რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
ნუ ეხუმრებით ხვრინვას
ნუ ეხუმრებით ხვრინვას
ხვრინვა მეტად აქტუალური სამედიცინო პრობლემაა, რადგან ძილის დროს ყოველი მეოთხე მამაკაცი და ყოველი მეექვსე ქალი ხვრინავს.
როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, ხვრინვა ერთგვარი განგაშის ზარია და ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ ძვრებზე, კერძოდ, სუნთქვის პროცესის დარღვევაზე მიგვანიშნებს.

ადამიანს სძინავს, თითქოს არაფერი აწუხებს, ცუდს ვერაფერს გრძნობს, ამ დროს კი მისი ორგანიზმი საჭირო რაოდენობის ჟანგბადს ვერ იღებს და იტანჯება.

პულმონოლოგების აზრით (ლათინურად "პულმონის" – ფილტვი, პულმონოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის სასუნთქი სისტემის ორგანოების დაავადებებს), ეს ხმა მაშინ წარმოიშობა, როცა ჰაერის ნაკადს ჰაერგამტარ გზებში გავლისას რაიმე
დაბრკოლება გადაეღობება. არსებობს მდგომარეობა, როცა ხახის კუნთთა ტონუსი შემცირებულია, მოდუნებული კუნთები ხახის ისედაც წვრილ გასავალს უფრო მეტად ავიწროებს და ერთგან სრულებით ახშობს; ამის გამო ჩასუნთქული ჰაერი გვიან აღწევს ფილტვებს, სუნთქვა ფერხდება, ჟანგბადის ნაკლებობის გამო კი გული და ტვინი საგანგებოდ მუშაობს. ამას ძილში განვითარებულ ობსტრუქციულ აპნოეს
უწოდებენ (აპნოე სუნთქვის შეჩერებას ნიშნავს, ობსტრუქცია – დახშობას). ამ დარღვევის მსუბუქი ფორმა ქირურგიულ კორექციას იოლად ემორჩილება.

ვიწრო ხახის გარდა, ხვრინვის მიზეზი შეიძლება იყოს ცხვირის ძგიდის გამრუდება და ჰაერის ნაკადისათვის გზაზე დაბრკოლების გაჩენა. ასეთი რამ ხდება ქრონიკული რინიტის (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთების), ჰაიმორიტის ან ფრონტიტის დროს (ჰაიმორიტი – ზედა ყბის წიაღის, ფრონტიტი კი შუბლის წიაღის ანთებაა). რაკი ცხვირი მუდმივად "გაჭედილი აქვთ", ადამიანები იძულებულნი ხდებიან პირით ისუნთქონ და ძილისა თუ ღვიძილის დროს პირი ღია აქვთ. როცა ეს პროცესები ბავშვობიდანვე მიმდინარეობს, იწყება ქვედა ყბის ცდომა და არასწორი განვითარება.

სუნთქვის პროცესის დარღვევა შეიძლება განაპირობოს ბრონქებში გაჩენილმა დაბრკოლებამაც. ჰაერის ნაკადი ბრონქებამდე იოლად აღწევს, მაგრამ მათი სპაზმის გამო ჩასუნთქვა ფერხდება. ზოგიერთს ღამით მოგუდვის შეგრძნება აღვიძებს და ვერც კი წარმოუდგენია, რომ ამის მიზეზი ღია სარკმელთან ძილია. გახსოვდეთ – ყველაფერი ინდივიდუალურია. სუფთა ჰაერზე, სიგრილეში ძილი მხოლოდ გაკაჟებული, ჯანსაღი სასუნთქი სისტემის მქონე პირთათვისაა მიზანშეწონილი. მათ კი, ვისაც ცივი ჰაერის ჩასუნთქვისას ბრონქოსპაზმი უვითარდება (განსაკუთრებით – ასთმით დაავადებულებს), თბილ ოთახში უნდა იძინონ.

სქელი, წებოვანი ლორწო ბრონქიოლების სანათურს ახშობს და ბრონქების დრენაჟს არღვევს. სწორედ ამის ბრალია მსტვენი "ნაზი" ხვრინვა.

განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულთა ხვრინვა. ის იმის ნიშანია, რომ ქალის ორგანიზმი მეტ ჟანგბადს ითხოვს ნაყოფის ნორმალურად განვითარებისთვის.

დაბოლოს, ხვრინავს მწეველთა 90%. ბევრს გაღვიძებისას თავი სტკივა, დაღლილობის შეგრნება აქვს, სხეულის სიმძიმესა და ერთგვარ "მტვრევას" გრძნობს, რადგანაც ძილის დროს მის ორგანიზმს უდიდესი ჯაფა ადგება, რომ ფიზიოლოგიური პროცესები ნორმალურად წარმართოს. ასეთ ხალხს სუსტი ორიენტაცია, რეაქციათა შენელება, ცნობიერების დაბინდვა და სხვა ჩივილები აწუხებს, რაც ძილსა თუ ღვიძილში ობსტრუქციული აპნოეს ხშირი შეტევების ბრალია. აპნოე, თავის მხრივ, სხვა პათოლოგიურ პროცესებს უწყობს ხელს და ორგანოთა ცალკეული სისტემების დაავადებათა მიზეზი ხდება ხოლმე.

ასე რომ, თუ ძილის დროს ხვრინავთ, სულის ხუთვის გამო ბორგავთ და ხშირად იღვიძებთ, თანაც ჭარბი წონით გამოირჩევით ან კიდევ მაღალ წნევას უჩივით, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. მართალია სატელევიზიო თუ საგაზეთო რეკლამებში ხშირად იუწყებიან, ხვრინვისგან უნიკალური მეთოდით ვკურნავთო, მაგრამ ნუ წამოეგებით მათ ანკესს – გახსოვდეთ, ამ პრობლემის მოგვარება აბებითა და ნაყენებით შეუძლებელია. არასპეციალისტები ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, გამომწვევ მიზეზთა დაუდგენლად, იწყებენ მკურნალობას და ადამიანის საერთო მდგომარეობას ხშირად კიდევ უფრო ამძიმებენ.

ხვრინვა სუნთქვის პროცესის დარღვევას უკავშირდება და თავისებურ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს. ნუ ჩათვლით მას უმნიშვნელო პრობლემად, გახსოვდეთ, უყურადღებობით ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნით. ამიტომაც, აუცილებლად მიაკითხეთ ოტორინოლარინგოლოგს (ანუ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს) და პულმონოლოგს.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
გაიგეთ, ხვრინავთ თუ არა - უპასუხეთ
23-05-2018

ხვრინავ? არა? იქნებ კი და არ იცი? პარტნიორს ხომ არ ჰკითხავდი?

23-04-2018
რუბრიკის „ექიმები ხუმრობენ“ სტუმარია მედიცინის დოქტორი, თერაპევტი თეიმურაზ კენჭოშვილი.
15-11-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ავადობის გარდა, არსებობს ბევრი ფარული მიზეზი, რომელიც შეუმჩნევლად გვართმევს სიცოცხლის ძალებს.
გრონინგენის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის საფუძველზეც
იმუნური სისტემის დარღვევას სხვადასხვა დაავადების გამოწვევა შეუძლია.

გლოსიტი ენის (უმთავრესად ლორწოვანი გარსის) ანთებაა.
ნიქტურია ღამის შარდვის იმ დონემდე გახშირებაა, რომ ღამით გამოყოფილი შარდის მოცულობა დღისით გამოყოფილისას აჭარბებს.
დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი, იგივე დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაციის (დიკ) სინდრომი, თრომბოჰემორაგიული სინდრომი, წარმოადგენს ჰემოსტაზის (სისხლის შემდედებელ ფაქტორთა) უნივერსალურ დარღვევას,
22 ივნისი 2018
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის