რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
სინდრომი
ეპიტაქსისი, ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის დაავადების სიმპტომიც შეიძლება იყოს და სხვა ორგანოსიც. ზოგჯერ ცხვირიდან სისხლი ჯანმრთელ ადამიანებსაც სდით. ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება გამოიწვიოს: * ტრავმამ;* ცხვირისა და ცხვირის ახლომდებარე წიაღების დაავადებებმა (მაგალითად, რინიტმა - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებამ, ჰაიმორიტმა - ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთებამ);* ზოგიერთმა მედიკამენტმა;* სისხლის პათოლოგიებმა და სხვა. ცხვირიდან ძლიერი, შეუპოვარი სისხლდენის დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. სპეციალისტი დაადგენს მიზეზს და სათანადო მკურნალობას დანიშნავს.
დღეს პაციენტთა უმრავლესობამ იცის, რომ გულის იშემიური დაავადება ზოგჯერ მუცლის ზედა ნაწილში, ეპიგასტრიუმში, ლოკალიზებული ტკივილით ვლინდება, მაგრამ, მკითხველთა ინტერესის გათვალისწინებით, მაინც შეგახსენებთ იმ შემთხვევებს, როდესაც მუცლის ტკივილის მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია. მიოკარდიუმის ინფარქტიგულის კუნთის ინფარქტი ყოველთვის არ ვლინდება მკერდის ძვლის უკან ლოკალიზებული ტკივილით. დაავადების ამ კლასიკური გამოვლინების გვერდით საკმაოდ ხშირად გვხვდება ინფარქტის ეგრეთ წოდებული აბდომინური (მუცლის) ფორმა. ის უმეტესად დიაფრაგმული ინფარქტის დროს ვითარდება.
ძვლების ტკივილი და მტვრევის შეგრძნება, ოსალგია, ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა, ადამიანი ნერვულ აშლილობამდეც კი მიიყვანოს. ეს პრობლემა ბევრისთვის არის ნაცნობი. ძვლების ტკივილი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული - ინფექციით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, ძვლების ავასკულური ნეკროზით, იუვენილური (საყმაწვილო) ეპიფიზეოლიზით, ალერგიით და სხვა. დღეს ძვლებისა და სახსრების პათოლოგიები რევმატულ დაავადებათა ერთ დიდ ჯგუფშია გაერთიანებული. ეს უკანასკნელი ასზე მეტ ნოზოლოგიურ ფორმას მოიცავს. მასში განარჩევენ ანთებითი და დისტროფიული ხასიათის დაავადებებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების შესახებ არაერთხელ დაგვიწერია, მკითხველთა ინტერესი ამილოიდოზის მიმართ კვლავაც დიდია, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ თემას ერთხელ კიდევ დავბრუნებოდით. ამილოიდოზი არის კლინიკური მდგომარეობა, რომლის დროსაც უჯრედებსა და უჯრე-დგარე სივრცეში ლაგდება უხსნელი ანომალიური ცილის  ამილოიდის ფიბრილები. ეს პროცესი ქსოვილთა და ორგანოთა ჯანსაღ ფუნქციობას არღვევს. ცილები, რომლებიც ამილოიდის ფიბრილებს ქმნიან, ზომით, ფუნქციით, ამინმჟავათა თანამიმდევრობითა და აგებულ-ებით ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ საბოლოოდ ქმნიან უხსნელ აგრეგატებს, რომლებიც სტრუქტურითა და ფუნქციებით მსგავსია.
კლეპტომანიას ვარსკვლავურ დაავადებასაც უწოდებენ. ეს იმიტომ, რომ იგი ჰოლივუდის სახელმოხვეჭილი მსახიობების ერთგვარ პროფესიულ დაავადებად იქცა. მსოფლიოში კლეპტომანიით 10 ათასიდან ერთი თუ ავადდება, ხოლო ამერიკული კინოს ვარსკვლავებს შორის თითქმის ყოველი მესამე იტანჯება ამ დაავადებით. ხშირად შეუმჩნევიათ, რომ ლეონარდო დიკაპრიო სუპერმარკეტიდან თხილს ეზიდება, უმა თურმანი ფანქრებს იპარავს, ვაინონა რაიდერი კი წაპნის ყველაფერს, რაც მოხვდება. ერთხელ ის ნაპარავი ნივთებით ხელში დააკავეს და 5560 დოლარის ღირებულების ტანსაცმელი და აქსესუარები ჩამოართვეს.
მყავს 25 წლის ვაჟი. დიდი მჭამელი არ არის. მიუხედავად ამისა, სულ რაღაც დისკომფორტი აქვს მუცელში. რამდენჯერმე მყავდა გამოკვლევებზე. სერიოზული დაავადება ვერ დაუდგინეს. იქნებ ხალხური მედიცინიდან მირჩიოთ რამე? მუცელში, კერძოდ, კუჭსა და ნაწლავებში აღმოცენებული დისკომფორტის ყველაზე გავრცელებული და ხშირი მიზეზი არასწორი კვებაა. არასწორი კვება, თავის მხრივ, შესაძლოა განპირობებული იყოს მავნე ჩვევებით, რომლებიც კვების კულტურას უკავშირდება. ზოგი დილაობით არ საუზმობს, სამაგიეროდ, დღის მეორე ნახევარში ინაზღაურებს გამოტოვებულ ულუფას, მოშიებული ზომაზე მეტს მიირთმევს დასანაყრებლად. ბევრს სადილობა ტელევიზორის ყურებისას უყვარს.
ნაჩვენებია მე-9 გვერ 16 - დან
15 ივნისი 2018
ადამიანის ორგანიზმში მეორე ტვინი არსებობს, რომელიც ნაწლავშია განთავსებული. მისი მუშაობის პრინციპის
12 ივნისი 2018
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბური კლინიკური კვლევების საფუძველზე
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კარგად ცნობილი ინსტრუმენტული კვლევის–ეეგ-ს დახმარებით
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017“ თანახმად, შინამეურნეობებისთვის
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.