რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
სინდრომი
კუნთების მკვეთრი უნებლიე შეკუმშვა, ჩვეულებრივ, კალციუმის არხების მუშაობის დარღვევის შედეგია. კუნთების შეკუმშვისთვის აუცილებელია ნატრიუმის, კალიუმისა და მაგნიუმის კათიონები (დადებითად დამუხტული იონები). თითოეული მათგანი განსაზღვრულ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს შეკუმშვის პროცესში. ნატრიუმი უზრუნველყოფს მოსვენების პოტენციალს, კალიუმი ასტიმულირებს უჯრედთა აგზნებას, მაგნიუმი კი შეკუმშვის სტადიას მოსვენების სტადიით ცვლის. უშუალოდ შეკუმშვის პროცესში მონაწილეობს კალციუმის იონები. მათ გარეშე შეუძლებელია არა მხოლოდ საკუთრივ კუნთების შეკუმშვა, არამედ, საზოგადოდ, ორგანიზმის ცხოველმყოფელობა.
ბავშვთა განვითარების თანდაყოლილი ანომალიები, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. აღნიშნული პათოლოგიები შესაძლოა სხვადასხვა ხარისხით იყოს გამოხატული და, შესაბამისად, სხვადასხვაგვარი გავლენა მოახდინოს მზარდ ორგანიზმზე. არსებული ანომალიებიდან შედეგობრივი თვალსაზრისით ყველაზე მძიმე ფორმად მიიჩნევა დენდი უოკერის სინდრომი. ამ დროს აღინიშნება თავის ტვინის თანდაყოლილი განუვითარებლობა, ირღვევა ტვინის ქსოვილის მკვებავი სითხის - ლიქვორის დინება. დენდი უოკერის სინდრომს ახასიათებს ნათხემის განუვითარებლობაც. პათოლოგიური ნიშნები ნაყოფის განვითარების მძიმე მანკის დამადასტურებელია. ისინი, ფაქტობრივად, მუცლად ყოფნის დროს ყალიბდება.
მოდი, გავარკვიოთ, შინაგანი ორგანოების რომელი დაავადება ან პათოლოგიური მდგომარეობა შეიძლება გვექცეს მშვიდი ძილის დარღვევის მიზეზად. ამ საკითხზე საუბარს, ბუნებრივია, ღამის ოფლიანობით დავიწყებთ.ღამის ოფლიანობაროგორც პირველადი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მედიკოსები აღნიშნავენ, ღამის ოფლიანობა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. მისი აღმოცენებისას პაცი­ენტები უმალვე დაავადებას ეჭვობენ, თუმცა ღამის ოფლიანობა უმეტესად დაკავშირებულია ისეთ მარტივ საყოფაცხოვრებო პრობლემებთან, როგორებიცაა თბილი პიჟამა, გარემოს ტემპერატურასთან შეუსაბამო საბანი ან მაღალი ტემპერატურა საწოლ ოთახში. გარდა ამისა, ბევრი პაციენტი ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს ღამის ოფლიანობას და წამოხურების შეგრძნებას.
ნაჩვენებია მე-3 გვერ 16 - დან
15 ივნისი 2018
ადამიანის ორგანიზმში მეორე ტვინი არსებობს, რომელიც ნაწლავშია განთავსებული. მისი მუშაობის პრინციპის
12 ივნისი 2018
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბური კლინიკური კვლევების საფუძველზე
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კარგად ცნობილი ინსტრუმენტული კვლევის–ეეგ-ს დახმარებით
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017“ თანახმად, შინამეურნეობებისთვის
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.