ყელში გაჩხერილი ბურთი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყელში გაჩხერილი ბურთი

სამედიცინო ლიტერატურაში ყელში ბურთის შემაწუხებელ შეგრძნებას აღნიშნავენ ტერმინით Globus Hystericus. მისი ზუსტი ქართული თარგმანია “ისტერიული ბურთი” და ამ ჩივილის აღმოცენება ემოციას, ნერვულ სისტემას უკავშირდება. ყელში ბურთის შეგრძნების ემოციასთან კავშირს ისიც ადასტურებს, რომ ხშირად სიმპტომი სწორედ უარყოფითი ემოციისა და განცდების ფონზე ვლინდება, არ უკავშირდება კვებასა და სითხის მიღებას, ექიმის კონსულტაციისა და სერიოზული დაავადების გამორიცხვის შემდეგ, უხშირესად, ქრება.

როგორ ვლინდება ყელში ბურთის შეგრძნება

როგორც აღვნიშნეთ, ყელში ბურთის შეგრძნება აღმოცენდება და ქრება. ზოგჯერ პაციენტი გრძნობს და მიუთითებს მის კავშირს ემოციასთან, ხშირად კი რაიმე კანონზომიერება არ ვლინდება. მართალია, სიმპტომი არ პროვოცირდება საკვების ან სასმლის მიღებით, მაგრამ ხშირად კვებით ან წყლის მიღებით იხსნება. ყელში ბურთის შეგრძნება საკმაოდ შემაწუხებელია, თუმცა, როგორც წესი, მას არ ახლავს ტკივილი. უმეტესობა დისკომფორტს გრძნობს ნერწყვის ყლაპვისას. სპონტანურად (ყლაპვის გარეშე) ყელში ბურთის შეგრძნება იშვიათია.

რამდენად ხშირია ყელში ბურთის შეგრძნება

როგორც ვარაუდობენ, ყელში ბურთის შეგრძნება საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია, თუმცა ამ აზრის დამადასტურებელი ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკათა მონაცემების თანახმად, ოცი პაციენტიდან ერთი მათ სწორედ აღნიშნული სიმპტომის გამო მიმართავს. შემაწუხებელი შეგრძნება თანაბარი სიხშირით გვხვდება ქალებსა და მამაკაცებში. მართალია, ყელში ბურთის შეგრძნება ხშირია საშუალო ასაკში, მაგრამ აღიარებულია, რომ ის ცხოვრების ყველა ეტაპზე და ნებისმიერ ასაკში შეიძლება აღმოცენდეს.

რა არის მიზეზი

მაინც რა არის ყელში ბურთის შეგრძნების მიზეზი? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი უცნობია. ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ მიზეზი ყლაპვაში მონაწილე კუნთების არაკოორდინირებული შეკუმშვაა – ყლაპვის პროცესი ადამიანისათვის შეუმჩნეველი და იოლი რომ იყოს, მასში მონაწილე ყველა კუნთი გარკვეული თანმიმდევრობით უნდა შეიკუმშოს და მოდუნდეს. ყელში ბურთის შეგრძნებისას კი ყლაპვაში მონაწილე ყველა კუნთი არ დუნდება. ეს განაპირობებს უცხო სხეულის არსებობის შეგრძნებას. უშუალოდ ყლაპვისას კი კუნთის მექანიკური გაღიზიანება მის მოდუნებას იწვევს და არასასიამოვნო შეგრძნებაც ქრება.

არსებობს მოსაზრება, რომ ყელში ბურთის შეგრძნების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება კუჭიდან საყლაპავში მჟავა წვენის რეფლუქსი ანუ უკუდინება იყოს. მისი მომხრეები ვარაუდობენ, რომ მჟავა წვენი აღიზიანებს კუნთებს და მათ მოდუნებას უშლის ხელს.

საშიშია თუ არა

ყელში ბურთის შეგრძნებისას პაციენტთა ნაწილს უჩნდება სერიოზული, მძიმე დაავადების, უხშირესად სიმსივნის ეჭვი. ისინი ექიმს სწორედ ამ ეჭვის გამო მიმართავენ. ასეთ შემთხვევებში უპირველესი ამოცანაა, ერთმანეთისაგან განვასხვაოთ ყელში ბურთის შეგრძნება და ყლაპვის გაძნელება ანუ დისფაგია. დისფაგიისას გაძნელებულია საკვების გადაადგილება პირის ღრუდან საყლაპავისაკენ და შემდეგ საყლაპავიდან კუჭისაკენ. ზოგჯერ დისფაგიისას პაციენტები ამჩნევენ, რომ ყლაპვა უფრო იოლია, როცა საკვებს წყალს აყოლებენ, საკვებს კარგად აქუცმაცებენ, დისფაგია უფრო მეტადაა გამოხატული მყარი საკვების მიღებისას.

დისფაგიის შესაძლო მიზეზებია:

  • საყლაპავის სპაზმი;
  • კუჭის მჟავა წვენის რეფლუქსი;
  • ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადება (მიასთენია, პარკინსონიზმი);
  • საყლაპავის ნაწიბური (ქიმიური დამწვრობის შემდგომ).

სამწუხაროდ, ხშირად პაციენტისათვის ძალიან ძნელია ყელში ბურთის შეგრძნების ყლაპვის გაძნელებისაგან განსხვავება. ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არის ის, რომ ყელში ბურთის შეგრძნების დროს უშუალოდ ყლაპვის პროცესი გაძნელებული არ არის. გარდა ამისა, დისფაგია მუდმივია, საშიში დაავადების დროს თანდათან უარესდება კიდეც. მისგან განსხვავებით ყელში ბურთის შეგრძნება პერიოდულად ჩნდება და მოულოდნელად ქრება.

გამოკვლევის მეთოდები

როცა ჩივილების საფუძველზე ექიმი რწმუნდება, რომ პაციენტს ყელში ბურთის შეგრძნება აქვს, შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის კონსულტაცია. კონსულტაციის მიზანია ანალოგიური შეგრძნების გამომწვევი სხვა დაავადებების გამორიცხვა. ეს ბუნებრივია – ყელში ბურთის შეგრძნება გამორიცხვის “დიაგნოზია”, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება პაციენტის პრობლემების მიზეზად, თუ ყელში არასასიამოვნო შეგრძნების სხვა მიზეზები გამოირიცხება.

იშვიათად, მაგრამ მაინც, როცა დიაგნოზი ნათელი არ არის, შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი გამოკვლევები:

  • გულმკერდის რენტგენოგრაფია;
  • გასტროსკოპია – საყლაპავისა და კუჭის დათვალიერება სპეციალური აპარატით;
  • საყლაპავისა და კუჭის რენტგენოლოგიური გამოკვლევა – პაციენტი იღებს სპეციალურ ბარიუმის ხსნარს, ამ დროს იკვლევენ საყლაპავსა და კუჭს.

მკურნალობის პრინციპები

სპეციალისტები თვლიან, რომ შემთხვევათა დიდ ნაწილში საკმარისია პაციენტისათვის მისი ჩივილის მიზეზის ახსნა, განმარტება, რომ მას არ აქვს მძიმე, მით უფრო სიმსივნური დაავადება. უხშირესად ეს სავსებით საკმარისია სიმპტომის გასაქრობად. სხვა შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს:

  • კისრის არის კუნთების ფიზიოთერაპია;
  • ცხვირისა და ყელის დაავადებების მკურნალობა;
  • კუჭის წვენის საყლაპავში რეფლუქსის მკურნალობა;
  • თამბაქოს წევის შეწყვეტა;
  • სტრესის მკურნალობა, საჭიროებისას ანტიდეპრესანტების დანიშვნა.