პტოზი - ორგანოთა დაწევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პტოზი - ორგანოთა დაწევა

მუცლის ღრუს ფორმა და ზომა დამოკიდებულია მუცლის ღრუს შიდა წნევაზე, მუცლის წინა კედლის კუნთების (როგორც სწორის, ასევე ირიბის) ტონუსზე, დიაფრაგმის, ზურგისა და მენჯის ფუძის კუნთების ტონუსზე. სწორედ ტონუსისა და წნევის წყალობით ინარჩუნებენ შინაგანი ორგანოები სათანადო ადგილმდებარეობას მუცლის ღრუში, სტიმულირდება ნაწლავების პერისტალტიკა (შეკუმშვითი მოძრაობა), სათანადოდ წარიმართება სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესი. ზომიერი ცხიმოვანი ჩანართების წყალობით ღვიძლს, ელენთას, კუჭსა და მეზობელ ორგანოებს მუცლის ღრუში საიმედო საყრდენი აქვთ - ცხიმოვანი ქსოვილი ხომ ერთგვარად პასიურ და ამავე დროს საუკეთესო დამჭერ ფენას ქმნის. ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი დაგროვებისას ორგანოები რამდენადმე იჭყლიტება, მათი ფუნქცია ირღვევა. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იქმნება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის განლევის შემთხვევაში. შინაგანი ორგანოები ამ დროს მთელი სიმძიმით აწვება მუცლის კედლის კუნთებსა და იოგოვან აპარატს. წონის მკვეთრი კლების შემთხვევაში კუნთოვანი ტონუსი სუსტდება, ადგილობრივი მუსკულატურა (კუნთები) ვეღარ აკომპენსირებს მუცლის ღრუში არსებულ წნევას. ამის გამო მუცლის ქვედა ნაწილი გამოიდრიკება, ორგანოები კი დაბლა იწევს, ეშვება.

ნეფროპტოზი - თირკმლის დაწევა

თირკმლის დაწევა არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია თირკმლის გადამეტებული მოძრაობა და შარდსასქესო სისტემის ორგანოთა ნორმალური ანატომიური ურთიერთმდებარეობის დარღვევა. ნეფროპტოზი, თავის მხრივ, ზრდის ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა პიელონეფრიტი, ჰიდრონეფროზი, თირკმლისმიერი არტერიული ჰიპერტენზია და სხვა. ნორმაში თირკმლის მოძრაობის (ფიზიოლოგიური გადაადგილების) დიაპაზონი 1-2 სმ-ს არ აღემატება. ნეფროპტოზის დროს თირკმლის შემაკავებელი (საფიქსაციო) სტრუქტურები სუსტდება, ორგანო დაწევა-დაშვებას განიცდის და, შესაბამისად, გართულებათა განვითარების ალბათობაც იმატებს. ნეფროპტოზის გავრცელების სიხშირე მამაკაცებსა და ქალებში, შესაბამისად, 0,1% და 1,5%-ს შეადგენს. მაჩვენებლებს შორის ასეთი დიდი სხვაობა ქალის ორგანიზმის რამდენიმე, უმთავრესად რეპროდუქციულ ფუნქციასთან დაკავშირებული, თავისებურებით აიხსნება (შედარებით ფართო მენჯი, მუცლის კედლის დაბალი ტონუსი, მყესების დიდი ელასტიკურობა, ვისცერული (შინაგანი) გაცხიმოვნებისაკენ ნაკლები მიდრეკილება). ნეფროპტოზის მთავარი მიზეზებია:

  • მკვეთრი გახდომა და თირკმლის ცხიმოვანი კაფსულის საგრძნობი შემცირება;
  • წელის ან მუცლის არის ტრავმა თირკმლის საფიქსაციო აპარატის სერიოზული დაზიანებით;
  • ორსულობა და მშობიარობა (ზოგიერთ შემთხვევაში).
  • ნეფროპტოზის დროს ირღვევა შარდის ნორმალური გამოყოფა, ამის შედეგად თირკმლის შიდა წნევა იმატებს და იცვლება ორგანოს სისხლის მიმოქცევა. თირკმლის ფართო კომპენსატორული შესაძლებლობების წყალობით ნეფროპტოზი ზოგჯერ დიდხანს არ მჟღავნდება. იმავდროულად, შესაძლოა თირკმლის პარენქიმაში შეუქცევადი ცვლილებები განვითარდეს და ორგანოს ჰიდრონეფროზული ტრანსფორმაცია მოხდეს.

ნეფროპტოზის ერთ-ერთი საშიში გართულებაა პიელონეფრიტი, რომელიც ადგილმდებარეობის ცვლილების გამო ორგანოდან შარდის გამოყოფის დარღვევის შედეგია. ამას შესაძლოა მოჰყვეს თავის ტკივილი, სისუსტე, ადვილად დაღლა, მუცლის ტკივილი, პერიოდული ცხელება და სხვა სიმპტომები. ზოგიერთ შემთხვევაში პიელონეფრიტი მიმდინარეობს მწვავედ, მკვეთრად გამოხატული ტკივილის სინდრომით - თირკმლის კოლიკით. ამ შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ნეფროპტოზის დროს თირკმლის არტერიათა გადახლართვის გამო ხშირად თავს იჩენს არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც ცუდად ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას.

მკურნალობა

ნეფროპტოზის მკურნალობა შეიძლება კონსერვატიულადაც და ქირურგიულადაც. პირველ შემთხვევაში პაციენტს სთავაზობენ განსაზღვრული წესების დაცვას, სპეციალური ბანდაჟის ტარებას და ორგანოს საფიქსაციო აპარატის გასამაგრებლად განკუთვნილ სამკურნალო ვარჯიშთა კომპლექსის რეგულარულ ჩატარებას. კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას - ნეფროპექსიას, თირკმლის ფიქსაციას ქირურგიული მეთოდით.

საშვილოსნოს დაწევა

საშვილოსნოს დაწევა არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც საშვილოსნო დანამატებითურთ ქვემოთ ეშვება (ამ დროს საშვილოსნოს ყელი არ სცილდება სასქესო ნაპრალს). დროთა განმავლობაში ამას შესაძლოა ორგანოს ნაწილობრივი ან სრული გამოვარდნა მოჰყვეს. საშვილოსნოს ნაწილობრივი გამოვარდნის დროს მისი ყელი სცილდება სასქესო ნაპრალს, სრული გამოვარდნის დროს კი ყელთან ერთად ტანიც გამოდის სასქესო ნაპრალიდან. ამ დროს ფაქტობრივად საშოს კედლების გამოვარდნაც აღინიშნება. საშვილოსნოს დაწევის მიზეზი მენჯის ფუძის კუნთებისა და შესაბამისი საფიქსაციო (იოგოვანი) აპარატის სისუსტეა. ამ უკანასკნელს, თავის მხრივ, იწვევს მრავალჯერ მშობიარობა, მშობიარობის დროს მიღებული ტრავმები, მძიმე ფიზიკური სამუშაო, მშობიარობის შემდგომი მძიმე პერიოდი, ასაკობრივი ცვლილებები სასქესო ორგანოებში და სხვა. რისკჯგუფს ქმნიან მრავალჯერ ნამშობიარები და ასაკოვანი ქალები. რამდენადაც საშვილოსნოს დაწევას მუცლის ღრუში წნევის მატება უწყობს ხელს, რისკფაქტორებს შორის უნდა დავასახელოთ აგრეთვე გაცხიმოვნება, ქრონიკული ყაბზობა, სამუშაო, რომელიც მძიმე ტვირთის აწევას მოითხოვს. გოგონებს, ახალგაზრდა და არანამშობიარებ ქალებს საშვილოსნოს დაწევა, როგორც წესი, არ ემართებათ. საშვილოსნოს დაწევის მანიშნებელია სიმძიმის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში, მქაჩავი ტკივილები საშოს და კუდუსუნის მიმართულებით, ზოგჯერ - წელისკენ ირადიაციით, აგრეთვე - ყაბზობა, შარდის შეუკავებლობა სიცილის, ხველის, სიარულის დროს, შარდვის გახშირება და სხვა.

საკვერცხეების დაწევა

იზოლირებულად საკვერცხეების დაწევა შედარებით იშვიათია. საკვერცხეები, ჩვეულებრივ, ფალოპის მილებსა და საშვილოსნოსთან ერთად იცვლიან ადგილმდებარეობას. სასქესო ორგანოთა პტოზი (დაწევა), ჩვეულებრივ, ნელ-ნელა, წლების განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად იჩინოს თავი. ამ პათოლოგიური მდგომარეობის აღმოჩენისთანავე, მისი პროგრესირებადი ხასიათის გათვალისწინებით, აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია და სათანადო მკურნალობის დაწყება. დროულად მიაკითხეთ ექიმს, ჩაიტარეთ საჭირო გამოკვლევები საკვერცხეების სხვა პათოლოგიის გამოსარიცხად, შეამოწმეთ მათი ფუნქცია და ამა თუ იმ სახის დარღვევის შემთხვევაში ჩაიტარეთ სათანადო მკურნალობა. დროულად დაიწყეთ ზოგადგამაჯანსაღებელი, იოგოვანი აპარატის განმამტკიცებელი და ტონუსის ასამაღლებელი სპეციალური ვარჯიშები. არ დაიზაროთ, ეს ვარჯიშები ყოველდღე შეასრულეთ. გახსოვდეთ, მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მენჯის, შორისისა და მუცლის წინა კედლის კუნთების გამაგრება, მათი ტონუსის ამაღლება (მაგალითად, ძალიან კარგია კეგელის ვარჯიშთა კომპლექსი). კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს აგრეთვე წყლის პროცედურებსა და ესტროგენებით (ქალის სასქესო ჰორმონებით) ჩანაცვლებით თერაპიას. ეს უკანასკნელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს სასქესო ორგანოთა იოგოვანი აპარატის განმტკიცებას. მკურნალობას ექიმი ინდივიდუალურად, ორგანიზმის მდგომარეობისა და ორგანოს დაწევის ხარისხის გათვალისწინებით ნიშნავს.