მუცლის შებერილობა: რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მუცლის შებერილობა: რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ

- მეტეორიზმი საკვების მონელების დარღვევის გამო ნაწლავებში აირების დაგროვებაა. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს შებერილობა და მუცლის მოვლითი ტკივილი. აირებით სავსე ნაწლავი ქმნის გადავსებული კუჭის შეგრძნებას, იწვევს ჭვალს.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს თავად მუცლის შებერილობა?

- მეტეორიზმი ჯანმრთელ ადამიანებსაც აწუხებთ, თუმცა უმეტესად ის მაინც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელიმე დაავადების გამოხატულებაა. ნაწლავებში აირები შეიძლება დაგროვდეს ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა:

  • ქრონიკული პანკრეატიტი - ორგანიზმს არ ჰყოფნის კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ფერმენტები და შებერილობა თავს იჩენს ნებისმიერი ტიპისა და შემადგენლობის საკვების მიღების შემდეგ;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი - დარღვეულია ანატომიურად ჯანსაღი ნაწლავის მამოძრავებელი ფუნქცია; ამ დროს შებერილობას თან ახლავს ტკივილი, ზოგჯერ - ფაღარათი ან ყაბზობა;
  • დისბაქტერიოზი - ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქციის დაქვეითების ან სხვა მიზეზის გამო ირღვევა მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის ბალანსი და მავნე მიკროორგანიზმები იწყებენ აირების (უმეტესად - მეთანის, გოგირდწყალბადის, ამიაკის) გამომუშავებას; ამას მივყავართ შებერილობამდე, რომელსაც თან ახლავს მყრალი აირების გამოყოფა;
  • ლაქტოზის აუტანლობა - ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ხშირად არ არის ფერმენტი, რომელიც რძისა და მისი პროდუქტების ათვისებას უწყობს ხელს;
  • ნაწლავის გაუვალობა - აირების გამოყოფა შესაძლოა გაართულოს სიმსივნემ ან პოლიპმა, ეს კი მეტეორიზმს იწვევს.

ხშირად დისკომფორტის მიზეზი ჩვენივე ცხოვრებისა და კვების წესია. მაგალითად, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირების დაგროვებას ხელს უწყობს გაზიანი სასმელების ჭარბი მიღება. ჩვეულებრივ, ასეთი შებერილობა ადვილად გაივლის, რადგან ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში აირები სწრაფად შეიწოვება ნაწლავის კედელში ან გამოიყოფა ფიზიოლოგიური გზით. ჰაერის დიდი ულუფა კუჭში შეიძლება მოხვდეს ჭამის დროსაც, ამიტომ ნუ იჩქარებთ, მშვიდად მიირთვით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი საკვები კუჭ-ნაწლავში დუღილს და აირების წარმოქმნას იწვევს. არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად ზომიერად უნდა მივირთვათ ტკბილეული და ცომეული, შავი პური, პარკოსნები, კარტოფილი და სხვა პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს, უჯრედისს ან სახამებელს. ზოგჯერ მუცლის შებერილობის მიზეზია გულძმარვის გამო სოდის მიღება, რადგან ეს უკანასკნელი ანეიტრალებს კუჭის წვენის მჟავა გარემოს და აირების წარმოქმნას უწევს პროვოცირებას.

- როგორ გამოვლინდება მუცლის შებერილობა?

- მუცლის შებერილობას ხანმოკლე ტკივილი ახასიათებს. უსიამოვნო შეგრძნება აირების ნაწლავებში გავლისას წარმოიშობა. ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს მუცლის ღრუს ნებისმიერ წერტილში და ნაწლავებში გადაადგილების მიხედვით იცვალოს ადგილმდებარეობა. თუ ის დიდხანს და ინტენსიურად გაგრძელდა, ეს იმის სიგნალია, რომ არა მუცლის შებერილობით, არამედ რომელიმე სხვა დაავადებითაა გამოწვეული.

- როგორ მოვიქცეთ მუცლის შებერილობისას?

- ერთი დღით მაინც დავასვენოთ ნაწლავები და მივიღოთ მხოლოდ მოხარშული ბრინჯი და მცენარეული ჩაი. ამის შემდეგ უნდა გადაიხედოს რაციონი. რაციონიდან ამივიღოთ აირთა წარმოქმნის ხელშემწყობი საკვები - ცომეული, ტკბილეული, რძე, ახალი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები - ბარდა, ლობიო. რძის ნაცვლად უმჯობესია მივირთვათ რძემჟავა პროდუქტები (ყველი, მაწონი, იოგურტი). ვსვათ პიტნის, გვირილას ან კრაზანას ჩაი. ხორცის პროდუქტებიდან ამ კუთხით ყველაზე უვნებელია ქათმის, ინდაურისა და ხბოს ხორცი, ბურღულეულიდან - ბრინჯი. აირთა წარმოქმნის პროცესებზე დადებითად მოქმედებს ისეთი სუნელები და სანელებლები, როგორებიცაა კოჭა, კვლიავი, ოხრახუში, კამა, ილი. სამედიცინო ჩარევა უმეტესად ფერმენტული პრეპარატების მიღებას გულისხმონს, ხოლო კუჭ-ნაწლავის ინფექციის თაობაზე ეჭვის შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკები. მუცლის შებერილობასთან ბრძოლის ყველაზე გავრცელებული მეთოდია გააქტიურებული ნახშირის ან სიმეტიკონის შემცველი პრეპარატების მიღება. საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებასა და არასასიამოვნო შეგრძნებებისთვის თავის დაღწევაში დაგვეხმარება ნაწლავთა მუშაობის მოწესრიგებისკენ მიმართული ფიზიკური ვარჯიშები, ცურვა, სპორტული სიარული და სირბილი. თუ შებერილობა რომელიმე დაავადების შედეგია, თავად ამ დაავადებას, მეტეორიზმის მიზეზს უნდა ვუმკურნალოთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.