მუცლის ტკივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მუცლის ტკივილი

1. ხომ არ არის მუცლის ტკივილი ძლიერი, შემაწუხებელი, ჭვალის ტიპისა?

თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მე-7 შეკითხვაზე. თუ პასუხი დადებითია, გადადით მომდევნოზე.

2. ხომ არ ბრძანდებით ორსულად ან ხომ არ ეჭვობთ, რომ ორსულად ხართ?

თუ პასუხი დადებითია, არ არის გამორიცხული საშვილოსნოსგარე ორსულობის შეწყვეტა ან ორსულობის შეწყვეტა ანუ აბორტი. სასწრაფოდ უნდა მიმართოთ გინეკოლოგიურ სტაციონარს თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო შეკითხვაზე.

3. ხომ არ უჩივით:

  • მუცლის დაჭიმვას;
  • სისხლიან ან კუპრისმაგვარ განავალს;
  • სისხლიან ღებინებას;
  • ცხელებას?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა ამის მიზეზი იყოს:

  • აპენდიციტი ანუ ჭიანაწლავის ანთება;
  • ნაწლავური ინფექცია;
  • ნაწლავებიდან სისხლდენა;
  • წყლულის ან დივერტიკულის პერფორაცია (გახვრეტა);
  • პანკრეატიტი ან
  • ნაწლავთა გაუვალობა.

აუცილებელია პაციენტის სასწრაფო გადაყვანა ქირურგიულ სტაციონარში. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო შეკითხვაზე.

4. ხომ არ იწყება ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გულის კოვზთან ან მარჯვენა ფერდქვეშ და ხომ არ გადაეცემა მარჯვენა ბეჭში, ხომ არ იწვევს მის პროვოცირებას ცხიმიანი საკვების მიღება?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა გქონდეთ ნაღვლის ბუშტის კენჭები და მწვავე ქოლეცისტიტი. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო შეკითხვაზე.

5. ხომ არ გადაეცემა ტკივილი წელისკენ და შემდეგ სასქესო ორგანოებისკენ ხომ არ გადაინაცვლებს?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა მიზეზი თირკმლის კენჭი ან თირკმლის სიმსივნე იყოს. თუ ასეთ ტკივილს ერთვის ტემპერატურის მომატება, შესაძლოა პაციენტს თირკმლის ან შარდის ბუშტის ინფექცია ჰქონდეს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო შეკითხვაზე.

6. ხომ არ არის ტკივილი ლოკალიზებული მუცლის ქვედა მარცხენა ნაწილში და ხომ არ ახლავს თან სისხლიანი ან ლორწოიანი განავლის გამოყოფა?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა პაციენტს წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება - ნაწლავთა ანთებითი დაავადება ჰქონდეს. აუცილებელია ექიმთან მისვლა. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო შეკითხვაზე.

7. ხომ არ გაქვთ ზომიერი ტკივილი ან წვა მუცლის ზედა ნაწილში?

თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მე-11 შეკითხვაზე. თუ პასუხი დადებითია, გადადით შემდეგ შეკითხვაზე.

8. ხომ არ გაქვთ წყლისებრი ფაღარათი, ცხელება, კუნთების ტკივილი, ოფლიანობა, გულისრევა ან ღებინება?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა ეს ვირუსული გასტროენტერიტი იყოს. უნდა მიიღოთ სითხის შემავსებელი ხსნარი, რომლის მოსამზადებელ ფხვნილსაც აფთიაქში შეიძენთ. ტემპერატურის დასაწევად შეგიძლიათ მიიღოთ ასპირინი. თუ სიმპტომებმა ორ დღეზე მეტხანს გასტანა ან განავალში შეინიშნება ლორწო ან სისხლი, მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო შეკითხვაზე.

9. გაიშვიათებული ხომ არ გაქვთ ნაწლავების მოქმედება ან ხომ არ გიწევთ ზედმეტი დაძაბვა ნაწლავთა მოქმედებისას?

თუ პასუხი დადებითია, დისკომფორტის მიზეზი შესაძლოა ყაბზობა იყოს. ეცადეთ, მიიღოთ ბოჭკოთი მდიდარი საკვები, სათანადო რაოდენობის სითხე. თუ ყაბზობამ არ გაიარა, მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო შეკითხვაზე.

10. ხომ არ მოიცავს ტკივილი ან წვის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილს, ქრება ან მცირდება ჭამის შემდეგ?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა მიზეზი გასტრიტი ან წყლული იყოს. შეგიძლიათ მიიღოთ სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატები. თუ ეს უშედეგო აღმოჩნდა, მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო შეკითხვაზე.

11. ხომ არ ბრძანდებით ქალბატონი და ხომ არ ერთვის მუცლის ქვედა ნაწილში ლოკალიზებულ ტკივილს გამონადენი საშოდან?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა მიზეზი გინეკოლოგიური ანთებითი დაავადება იყოს. აუცილებელია გინეკოლოგთან მისვლა. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო შეკითხვაზე.

12. ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში ხომ არ არის ლოკალიზებული, ხომ არ ერთვის წვა შარდვისას?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა გქონდეთ ცისტიტი - შარდის ბუშტის ანთება. აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თუ ტკივილი არ მცირდება, მიმართეთ ექიმს. თუ მიგაჩნიათ, რომ პრობლემა სერიოზულია, ექიმს დაუყოვნებლივ დაუკავშირდით.