იმუნიტეტის დარღვევის სინდრომი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
იმუნიტეტის დარღვევის სინდრომი
იმუნიტეტის დარღვევის სინდრომი
იმუნური სისტემის დარღვევას სხვადასხვა დაავადების გამოწვევა შეუძლია.


იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება იწვევს ინფიცირებას ადაავადების სხვა ნიშნებს. შეიძლება განვითარდეს აუტოაგრესიის (ორგანიზმის საკუთარი უჯრედების წინააღმდეგ მიმართული) რეაქციაც, ალერგიზაცია.

იმუნიტეტის დარღვევის სინდრომი იყოფა პირველადად (თანდაყოლილი) და მეორეულად (შეძენილი). ეს მდგომარეობა ვლინდება იმუნური უჯრედების სწორი დიფერენცირებისა და მომწიფების დარღვევით ამათი ფუნქციის დაქვეითებით. დარღვევა შეიძლება შეეხოს იმუნიტეტის ტიპურ (Т და B ლიმფოციტების რეაქცია გარკვეულ აგენტებზე) და არატიპურ (ფაგოციტოზი, კომპლემენტის შემადგენლობა და სხვა) მექანიზმს.

იმუნიტეტის დეფექტები ხშირად გენეტიკურადაა განპირობებული, თუმცა შეიძლება გაჩნდეს მუცლად ყოფნის პერიოდში -
ვირუსებით (წითურა, ციტომეგალია), ბაქტერიებით აუმარტივესებით (ტოქსოპლაზმოზი) დასნებოვნების შედეგად.

იმუნიტეტის დარღვევის სინდრომი ყველაზე ხშირად ვლინდება ცხოვრების პირველსავე თვეებში, მძიმე შემთხვევაში ადრეული ბავშვობის ასაკში იწვევს სიკვდილს მძიმე ინფიცირების მიზეზით.

განმეორებითი ინფიცირება იმუნიტეტის დარღვევის ძირითადი ნიშანია. უპირატესად აღინიშნება სასუნთქი ორგანოების დაავადებები (ფილტვების, ბრონქების, ცხვირის დანამატი ღრუების, ყურის ანთება),
რომელიც მიმდინარეობს ხანგრძლივად, ნელა, შეიძლება განვითარდეს ბრონქოექტაზიები აპნევმოსკლეროზი.

იმუნიტეტის დარღვევაზე შეიძლება მეტყველებდეს კანის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის (ფაღარათი, ჭიები), ნერვული სისტემის (ტვინის გარსებისა და ტვინის ანთება) დაავადებები აინფიცირება. შეიძლება აღინიშნებოდეს სახსრების ანთება, ალერგიული ცვლილებები და კანზე სისხლჩაქცევები, ჰემატოლოგიური ცვლილებები.

ლორწოვანი გარსების შეუპოვარი რძიანა, აცრებზე ძლიერი რეაქცია, ვირუსული დაავადებების შემდეგ მძიმე გართულებები შეიძლება იყოს იმუნიტეტის მექანიზმების დარღვევის შედეგიც. დარღვეული იმუნიტეტის მქონე ბავშვებთაგანმეორებითი ინფიცირება ხშირად გამოწვეულია ისეთი მიკრობებით, რომლებიც ნორმალური იმუნური სისტემის დროს დაავადებას არ იწვევს.

იმუნიტეტის დარღვევებზე შეიძლება ეჭვის მიტანა, თუ აღინიშნება:

  • მუცლის მოშლა, ნაადრევი მშობიარობა;
  • ორსულობის დროს გართულებები, ბავშვის თანდაყოლილი ჰიპოტროფია, დღენაკლულობა;
  • ორსულობისას დედის მიერ გადატანილი დაავადებები (წითურა, ტოქსოპლაზმოზი, ციტომეგალია და სხვა);
  • განმეორებითი ინფიცირება;
  • ახლო ნათესავებში აუტოიმუნური დაავადებები;
  • იმუნოგლობულინების იმუნოდეფიციტი;
  • ახლო და შორეულ ნათესავებთასისხლში ლიმფოციტების რაოდენობის დაქვეითება კლინიკური ნიშნების გამოვლენის გარეშე;
  • ნუშურა ჯირკვლების ანუ ადენოიდების ამოჭრა;
  • დასხივება;
  • იმუნიტეტის დამაქვეითებელი პრეპარატებით მკურნალობა.


დიაგნოსტიკა და მკურნალობა


იმუნური დარღვევების სინდრომის დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები მოითხოვს სპეციალიზებულ ლაბორატორიებში რთულ კომპლექსურ კვლევებს.

ანტისხეულების ნაკლებობისას ნაჩვენებია გამა-გლობულინის აპლაზმის შეყვანა. უჯრედული იმუნიტეტის დარღვევა გამოწვეულია თიმუსის (მკერდუკანა ჯირკვლის) განუვითარებლობით, ამიტომ ტარდება ჩანაცვლებითი თერაპია (თიმუსის ჰორმოთიმოზინით მკურნალობა).

თუ დეფექტი დედის ძვლის ტვინის უჯრედებს ეხება, შესაძლებელია მისი გადანერგვა.

აივ-ინფიცირებულების მკურნალობა მიმართულია დასნებოვნების შემდეგ განვითარებული დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისკენ. მიმდინარეობს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა. ამას გარდა, არსებობს პრეპარატები, რომლებიც ამუხრუჭებს უკუტრანსკრიპტაზის ფერმენტის აქტივობას, ასეთი პრეპარატებია: რიბოვირინი, Aძთ (რებროვირი, ზიდოვირინი).
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჭარბი ცხიმი უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ზრდის სიმსივნური პათოლოგიის, შაქრიანი დიაბეტის, გულისა და
ავადობის გარდა, არსებობს ბევრი ფარული მიზეზი, რომელიც შეუმჩნევლად გვართმევს სიცოცხლის ძალებს.
გრონინგენის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის საფუძველზეც
გლოსიტი ენის (უმთავრესად ლორწოვანი გარსის) ანთებაა.
ხვრინვა მეტად აქტუალური სამედიცინო პრობლემაა, რადგან ძილის დროს ყოველი მეოთხე მამაკაცი და ყოველი მეექვსე ქალი ხვრინავს.
ნიქტურია ღამის შარდვის იმ დონემდე გახშირებაა, რომ ღამით გამოყოფილი შარდის მოცულობა დღისით გამოყოფილისას აჭარბებს.
20 აგვისტო 2018
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
20 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ხილ-კენკროვნები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთი
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868