სინდრომი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
სინდრომი
კლეპტომანიას ვარსკვლავურ დაავადებასაც უწოდებენ. ეს იმიტომ, რომ იგი ჰოლივუდის სახელმოხვეჭილი მსახიობების ერთგვარ პროფესიულ დაავადებად იქცა. მსოფლიოში კლეპტომანიით 10 ათასიდან ერთი თუ ავადდება, ხოლო ამერიკული კინოს ვარსკვლავებს შორის თითქმის ყოველი მესამე იტანჯება ამ დაავადებით. ხშირად შეუმჩნევიათ, რომ ლეონარდო დიკაპრიო სუპერმარკეტიდან თხილს ეზიდება, უმა თურმანი ფანქრებს იპარავს, ვაინონა რაიდერი კი წაპნის ყველაფერს, რაც მოხვდება. ერთხელ ის ნაპარავი ნივთებით ხელში დააკავეს და 5560 დოლარის ღირებულების ტანსაცმელი და აქსესუარები ჩამოართვეს.
მყავს 25 წლის ვაჟი. დიდი მჭამელი არ არის. მიუხედავად ამისა, სულ რაღაც დისკომფორტი აქვს მუცელში. რამდენჯერმე მყავდა გამოკვლევებზე. სერიოზული დაავადება ვერ დაუდგინეს. იქნებ ხალხური მედიცინიდან მირჩიოთ რამე? მუცელში, კერძოდ, კუჭსა და ნაწლავებში აღმოცენებული დისკომფორტის ყველაზე გავრცელებული და ხშირი მიზეზი არასწორი კვებაა. არასწორი კვება, თავის მხრივ, შესაძლოა განპირობებული იყოს მავნე ჩვევებით, რომლებიც კვების კულტურას უკავშირდება. ზოგი დილაობით არ საუზმობს, სამაგიეროდ, დღის მეორე ნახევარში ინაზღაურებს გამოტოვებულ ულუფას, მოშიებული ზომაზე მეტს მიირთმევს დასანაყრებლად. ბევრს სადილობა ტელევიზორის ყურებისას უყვარს.
ბრონქოსპაზმით და მისი თანამდევი მოხრჩობის შეგრძნებით მიმდინარე პათოლოგიები უკანასკნელ ხანს, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, საკმაოდ გახშირდა. ასეთმა შეტევებმა უფრო და უფრო იმატა მოზრდილებშიც და ბავშვებშიც. ბრონქოსპაზმს დიდი ხანია წარმატებით მკურნალობენ ხალხური მეთოდებით, თუმცა ამჟამად მიიჩნევა, რომ სამკურნალო საშუალების თვითნებური შერჩევა არ შეიძლება - ექიმის მეთვალყურეობის გარეშე მისი გამოყენება შესაძლოა არათუ უეფექტო აღმოჩნდეს, არამედ პროცესის პროგრესირებაც კი გამოიწვიოს. მკურნალ ექიმთან შეთანხმებით კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ფიტოთერაპიული საშუალებები, რომლებიც აიშვიათებს ბრონქოსპაზმს და საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ მედიკამენტების დოზა, რაც ორგანიზმს განტვირთვის საშუალებას მისცემს. ბრონქოსპაზმის საწინააღმდეგოდ გამოიყენება ისეთი მცენარეები და მათი კომბინაციები, რომლებსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი და ბრონქების გამაფართოებელი უნარი, რადგან სწორედ ბრონქის სანათურის შევიწროება განაპირობებს სპაზმს.
გულძმარვა არის წვის, მჟავე წვენის ამოტყორცნის შემაწუხებელი შეგრძნება, რომელიც მკერდის ძვლის უკან წარმოიშობა. დადგენილია, რომ გულძმარვის მიზეზია საყლაპავის გაღიზიანება კუჭის მჟავა შიგთავსით. მოგეხსენებათ, კუჭში განუწყვეტლივ გამომუშავდება მჟავა რეაქციის წვენი. სიმძიმის ძალის წყალობით ის თორმეტგოჯა ნაწლავისკენ მიემართება. კუჭის შიგთავსის უკუამოტყორცნას ხელს უშლის საყლაპავის ქვედა ნაწილში, მისი კუჭში გადასვლის ადგილას არსებული კუნთოვანი მომჭერი - სფინქტერი. საყლაპავიდან კუჭისკენ საკვების გადაადგილებისას სფინქტერი იღება, მერე კი იხურება. თუ სფინქტერის ტონუსი დაქვეითდა, ის სათანადოდ ვეღარ იხურება ან დროდადრო თავისთავად იღება, კუჭის შიგთავსი კი უკან, საყლაპავში ადის.
ნაჩვენებია მე-10 გვერ 16 - დან
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით