სოციალური პრობლემები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
სოციალური პრობლემები
რა უნდა ვიცოდეთ დროებითი შრომისუუნარობის, ექსპერტიზის ჩატარებისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის შესახებ.რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი. ჩვენი რუბრიკის მკითხველთა დიდი ნაწილის ინტერესის გათვალისწინებით, დღეს დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების, საავადმყოფო ფურცლის გაცემის და გაფორმების წესსა და პირობებზე ვისაუბრებთ; განვმარტავთ, როგორი წესით გაიცემა იგი არა მხოლოდ უშუალოდ დასაქმებულის, არამედ მისი ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლისთვის, კარანტინის დროს ან ავადმყოფის პროთეზირების მიზნით. გაცნობებთ აგრეთვე, ვის რა სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება საავადმყოფო ფურცლის უსაფუძვლოდ გაცემის, გაგრძელების ან არასწორად გაფორმების შემთხვევაში და სხვა.
დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ამასთან, მისი მკურნალობა საკმაოდ ძვირია, ამიტომ სახელმწიფო დიაბეტით დაავადებულთათვის აფინანსებს სპეციალურ პროგრამას, რომელიც ხორციელდება ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ "ენმედიცში", კლინიკა "მედელიტში", აკად. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა და ქალაქის I ენდოკრინოლოგიურ დისპანსერში. * ინსულინდამოკიდებულ ბენეფიციარებს ინსულინის პრეპარატები ეკუთვნით უფასოდ;* ინსულინის პრეპარატების გატანა ხდება აფთიაქიდან 3 თვეში ერთხელ რეგისტრირებული პოლისისა და რეცეპტის საფუძველზე (რეცეპტი გამოწერილი უნდა იყოს იმ თვეში, როცა ხდება მედიკამენტის გაცემა);
შრომის ინდივიდუალური ხელშეკრულება და  მასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემა. რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი. გაგრძელება. დასაწყისი იხ. "ოჯახის მკურნალი", #3, 2012 წ. - ვარ 48 წლის; მყავს ხუთი მცირეწლოვანი და ორი სრულწლოვანი შვილი, მეუღლე არ მუშაობს, ხოლო სრულწლოვანი შვილები სტუდენტები არიან. ეკონომიკურად ძალიან მიჭირს, ვინაიდან ჩემი 350-ლარიანი ხელფასი მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს ოჯახის მატერიალურ-საყოფაცხოვრებო მოთხოვნებს. გადავწყვიტე ვიმუშაო შეთავსებით. მაქვს ამის უფლება?
რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი. (გაგრძელება. დასაწყისი იხილეთ "ოჯახის მკურნალი" #21) სერვიტუტი შეიძლება არსებობდეს მაშინ, როცა უფლებამოსილ პირს უქმნის თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ნივთი (ქონება) შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევაში ისარგებლოს ამ ნივთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი).
უკანასკნელ ხანს არაერთმა მკითხველმა გვთხოვა, განვუმარტოთ სანივთო ანუ ქონებრივ უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებული საკითხები. ამდენად, ჟურნალის უახლოეს რამდენიმე ნომერში განვმარტავთ: ქონების, უძრავი და მოძრავი ნივთის ცნებას, შემადგენელ ნაწილს; ნივთზე მფლობელობის უფლების წარმოშობასა და შეწყვეტას, მისი უპირატესი შესყიდვის უფლებას; მოგაწვდით აგრეთვე ინფორმაციას საკუთრების უფლების შინაარსის, უკანონო მფლობელისაგან ნივთის გამოთხოვის, საერთო (თანაზიარი) საკუთრების, სამეზობლო სამართლებრივი უფლება-მოვალეობის, უძრავ და მოძრავ ნივთებზე საკუთრების მოპოვებისა და დაკარგვის, უპატრონო ნივთზე საკუთრების შეძენის, განძის, მისი აღმომჩენის უფლებების შესახებ და სხვა.რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.
ნაჩვენებია მე-8 გვერ 12 - დან
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით