხერხდება, შეგიძლიათ შრომის სტაჟი აღიდგინოთ საარქივო მონაცემების საფუძველზე გაცემული ოფიციალური ცნობებით.
რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" იურიდიული კონსულტანტი შრომისა და სოციალურ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.- პენსიაზე დანამატის დარიცხვის საკითხის გადაწყვეტის დროს აღმოჩნდა, რომ დაწესებულებას, სადაც ვმუშაობდი 15 წლის წინ, ჩემთვის პენსიის დასანიშნად მოუცია არასწორი ცნობების შემცველი დოკუმენტი, პასუხისმგებლობას კი მე მაკისრებენ. რამდენად სწორია აღნიშნული გადაწყვეტილება?- კანონის თანახმად, შრომის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტების გამცემი ორგანოები პასუხს აგებენ მათ მიერ გაცემული და დადასტურებული დოკუმენტების სისწორეზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტების წარმდგენი პირიც არ აგებდეს პასუხს აღნიშნული საბუთებით პენსიის დასანიშნად ან დანამატის დასარიცხად წარდგენისათვის.
რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" იურიდიული კონსულტანტი შრომისა და სოციალურ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.- ჩვენი სახლი მრავალსართულიანია, თითქმის ყველა მობინადრეს ბინა დარეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში. ამჟამად ყველა მეზობელი შეშფოთებულია იმით, რომ თურმე, ხელახლა უნდა მოხდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბინების რეგისტრაცია, თორემ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგვექმნას. რამდენად სწორია აღნიშნული ინფორმაცია?- აღნიშნული ინფორმაცია მოკლებულია კანონიერ საფუძველს. თუ უძრავი ქონება უკვე არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, მისი ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის.
ნაჩვენებია მე-10 გვერ 11 - დან
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის