სინდრომი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
სინდრომი
მოდი, გავარკვიოთ, შინაგანი ორგანოების რომელი დაავადება ან პათოლოგიური მდგომარეობა შეიძლება გვექცეს მშვიდი ძილის დარღვევის მიზეზად. ამ საკითხზე საუბარს, ბუნებრივია, ღამის ოფლიანობით დავიწყებთ.ღამის ოფლიანობაროგორც პირველადი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მედიკოსები აღნიშნავენ, ღამის ოფლიანობა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. მისი აღმოცენებისას პაცი­ენტები უმალვე დაავადებას ეჭვობენ, თუმცა ღამის ოფლიანობა უმეტესად დაკავშირებულია ისეთ მარტივ საყოფაცხოვრებო პრობლემებთან, როგორებიცაა თბილი პიჟამა, გარემოს ტემპერატურასთან შეუსაბამო საბანი ან მაღალი ტემპერატურა საწოლ ოთახში. გარდა ამისა, ბევრი პაციენტი ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს ღამის ოფლიანობას და წამოხურების შეგრძნებას.
სიახლე არავისთვის იქნება, თუ ვიტყვით, რომ მამაკაცისთვის თმიანობა სქესთან ასოცირებული ნიშანია. მართალია, ზოგჯერ ის საკმაოდ მკვეთრია, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ მამაკაცები ექიმს თმის ცვენის გამო უფრო მიმართავენ, ვიდრე ჭარბთმიანობის გამო. რაც შეეხება ქალებს, აქ დასაზუსტებელია ცნების შინაარსი. ქალის თმიანობას გენეტიკა და ეთნიკური კუთვნილებაც განსაზღვრავს - ის, რაც ერთი რეგიონისთვის ჭარბთმიანობად ითვლება, სხვაგან შესაძლოა სილამაზისა და ტემპერამენტის გამოხატულებად აღიქმებოდეს. საბედნიეროდ, ჭარბთმიანობა უმეტესად მხოლოდ კოსმეტიკური და ფსიქოლოგიური პრობლემაა, მაგრამ არსებობს ისეთი მდგომარეობებიც, როცა ის მძიმე ჰორმონულ დარღვევაზე მეტყველებს. სამედიცინო ლიტერატურაში ჭარბთმიანობას ორი ტერმინით აღწერენ. ესენია ჰირსუტიზმი და ჰიპერტრიქოზი.
ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვაგვარად რეაგირებს ამინდის ცვლილებაზე. ზოგისთვის ეს მხოლოდ დროებით შეუძლოდ ყოფნაა, ზოგისთვის კი - სერიოზული ავადმყოფობა. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი განიცდის მეტეოდამოკიდებულებას - სხვადასხვა დაავადების სეზონურ გამწვავებას, შეუძლოდ ყოფნას. უარყოფით გავლენას ერთდროულად ახდენს რამდენიმე ფაქტორი: ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა, ატმოსფერული წნევა, ჟანგბადის კონცენტრაცია, დედამიწის მაგნიტური ველის ზემოქმედების დონე, მზის სისტემის გრავიტაცია, ატმოსფეროს დაბინძურების ხარისხი.
ნაჩვენებია მე-4 გვერ 16 - დან
13 აგვისტო 2018
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
11 აგვისტო 2018
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
ახალგაზრდებს ხშირად აბრაზებთ უფროსი თაობის ამგვარი ფრაზები: “ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს”, “რა დროს შენი სიყვარულია” და ა.შ.
ფილოსოფოსები ნაოჭს დროის ბეჭედს უწოდებენ, ქალები კი მათ ასწლეულების მანძილზე სხვადასხვა ხერხით ებრძვიან.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ „ნინოში“ შესვლის თაობაზე