უეცარი სიკვდილის სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უეცარი სიკვდილის სინდრომი

ამ ტერმინით ისინი მოიაზრებენ ხილული მიზეზების გარეშე ჯანმრთელი ადამიანების გარდაცვალების შემთხვევებს. ადამიანი უმეტესად ძილის დროს კვდება, ჩვეულებრივ, გულის ან სუნთქვის უეცარი გაჩერებით, თუმცა ასეთი რამ შესაძლოა სიფხიზლეშიც მოუვიდეს. პათანატომიური გაკვეთის დროს ორგანიზმში პათოლოგიურ ცვლილებებს ვერ პოულობენ, პირიქით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ გარდაცვლილი სავსებით ჯანმრთელი იყო. ხელმისაწვდომი სტატისტიკა გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ განსხვავებულ მონაცემებს იძლევა, რაც ირიბად შეიძლება მოწმობდეს ამ ინფორმაციაზე გრიფის “სრულიად საიდუმლოდ” დადების შესაძლებლობას. ერთ-ერთი წყაროს მონაცემებით, ამ სინდრომის მსხვერპლი კვირაში 4 ადამიანი ხდება, რაც წელიწადში ორას ტრაგედიაზე ოდნავ მეტია. მეორე წყაროს ცნობით, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში უეცარი სიკვდილის სინდრომს წელიწადში დაახლოებით 3500 კაცი ეწირება. არსებობს კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აშშ-ში ყოველწლიურად გულის უეცარი გაჩერებით იღუპება 250 ათასი კაცი.

არსებობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკაც, რომელიც მეცნიერებს სულაც არ აძლევს სიმშვიდის საფუძველს. ეს სტატისტიკა მხოლოდ გულით უეცარი სიკვდილის შემთხვევებს აღწერს. მონაცემების თანახმად, ყოველი მილიონიდან კვირაში 30 კაცი ამ უბედურების მსხვერპლია. მამაკაცებში გულით უეცარი სიკვდილი 2,5-4-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. შეტევა ყველაზე ხშირად გამთენიისას ან დილაადრიან ხდება, ასევე - დღის პირველ ნახევარში. ამ პერიოდშია რეგისტრირებული კატასტროფის ყველა შემთხვევის თითქმის ნახევარი. კარდიოლოგიური ფონდის თანამშრომელმა ტიმ ბაუკერმა და მისმა კოლეგებმა ლონდონის უნივერსიტეტიდან კარდიოლოგებს სთხოვეს მონაცემების მიწოდება ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ამ აუხსნელ, “სასწაულებრივ” გარდაცვალებათა რაოდენობის შესახებ. ბაუკერის სიტყვებით, მსგავს შემთხვევებში გულში სტრუქტურული ცვლილებები არ უნახავთ, ამიტომ არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ პრობლემები წარმოიშვა იმ ელექტრონულ იმპულსებში, რომლებიც გულისცემას უწევს კოორდინაციას. ეს იმპულსები ცოცხალი ქსოვილის უჯრედებში იონების გადაადგილების შედეგად წარმოიშობა. ამ პროცესის დარღვევას შესაძლოა გულის ქაოსური ძგერა მოჰყვეს, რაც, თავის მხრივ, გულის გაჩერებამდე მიგვიყვანს. თუმცა ამ ყველაფრის დადგენა გარდაცვლილი ადამიანის ორგანიზმში შეუძლებელია. ამასთან, აღნიშნავს ბაუკერი, ეს შესაძლოა აისბერგის მწვერვალი იყოს. ზუსტი და გარკვეული დიაგნოზის გარეშე მოვლენის ჭეშმარიტი მასშტაბების შეფასება საკმაოდ ძნელია. ამ საშიშმა “პროგრესმა” აუცილებლად უნდა შეაშფოთოს მეცნიერებიც და პოლიტიკოსებიც. სავარაუდოდ, არსებული სტატისტიკა მეტად მძიმეა და ამიტომ საზოგადოების ყურადღებას შეგნებულად არ მიაპყრობენ ამ მოვლენას. არადა, ახალგაზრდების - რომლებიც მანამდე არაფრით ყოფილან ავად - უეცარი და აუხსნელი სიკვდილის შემთხვევათა რაოდენობა მთელ მსოფლიოში განუხრელად იმატებს. საინტერესოა, რომ უეცარი სიკვდილის სინდრომის საერთო მაჩვენებლის 90%-ს გულით უეცარი სიკვდილის შემთხვევები შეადგენს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უეცარი სიკვდილი დგება გულის კუნთში ელექტრული ან მეტაბოლური დარღვევების გამო, თუმცა ეს ვერაფერს ხსნის, რადგან არ იძლევა პასუხს მთავარ კითხვაზე - რატომ ჩერდება გულის ბიოელექტრული სტიმულაცია? მხოლოდ ორგანიზმში მიმდინარე დარღვევებისა და შეუქცევადი ცვლილებების ზუსტი მექანიზმის მკაფიოდ წარმოდგენის შემდეგ შეიძლება გადაიდგას ნაბიჯი მომდევნო უბედურების ნეიტრალიზაციისკენ. შეიძლება წარმოვადგინოთ რამდენიმე ჰიპოთეზა, რომლებიც ასე თუ ისე ხსნიან ორგანიზმში ფატალური პროცესების წარმოშობას:

1. ქიმია

სინამდვილეში ჩვენ ვცხოვრობთ არა რკინის, არა ატომურ, არამედ ქიმიურ საუკუნეში. თუ ირგვლივ დაკვირვებით მიმოვიხედავთ, ადვილად  დავრწმუნდებით, რომ თითქმის მთლიანად გარემოცულნი ვართ ხელოვნური მასალებით, დაწყებული ტანსაცმელში არსებული სინთეტიკიდან და დამთავრებული ფართო გამოყენებისთვის გამიზნული დე-ეს-პეში არსებული ეპოქსიდური ფისითა და ფენოლებით. გამონაკლისია ზოგიერთი ლითონი, თუმცა ისინიც განიცდიან გარკვეულ ცვლილებებს და მათ თანდათან ზეგამძლე პლასტმასებით ანაცვლებენ. ასეთ აგრესიულ, არაბუნებრივ ქიმიურ გარემოცვას არ შეუძლია გავლენა არ მოახდინოს უჯრედულ დონეზე მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებზე. აღნიშნულ შემთხვევაში ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ საცხოვრებელი გარემოს ბანალური მოწამვლა (იმ არსებების შემდგომი მოწამვლით, ვინც ამ გარემოში ცხოვრობს) და უფაქიზესი ბიოქიმიური პროცესების ცვლილებები. ამ უკანასკნელთა გამო ერთ არცთუ მშვენიერ მომენტში ორგანიზმის სასიცოცხლოდ აუცილებელი რეაქციები შესაძლოა სულ ოდნავ (და ეს “ოდნავ” სავსებით საკმარისია) გადაიხაროს ერთ ან მეორე მხარეს და ამით სიკვდილის წუთი მოგვიახლოოს.

2. ტალღები

თითქმის იგივე შეიძლება ითქვას პლანეტაზე არსებული ელექტრომაგნიტური მდგომარეობის შესახებ. ჩვენ უბრალოდ დავცურავთ სხვადასხვა დიაპაზონის - შორეული კავშირისთვის (წყალქვეშა ბირთვული კრეისერებისთვის) განკუთვნილი ზეგრძელი ელექტროტალღებით დაწყებული, უმძლავრესი რადარების მაღალსიხშირიანი იმპულსებით დამთავრებული - ელექტრომაგნიტური გამოსხივების ოკეანეში. უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც დედამიწა მზის სისტემაში პლანეტებს შორის  მეორე ადგილს იკავებს რადიოგამოსხივების სიმძლავრით (რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე ჩვენი მნათობია). ერთმანეთზე დადებული ელექტრომაგნიტური ტალღები ქაოსურ ინტერფერენციულ სურათს ქმნიან მკვეთრად გამოხატული ენერგეტიკული მინიმუმებით და მაქსიმუმებით. ადამიანი ხვდება მსგავს ექსტრემუმებში და მისი ელექტროფიზიოლოგია რღვევას იწყებს.

3. ეგზოტიკა

ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომის მიზეზების შესახებ საინტერესო ჰიპოთეზა გამოთქვა ერთ-ერთმა ავსტრალიელმა მეცნიერმა. თუმცაღა ზოგიერთი ექსპერტი ამ იდეას “უაზროს” უწოდებს, მეცნიერი ამტკიცებს, რომ ჩვილის სიკვდილის მიზეზი ის არის, რომ ძილის დროს იგი ნახულობს სიზმარს, სადაც ისევ დედის წიაღშია; ვინაიდან დაბადებამდე ჟანგბადი ჭიპლარის საშუალებით მიეწოდებოდა, ჩვილს “ავიწყდება” სუნთქვა და კვდება. სხვათა შორის ეს მექანიზმი გარკვეულწილად შეიძლება განივრცოს ზრდასრულ ადამიანებზეც.


4. უფოლოგია

თხუთმეტიოდე წლის წინ მომხდარ ინციდენტს ძუნწად გამოეხმაურა უცხოური პრესა. ვანდერბერგის ავიაბაზიდან საიდუმლო მიწისქვეშა საცავში გადაჰქონდათ სასიკვდილოდ საშიში ტვირთებისთვის განსაზღვრული უმაღლესი დაცვის მაგნიტური კონტეინერი. ავარიის შედეგად დაირღვა მისი ჰერმეტულობა. კონტეინერში ინახებოდა რომელიღაც არტეფაქტი, რომლის წარმოშობა და დანიშნულება უცნობია. თავისუფლება მოიპოვა სუბსტანციამ, რომელსაც ძალუძდა რეაქციაში შესულიყო ადამიანის აურასთან. ამასთან, ეს უკანასკნელი ამ სუბსტანციისთვის დონორად გვევლინება. პარაზიტის ორგანიზმში არსებობის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით ნახევარი წელია. შემდეგ ის გამრავლებას იწყებს, რის დამთავრებისთანავე მასპინძელი ორგანიზმი კვდება, გამრავლებული პარაზიტი კი ახალ სხეულში გადადის. ამგვარი შეღწევისგან თავის დაცვის საშუალება არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე მეცნიერებისთვის უცნობია. მაშინდელი მთავრობა შეეცადა, ჩაეფარცხა ინციდენტი, თუმცა გადაწყვიტა, თავისი თავისთვის ერთგვარი გასაძრომი დაეტოვებინა და ინფორმაციის დოზირებული გაჟონვა უზრუნველყო. როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, “ცივილიზებულმა საზოგადოებამ” მთავრობას გულგრილი მდუმარებით გასცა პასუხი. გეთანხმებით, ვერსია “ცოტა” არ იყოს ღიმილის მომგვრელია, თუმცა ჩვენს საუკუნეში, სადაც არცთუ ისე ცოტას უნახავს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, ამ ჰიპოთეზამაც მოიპოვა მომხრეები.

5. სპეციალისტები მხრებს იჩეჩავენ

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ადამიანთა უმრავლესობას შესაძლოა ჰქონდეს ესა თუ ის გადახრა, მაგრამ ხელს არ უშლიდეს ნორმალურ ცხოვრებაში, არ აქვეითებდეს ცხოვრების ხარისხს. კაცობრიობის ასეთ წარმომადგენლებს “პრაქტიკულად ჯანმრთელთა” კატეგორიას მიაკუთვნებენ. სწორედ ამ ჯგუფში გვხვდება ყველაზე ხშირად ფენომენი, რომელსაც მეცნიერებმა უეცარი სიკვდილი უწოდეს. ამ კატასტროფის პროგნოზირება სადღეისოდ შეუძლებელია. მას არ აქვს ის  წინასწარი ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ექიმების ყურადღებას მიიქცევს. უეცარი სიკვდილის მრავალრიცხოვანი შემთხვევის შესწავლის შემდეგ სპეციალისტებმა (თეორეტიკოსებმა) დაასკვნეს, რომ ეს ყოველთვის სისხლძარღვოვანი მიზეზების გამო ხდება, რაც საშუალებას იძლევა, ასეთი შემთხვევები სისხლძარღვოვან კატასტროფებს მივაწეროთ. თუმცა არც მთლად ასე მარტივადაა ყველაფერი... საქმეში პათოლოგანატომების ჩართვის შემდეგ ყველაფერი ისევ აირია. კერძოდ, გარდაცვლილთა გამოკვლევის (გაკვეთის) შედეგებით გულსა და სისხლძარღვებში არ გამოიკვეთა არავითარი ცვლილება და პათოლოგია, რომელიც ახსნიდა სისხლის მიმოქცევის უეცარ შეჩერებას. უეცარი სიკვდილის კიდევ ერთ თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ დროული პირველი დახმარების შემთხვევაში შესაძლებელია ასეთი ადამიანების გაცოცხლება და პრაქტიკაში ეს საკმაოდ ხშირადაც ხდება. გაცოცხლება (რეანიმაცია), ჩვეულებრივ, ხელოვნური სუნთქვითა და გულის დახურული მასაჟით ხერხდება. ზოგჯერ სისხლის მიმოქცევის აღსადგენად საკმარისია გულმკერდში - გულის მიდამოში - მუშტის დარტყმა. კლინიკის პირობებში კი რეანიმაციის სხვა საშუალებებთან ერთად ხშირად დეფიბრილატორიც გამოიყენება. პათოლოგანატომების კვალდაკვალ სისხლძარღვოვანი უეცარი სიკვდილის ჰიპოთეზის მოწინააღმდეგეებმა სპორტსმენების მაგალითი მოიშველიეს, რამაც კიდევ უფრო აურ-დაურია ყველაფერი. უეცარი სიკვდილი სპორტსმენებშიც გვხვდება. როგორც წესი, ნავარჯიშევ, ფიზიკურად საუკეთესოდ განვითარებულ ამ ადამიანებთან სამედიცინო მზრუნველობა მაღალ დონეზე დგას. ნაკლებსავარაუდოა, რომ პროფესიონალ სპორტსმენებში, რომლებმაც საკუთარი ფიზიკური ძალით წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწიეს, გულისა და სისხლძარღვების სერიოზული დაავადებების მქონე ადამიანები მოხვდნენ. კიდევ უფრო ძნელი წარმოსადგენია სისხლძარღვოვანი უკმარისობა იმ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულ ფიზიკურ დატვირთვებს იტანენ. ადამიანთა ამ კატეგორიასთან მიმართებით უეცარი სიკვდილის მიზეზებად, როგორც წესი, გადაძაბვას ან დოპინგს ასახელებენ და არა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. სტატისტიკის მიხედვით, ახალგაზრდა ადამიანებში უეცარი სიკვდილი ხშირად დაკავშირებულია გადატვირთვასთან (დაახლოებით 20%) ან ძილის დროს ხდება (30%). ძილის დროს გულის გაჩერების მაღალი სიხშირე უეცარი სიკვდილის კორონარულ (სისხლძარღვოვან) ბუნებას კატეგორიულად უარყოფს. თუ ყველა შემთხვევაში არა, უდიდეს ნაწილში მაინც. ძილის დროს გულის რიტმი ფიზიოლოგიურად იცვლება, იწყება ბრადიკარდია - გულისცემის სიხშირე წუთში 55-60 დარტყმას აღწევს. ნავარჯიშევ სპორტსმენებში ის კიდევ უფრო ნაკლებია. გარდა სპორტსმენებისა, უეცარი სიკვდილის შემთხვევები არცთუ ისე მცირე რაოდენობით გვხვდება ალკოჰოლიკებსა და ფსიქიკურად დაავადებულებში. პირველ შემთხვევაში ექიმები ამის მიზეზად ალკოჰოლის, ხოლო მეორეში ფსიქოტროპული პრეპარატების გავლენას ასახელებენ, თუმცა როგორ ხდება ეს ანუ რა მექანიზმის ამოვარდნის გამო დგება სიკვდილი, სადღეისოდ უცნობია. თითქოს გამოიკვეთა ჯგუფი, რომელშიც ასე თუ ისე ხშირია უეცარი სიკვდილის სინდრომი. ამ ჯგუფში შედიან: ადამიანები, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა ფარული დაავადებები აქვთ, რაც გარკვეულ დრომდე თავს არ იჩენს, სპორტსმენები, რომელთათვისაც ფიზიკური გადატვირთვები ცხოვრების ნაწილია და იმ ადამიანთა მრავალრიცხოვანი პოპულაცია, რომლებიც ბოროტად მოიხმარენ ალკოჰოლსა და მედიკამენტებს. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ჯგუფი, პატარა ბავშვებისა, რომლებიც არც ალკოჰოლს, არც წამლებს არ მოიხმარენ და არც ფიზიკურ გადაძაბვას განიცდიან, მაგრამ უეცარი სიკვდილი თავის მსხვერპლს, სამწუხაროდ, მათ რიგებშიც პოულობს. ამ ასაკში ეს ფენომენი ძილის დროს ხდება. გარდა ამისა, ადამიანების ძირითად ნაწილს, რომლებიც უეცარი სიკვდილით გარდაიცვალნენ, ზემოთ აღწერილი არც ერთი რისკფაქტორი არასდროს ჰქონია. რატომ ხდება ასე? ამ კითხვის პასუხად მეცნიერები დღემდე, სამწუხაროდ, მხოლოდ მხრებს იჩეჩენ.