როგორ მოვიგერიოთ ბრონქოსპაზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვიგერიოთ ბრონქოსპაზმი

მცენარეთა ნაყენები და ნახარშები, ჩვეულებრივ, კურსობრივად გამოიყენება, საშუალოდ 4-6 კვირის განმავლობაში. სასურველია, ეს პერიოდი დაემთხვეს გაზაფხულსა და შემოდგომას - წლის იმ პერიოდებს, როცა დაავადებების გამწვავება იწყება. თუ ექიმმა მიიჩნია, რომ გამწვავებული პროცესის მკურნალობა მხოლოდ მედიკამენტებით ჯობს, მცენარეული საშუალებები შეგიძლიათ მიიღოთ გამწვავების ჩაცხრობის შემდგომ, მიღებული შედეგის გასამყარებლად, ან ჩაიტაროთ რემისიის პერიოდში, როცა დაავადება მიძინებულია და მწვავე ფორმით არ ვლინდება.

შეტევის დროს

ბრონქოსპაზმით გამოწვეული შეტევისას, ვიდრე რამეს იღონდებდეთ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ავადმყოფს გახადოთ მჭიდრო, მოტმასნილი სამოსი (თუ ასეთი აცვია), გამოაღოთ სარკმელი და მისცეთ საშუალება, სუფთა ჰაერით ისუნთქოს. ხელის მტევნები და ტერფები ჩააყოფინეთ ცხელ წყალში. მოუშილიფეთ გულმკერდი და გულის არე თბილ წყალში დასველებული რბილი ქსოვილით დაუზილეთ. კარგია სხეულის ზედა ნაწილის - თავის, ზურგისა და გულმკერდის - მასაჟი. მასაჟის დროს ხელი უნდა მოძრაობდეს ზევიდან ქვევით. მასაჟის დროს ხელზე შეიძლება წაისვათ რაიმე ნეიტრალური კრემი ან მალამო. სასურველია ბავშვის კრემი, რომელსაც მკვეთრი სუნი არ აქვს.

ამოსახველებელი საშუალებები

ამოხველებას ბრონქოსპაზმის დროს შვება მოაქვს, ამიტომ იმ ფიტოთერაპიულ საშუალებებს შორის, რომლებსაც ამ პათოლოგიის საწინააღმდეგოდ იყენებენ, ამოსახველებელ საშუალებებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ნახველს კარგად ათხელებს და ამოხველებას აადვილებს ანისული. 1-2 ჩაის კოვზ ნაყოფს დაასხით 200 მლ მდუღარე და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კარგია ევკალიპტის ფოთლის ნახარშიც: 10 გრამ (2 სადილის კოვზ) ნედლეულს დაასხით 200 მლ მდუღარე და მიიღეთ თბილი, 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ. განსაკუთრებული თვისებები აქვს ხარისჩლიქას. მისი ფესვის ნაყენის მოსამზადებლად 20 გრამ ნედლეულს დაასხით 200 მლ სპირტი. მიიღეთ 15-25 წვეთი დღეში 3-4-ჯერ. გაითვალისწინეთ: ხარისჩლიქა შხამიანი მცენარეა, ამიტომ მისი მომზადებისა და მიღებისას უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე და მკაცრად დაიცვათ დაწესებული დოზა! ხარისჩლიქას მიღება აკრძალულია ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, სტენოკარდიის, და ორსულობის დროს. ამოხველებაში დაგეხმარებათ ძირტკბილას ფესვის ნაყენიც: 2 სადილის კოვზ ნედლეულს უნდა დაასხათ 400 მლ მდუღარე, დააყენოთ 2 საათით, გაწუროთ და მიიღოთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში  4-ჯერ, ჭამამდე.

ინჰალაციები

ინჰალაციები ერთსა და იმავე დროს ნახველის გათხელებასაც უწყობს ხელს და ბრონქის კედლის გლუვკუნთოვან გარსსაც ადუნებს.

1. შეტევისას მოხარშეთ კარტოფილი, გაფცქვენით, რბილობი შეაჭამეთ პაციენტს, ცხელ-ცხელი ნახარში (ნაფცქვენითურთ) კი სახესთან მიუტანეთ, გადააფარეთ თავზე პირსახოცი და ასუნთქეთ ცხელი ორთქლი. პერიოდულად შეასვენეთ და ამ შუალედებში ასვით წითელი მოცვის ცხელი ჩაი. როგორც კი შვებას იგრძნობს, ჩააწვინეთ საწოლში და კარგად ჩაათბუნეთ. ამ საშუალების რამდენიმეჯერ გამოყენების შემდეგ ბრონქოსპაზმი საგრძნობლად გაიშვიათდება. შედარებით სუსტი სპაზმის დროს მხოლოდ მოცვის ჩაიც იკმარებს.

2. არანაკლებ სასარგებლოა გვირილისა და ევკალიპტის ფოთლის ინჰალაციები. 1 ჩაის კოვზ სააფთიაქო გვირილას გამომშრალ ყვავილს და 2 ჩაის კოვზ ევკალიპტის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 0,5 ჭიქა წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ნახარში გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, შემდგომ მკვრივი ქაღალდისგან გააკეთეთ გრძელი კონუსი და მისი საშუალებით ავადმყოფს პირდაპირ ცეცხლზე მდგარი ნახარშის ორთქლი ასუნთქეთ. ერთი პროცედურის დროს საკმარისია 80 ღრმა შესუნთქვა ცხვირით.


კვების რაციონი

აუცილებელია კვების რაციონის გადახედვაც. იგი უნდა გაამდიდროთ რძის ნაწარმით. განსაკუთრებით კარგია რძის შრატი. გამწვავებისას იკრძალება ხორცი. აუცილებელია ვეგეტარიანული ტიპის კვება. იმავე დროს თავი უნდა არიდოთ მღელვარებას და ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, გადაძაბვას, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს.

ჭინჭარს შეგიძლიათ ენდოთ

კარგია ჭინჭრის ფოთლების ნახარშის ყოველდღიური მიღებაც. მის მოსამზადებლად ერთ სავსე ჭიქა ჭინჭრის მშრალ ფოთოლს უნდა დაასხათ 1 ჭიქა ცხელი წყალი და მომინანქრებულ ჭურჭელში წამოადუღოთ. უნდა სვათ ყოველდღე. გარდა ამისა, შეგიძლიათ მოაგროვოთ ჭინჭარი და ღეროებითურთ გაახმოთ. გამომშრალი ნედლეული სიგარეტივით გაახვიეთ ქაღალდში და მოაწევინეთ ავადმყოფს პრონქოსპაზმის დროს. ნახველი გაცილებით ადვილად ამოსახველებელი გახდება, სუნთქვა მოწესრიგდება და გაადვილდება.

ბალზამი ასთმიანებისთვის

ნახევარ ლიტრ მშრალ წითელ ღვინოს დაუმატეთ 300-350 გრამი თაფლი, 250 გრამი ხორცსაკეპში გატარებული ალოე და ერთი კვირის განმავლობაში შეინახეთ მაცივარში. ამ ხნის შემდეგ მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ. 1 ლიტრ წითელ მშრალ ღვინოს დაუმატეთ 80-100 ვარდის ფურცელი, 400 გრამი წვრილად გახეხილი გოგრა, 3 სადილის კოვზი თაფლი და 5-7 მრავალძარღვას ფოთოლი. ეს ყველაფერი შედგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. დადგით 24 საათი, მიიღეთ დღეში 3-ჯერ სადილის კოვზით.

ნივრის ზეთი

ნივრის 10 მოზრდილი კბილი გახეხეთ წვრილად და დაუმატეთ 200 გრამი ნაღების კარაქი. შეგიძლიათ, ცოტაოდენი მარილიც მოაყაროთ. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიირთვით ჩვეულებრივ პურზე თხლად წასმული, როცა ამის სურვილი გექნებათ ან დაუმატეთ სალათს. 5 ცალი ლიმონი დაჭერით, კურკები გამოაცალეთ და ქერქიანად გაატარეთ ხორცსაკეპში. დაუმატეთ 3 თავი დაჭყლეტილი ან გახეხილი ნიორი და დაასხით 1 ლიტრი ანადუღარი, ოთახის ტემპერატურამდე გაცივებული წყალი. დადგით ბნელ, ცივ ადგილას 5 დღით. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 5-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

მუხის მტვერი

როგორც კი მუხა აყვავდება, დილაადრიან, მზის ამოსვლამდე, მოაგროვეთ მისი მტვერი. მოაგროვეთ 3-4 ჭიქა, რომ მთელი წელი გეყოთ ნაყენის მოსამზადებლად. ერთი ულუფა წამალი კი ასე მზადდება: 1 ჭიქა მტვერს უნდა დაასხათ 0,5 ლიტრი არაყი ან 60%-იანი სპირტი, დადგათ სიბნელეში 20 დღით, მერე კი გაფილტროთ. უნდა მიიღოთ თითო ჩაის კოვზი დილა-საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე. სვამთ 10 დღე, ერთი კვირა ისვენებთ, შემდგომ კი ისევ სვამთ. ასე აგრძელებთ 5-6 თვე, თუ ეს თქვენთვის თვისობრივად მისაღებია, ამ ხნის განმავლობაში ბრონქოსპაზმმა თავი აღარAუნდა შეგახსენოთ. ბრონქოსპაზმის დროს, მრავალი სხვა პათოლოგიისგან განსხვავებით, ხალხური საშუალებების გამოყენებისას ყველაზე მეტად არის გასათვალისწინებელი საშუალებათა ინდივიდუალიზაცია. დაავადების ტალღისმიერი მიმდინარეობა ადამიანს საშუალებას აძლევს, ემპირიულად (ცდის საფუძველზე, თერაპიული ეფექტის მიხედვით) შეარჩიოს მისთვის ყველაზე მეტად მისაღები საშუალება.