მწვავე გლოსიტი - გლოსიტი ანუ ენის ანთება - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
მწვავე გლოსიტი - გლოსიტი ანუ ენის ანთება
მწვავე გლოსიტი - გლოსიტი ანუ ენის ანთება
გლოსიტი ენის (უმთავრესად ლორწოვანი გარსის) ანთებაა.
ის, უმეტესად, რომელიმე სხვა დაავადებას მოჰყვება. თუმცა დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს (სახელდობრ, ტრამვის გამო. ასეთ დროს პროცესში ლორწოვანი გარსის გარდა, კუნთოვანი შრეც ერთვება).

მიმდინარეობის მიხედვით გლოსიტი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. მწვავე გლოსიტი ხასიათდება ენის ტკივილით, შეშუპებითა და სიწითლით (ჰიპერემიით).

გლოსიტის ზედაპირული ფორმები, ჩვეულებრივ, მეზობელი უბნების ანთების (ანგინის, სტომატიტის, გინგივიტის) გავრცელების შედეგია.

გინგივიტი ღრძილების, პაროდონტიტი კი პაროდონტის - კბილის მიმდებარე ქსოვილის ანთებაა. ძალიან ხშირად ღრძილების ანთების სხვადასხვა ფორმა (კატარული, წყლულოვანი, ჰიპერტროფიული და სხვა) დასაბამს აძლევს
არა მხოლოდ გლოსიტს, არამედ სასისა და ხახის ანთებას და ზემო სასუნთქ გზებზე ინფექციის გავრცელებითაც რთულდება.

ანთებითი პროცესის ხელშემწყობ ფაქტორად იმუნიტეტის დაქვეითება (სისუსტე) მიიჩნევა, რაც, თავის მხრივ, პირის ღრუს ადგილობრივ იმუნურ ძალებსაც აქვეითებს და მიკრობთა პათოგენური თვისებების გამოვლენას ეხმარება. ანთებითი პროცესი უხშირესად სწორედ ღრძილებიდან იწყება და
სწრაფად პროგრესირებს. ავადმყოფს აწუხებს ტკივილი, უმადობა, ყლაპვის გაძნელება, ყბისქვეშა ლიმფური კვანძების გადიდება, ტემპერატურის მომატება, ამ დროს ღრძილებზე მსუბუქი შეხებაც კი სისხლდენას იწვევს. ანთებითი პროცესი ღრძილებიდან ზოგჯერ ენის ლორწოვან გარსზე ვრცელდება და გლოსიტის განვითარებას იწვევს.

შედარებით იშვიათად ენის ანთება ინფექციური დაავადებების (გრიპის, ტიფის, წითელას, ჩუტყვავილას) თანმდევია. ასეთ შემთხვევაში ენა წითლდება, შუპდება და ნადებით იფარება.

ზოგჯერ ანთებითი პროცესი ღრმად იჭრება ენის სისქეში და აბსცესს (შემოფარგლულ ჩირქოვან ანთებას) ან ფლეგმონას (შედარებით გავრცობილ მწვავე ჩირქოვან ანთებას) აძლევს დასაბამს.

განსაკუთრებით მძიმეა ე.წ. დესქვამაციური გლოსიტი, როდესაც ეპითელური შრის ჩამოფცქვნა (დესქვამაცია) და რეგენერაცია (განახლება) ენის სხვადასხვა უბანზე სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს: ზოგან შეწყვეტილია, ზოგან კი ინტენსიურად მიმდინარეობს. გაძლიერებულმა ჩამოფცქვნამ შეიძლება ეროზიების წარმოქმნა და ენის დაწყლულებაც კი გამოიწვიოს. ამ პროცესს ახლავს ტკივილისა და წვის შეგრძნება, განსაკუთრებით - მარილიანი, მჟავე და მწარე საკვების მიღებისას. თუკი გლოსიტი რომელიმე დაავადებასთანაა შეუღლებული, მისი იზოლირებული მკურნალობა უშედეგო იქნება. კომპლექსური მკურნალობა, უპირველესად, ძირითადი სნეულების აღმოფხვრას უნდა გულისხმობდეს.

სპეციფიკურ ღონისძიებებს (ისევე, როგორც გინგივიტის, სტომატიტისა და პირის ღრუს სხვა პათოლოგიების დროს) სპეციალისტი ნიშნავს. პაციენტი ასეთ დროს უნდა ერიდოს უხეშ და ცხარე საკვებს, ხშირად ივლოს სოდიანი ხსნარი, გვირილისა და სალბის ნაყენები. აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა ანტიბიოტიკებითა და სულფანილამიდური პრეპარატებით, ოღონდ, უთუოდ მიკრობთა მგრძნობელობის განსაზღვრის შემდეგ. კომპლექსურ მკურნალობას (იმუნომაკორეგირებელი, მასტიმულირებელი პრეპარატებითა და ვიტამინოთერაპიით) ექიმი სპეციალისტი პაციენტს მისი მდგომარეობისა და დაავადების ფორმის მიხედვით უნიშნავს.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ბრიტანელს, რომელიც პენისის გარეშე დაიბადა, ჩაუნერგეს სასქესო ასოს ბიონიკური პროთეზი. მანჩესტერის
18-09-2018
საქართველოს ნაკრების მეკარის, ნუკრი რევიშვილისა და მოდელის, თიკო ჩხეიძის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა.
16-08-2018
თბილისში სოსისის, სარდელის, "სუჯუკის" და სხვა ძეხვეულის ფალსიფიცირების ფაქტები გამოვლინდა, ამოღებულია
25-06-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ხველა ერთ-ერთი საყურადღებო სიმპტომია, რადგანაც ის მეტად სერიოზული და ხშირად საშიში პათოლოგიების განვითარების მანიშნებელია.
ჭარბი ცხიმი უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ზრდის სიმსივნური პათოლოგიის, შაქრიანი დიაბეტის, გულისა და
ავადობის გარდა, არსებობს ბევრი ფარული მიზეზი, რომელიც შეუმჩნევლად გვართმევს სიცოცხლის ძალებს.
გრონინგენის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის საფუძველზეც
იმუნური სისტემის დარღვევას სხვადასხვა დაავადების გამოწვევა შეუძლია.

ხვრინვა მეტად აქტუალური სამედიცინო პრობლემაა, რადგან ძილის დროს ყოველი მეოთხე მამაკაცი და ყოველი მეექვსე ქალი ხვრინავს.
03 ოქტომბერი 2016
კომში ვაშლის შორეული ნათესავია. მას სინათლე და სითბო უყვარს, ამიტომ ძირითადად თბილ ქვეყნებში
05 თებერვალი 2018
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
დიუკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა რამდენიმეწლიანი კვლევის საფუძველზე ანტიბიოტიკებისადმი გამძლე
ოქსფორდისა და ათენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარკვეულმა გენეტიკურმა ცვლილებებმა