სინდრომი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
სინდრომი
სისხლდენა, სისხლძარღვის დაზიანებული და მთლიანობადაკარგული კედლიდან სისხლის გადმოდენა, ტრავმისშემდგომ მძიმე გართულებათა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს. მთავარი საფრთხე, რაც ადამიანს სისხლდენის შედეგად ემუქრება, სისხლის დაკარგვაა, რომლის სიმძიმეც დამოკიდებულია სისხლის დენის სიჩქარეზე, სისხლძარღვის სანათურის ზომასა და სისხლდენის ხანგრძლივობაზე, ამიტომ ნებისმიერი ხარისხის სისხლდენა სწრაფ შეჩერებას ითხოვს. განსაკუთრებით დიდი რისკის შემცველია არტერიული სისხლდენა, რომელიც სულ რამდენიმე წუთში გამოუსწორებელი შედეგით სრულდება.
თავბრუხვევა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სივრცეში სხეულის მდებარეობის ორიენტაციას კარგავს, ეჩვენება, თითქოს გარემომცველი საგნები ან თავად მისი სხეული ბრუნავს, ფეხქვეშ იატაკი ეცლება, წონასწორობა ეკარგება. ზოგიერთ შემთხვევაში თავბრუხვევას თან ახლავს გულისრევა, ღებინება, ოფლიანობის მომატება, პულსის სიხშირის ცვლა, არტერიული წნევის მერყეობა. თავბრუხვევის შეტევა შესაძლოა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს. სუბიექტური ჩივილებისა და ვეგეტატიური დარღვევების გარდა, ამ დროს ხშირად ვითარდება ნისტაგმი (თვალის კაკლის უნებლიე რიტმული მოძრაობა). თავბრუხვევას პაციენტები ყველაზე ხშირად უჩივიან, ექიმებისთვის კი ეს ყველაზე თავსატეხი სადიაგნოსტიკო სიმპტომია, რადგან უამრავი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი - როგორც ნევროლოგიური და ფსიქიკური, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თვალისა და ყურის დაავადებებისთვის.
შესაძლოა, თავად საკითხის ასე დასმაც კი უცნაური მოგვეჩვენოს - რომელ დაავადებას არ ახლავს თან დაღლილობა და სისუსტე?! თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ ზოგიერთი მაგანისთვის ეს მთავარი ან ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. სისუსტისა და დაღლილობის გამომწვევი დაავადებების შესახებ საუბარი არ არის იოლი, ვინაიდან მათი რიცხვი საკმაოდ დიდია. ცხადია, სისუსტესა და დაღლილობას ჯანმრთელი ადამიანიც უჩივის ფიზიკური თუ გონებრივი დატვირთვის შემდეგ. ეს ჩივილები მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ანომალიად, თუ ქრონიკულია, მეტისმეტად მძიმე ან ხანგრძლივი. ამ შემთხვევაში უნდა ვეძებოთ დაავადება, რომელიც სისუსტით და დაღლილობის შეგრძნებით იჩენს თავს.
რამდენიმე დღის წინ, საღამო ხანს, ჩემს ქმარს დაეწყო ძლიერი ტკივილი გულის არეში - მოულოდნელად, თითქოს სრულიად უმიზეზოდ. ენის ქვეშ დავუდე ნიტროგლიცერინი, დავალევინე ვალერიანის წვეთები, მაგრამ ტკივილმა არ გაუარა. მაშინვე დავრეკე ოჯახის ექიმთან, რომელმაც გამოკვლევების ჩატარება მირჩია - გულმკერდის არეში ტკივილი ყოველთვის გულის ბრალი არ არისო. გამოსაკვლევად ჯერ არ წავსულვართ... მას შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა, ჩემს მეუღლეს ძლიერი შეტევა აღარ გამეორებია, მაგრამ ყრუ ტკივილი თითქმის ყოველდღე აწუხებს. გთხოვთ აგვიხსნათ, რომელი დაავადებები იწვევს გულის არეში ტკივილს.
ნაჩვენებია მე-8 გვერ 16 - დან
13 აგვისტო 2018
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
11 აგვისტო 2018
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
ახალგაზრდებს ხშირად აბრაზებთ უფროსი თაობის ამგვარი ფრაზები: “ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს”, “რა დროს შენი სიყვარულია” და ა.შ.
ფილოსოფოსები ნაოჭს დროის ბეჭედს უწოდებენ, ქალები კი მათ ასწლეულების მანძილზე სხვადასხვა ხერხით ებრძვიან.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ „ნინოში“ შესვლის თაობაზე