რა იწვევს ცხვირიდან სისხლდენას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს ცხვირიდან სისხლდენას

ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება გამოიწვიოს:

* ტრავმამ;

* ცხვირისა და ცხვირის ახლომდებარე წიაღების დაავადებებმა (მაგალითად, რინიტმა - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებამ, ჰაიმორიტმა - ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთებამ);

* ზოგიერთმა მედიკამენტმა;

* სისხლის პათოლოგიებმა და სხვა.

ცხვირიდან ძლიერი, შეუპოვარი სისხლდენის დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. სპეციალისტი დაადგენს მიზეზს და სათანადო მკურნალობას დანიშნავს.

პირველი დახმარება ეპიტაქსისის დროს

1. ადამიანი უნდა დავსვათ და თავი ოდნავ წინ დავახრევინოთ. დაუშვებელია თავის უკან გადაწევა (ჩვეულებრივ, სწორედ ეს შეცდომა მოსდით, როდესაც ცხვირიდან სისხლდენის შეჩერებას ცდილობენ) - შესაძლოა, ადამიანს სისხლი გადაეყლაპოს, გულისრევა აუვარდეს ან სისხლი სასუნთქ გზებში გადასცდეს.

2. ეპიტაქსისის დროს აუცილებელია სუფთა ჰაერის მიწოდება. ადამიანს უნდა შეუხსნათ საყელო და გამოაღოთ სარკმელი, რათა თავისუფლად ისუნთქოს.

3. სასურველია ცხვირთან ყინულიანი ტომსიკის მიდება. თუ სისხლდენა არ შეწყდა, თითით ნესტოს ისე უნდა მიაწვეთ, რომ ის ცხვირის ძგიდეს მიებჯინოს და 5-10 წუთს ასე გაჩერდეთ. ნესტოზე თითის მიჭერის დროს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებზე ზეწოლა ხდება და სისხლდენა უმეტესად წყდება.

4. ეპიტაქსისის დროს არ შეიძლება ცხვირის მოხოცვა - ეს ხელს უშლის სისხლის კოლტის წარმოქმნას და სისხლძარღვის დეფექტის არეში მის დაცობას. აქედან გამომდინარე, სისხლდენა არათუ შეწყდება, შესაძლოა გაძლიერდეს კიდეც.

5. თუ ეპიტაქსისის დროს ადამიანს გული წაუვიდა, აუცილებლად უნდა დააწვინოთ ზურგზე, თავი გვერდზე მიუბრუნოთ და სასწრაფოდ გადაიყვანოთ კლინიკაში.

6. თუ ეპიტაქსისი ტრავმით არის გამოწვეული და ცხვირის კონტურის ან მთელი სახის შეშუპება და დეფორმაცია ახლავს თან, პაციენტს ცხვირის არეზე ცივ წყალში დასველებული ნაჭერი ან ყინულიანი ტომსიკა უნდა დაადოთ, მერე კი სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.

თუ ამ გზით სისხლდენა ვერ შეაჩერეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები (მაგალითად, ნაფტიზინი, ნაფაზოლინი, სანორინი): დოლბანდისგან უნდა გააკეთოთ მცირე ზომის ტამპონი, დაასველოთ ამ სითხეში და პაციენტს ნესტოში შეუდოთ. როდესაც ეპიტაქსისი რინიტის შედეგია, ცხვირის ღრუში ვაზელინით გაჟღენთილი ბამბის ტამპონი უნდა მოათავსოთ. ვაზელინი ცხვირის ლორწოვანზე გაჩენილ ფუფხს არბილებს და ხელს უწყობს სისლხდენის შეჩერებას. თუ სისხლდენა გადახურების შედეგად აღმოცენდა, პაციენტი აუცილებლად უნდა გადაიყვანოთ ჩრდილში, სადაც გრილა და მზის სხივები ვერ აღწევს, ცხვირზე კი ყინულიანი ტომსიკა ან ცივ წყალში დასველებული ნაჭერი დაადოთ. იხილეთ სტატია "ცხვირიდან სისხლდენა"