/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ბულიმია და ანორექსია

"ბულიმია" და "ანორექსია" ის სიტყვებია, რომელთაც ხშირად ვიყენებთ საკუთარი მადისა თუ უმადობის აღსანიშნავად, თუმცა ბევრმა არც კი იცის ამ ტერმინების ნამდვილი მნიშვნელობა. ბულიმია"ბულიმია" მგლის მადას ნიშნავს. მადის ასეთი უჩვეულო მატება მუდმივიც შეიძლება იყოს და ეპიზოდურიც. ეპიზოდური ბულიმია, რომელსაც მადის სხვადასხვა ხარისხის მატება ახასიათებს

, წესისამებრ, შინაგანი ორგანოების დაავადებასთან არის დაკავშირებული. ეს დაავადებებია:

  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ინსულინომა ანუ ინსულინმაპროდუცირებელი სიმსივნე;
  • ნებისმიერი სხვა პათოლოგია, რომლის დროსაც შესაძლოა სისხლში ინსულინის შემცველობამ მოიმატოს;
  • თირეოტოქსიკოზი;
  • გასტრიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, თუ კუჭის მჟავა წვენის წარმოქმნა გაძლიერებულია.

ბულიმიამ შესაძლოა თავი იჩინოს მძიმე ინფექციური დაავადების შემდეგ, გამოჯანსაღების პერიოდში, როცა ორგანიზმი საკვები ნივთიერებების დეფიციტს განიცდის.

როგორც ექიმები აღნიშნავენ, ჩვენ მიერ ჩამოთვლილი პათოლოგიური მდგომარეობების დროს ბულიმიის ხარისხი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული - რაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან თირეოტოქსიკოზი, მით უფრო მეტად ძლიერდება მადა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბულიმია, რომელიც შინაგანი ორგანოების ამა თუ იმ დაავადებას უკავშირდება, განსაკუთრებულ პრობლემას არ ქმნის. მთავარია ძირითადი დაავადების დროული დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობა, რის შედეგადაც პათოლოგიურად გაძლიერებული მადა, სხვა სიმპტომების მსგავსად, სუსტდება და ნორმას უახლოვდება. მედიკოსების განსაკუთრებული ყურადღების საგანი მკვეთრი, მუდმივი ბულიმიაა. ის შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების, ფსიქიკის დარღვევის ან ნევროზის გამოხატულება იყოს. ასეთ ბულიმიას ფსიქიკურ დარღვევად განიხილავენ. ავადმყოფს მკვეთრად აქვს მომატებული მადა, აწუხებს დაუძლეველი შიმშილის გრძნობა. ბულიმიით დაავადებული საკვების მიმართ საოცარ ლტოლვას განიცდის. ჭამის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი შეუჩერებლად, უზომოდ და უსასრულოდ ჭამს და აზრადაც არ მოსდის, როგორი იქნება შედეგი. შედეგი კი ასეთია: სიმძიმე კუჭში, გულის ფრიალი, ოფლიანობა, სისუსტე, გონის წასვლა, ძილად მივარდნა, სიმძიმე მთელ სხეულში. რაც მთავარია, ჭამის შემდეგ ადამიანს უჩნდება სინდისის ქენჯნა საკუთარი მუცელღმერთობის, უნებისყოფობის, გაუმაძღრობის გამო. ჭარბი საკვებისგან სწრაფად რომ გათავისუფლდეს, ღებინებას იწვევს და საკუთარ თავს სიტყვას აძლევს, რომ ეს აღარ გამეორდება, თუმცა გადის რამდენიმე ხანი, ბულიმიით შეპყრობილი ყველაფერს ივიწყებს და კვლავ იწყებს უზომო ჭამას.

ბულიმია უპირატესად ახალგაზრდა ქალებსა და გოგონებს  ემართებათ. დადგენილია, რომ მათი 4% ბულიმიით არის დაავადებული.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

მოზარდთა ბულიმია თავდაპირველად არავითარ შეშფოთებას არ იწვევს - გაძლიერებულ მადას უმადობის პერიოდი მოსდევს, რის გამოც პაციენტის წონა არ იცვლება, თუმცა გადის დრო, მადა უფრო და უფრო ძლიერდება და, შესაბამისად, წონაც იმატებს.

მეორე პერიოდი, რომელიც საშიშია ბულიმიის აღმოცენების თვალსაზრისით, 25-30 წლის ასაკია. ამ პერიოდში ადამიანი ძლიერ ნერვულ დაძაბულობას და სტრესს განიცდის და თითქოს ცდილობს, უსიამოვნება ჭამაში ჩაახშოს.

ცნობილია, რომ ბულიმია ხშირად ემართებათ ქალებს, რომლებიც წონის შესანარჩუნებლად გამუდმებით იცავენ დიეტას.

ბულიმიის ნიშნები

ბულიმია სერიოზული მდგომარეობაა. ის ორგანიზმში ცვლილებათა მთელ წყებას იწვევს, რაც არა მარტო წონის მატებას, არამედ სხვა სიმპტომებსაც განაპირობებს. ბულიმიის ძირითადი ნიშნებია:

  • დეპრესია, საკუთარი თავისადმი დანაშაულისა და ზიზღის განცდა,
  • თვითკონტროლის უუნარობის შეგრძნება,
  • მკაცრი თვითკრიტიკა,
  • ირგვლივ მყოფთაგან ქების მოსმენის მუდმივი სურვილი,
  • საკუთარ წონაზე მცდარი წარმოდგენა.
  • ჩამოთვლილ ფსიქოლოგიურ თავისებურებებთან ერთად მოსალოდნელია:
  • სხეულის მასის მკვეთრი მერყეობა (5-10 კილოგრამის მატება და კლება);
  • დისკომფორტი ყელის არეში;
  • დაღლილობა და კუნთების ტკივილი;
  • კბილების კარგვა;
  • ყბაყურა ჯირკვლების გადიდება.

შიმშილის შეტევისას დაავადებულმა შესაძლოა ორ კილოგრამამდე საკვები მიიღოს. როგორც ვთქვით, დანაშაულის განცდის გამო ავადმყოფი ცდილობს, ღებინების მეშვეობით სასწრაფოდ გათავისუფლდეს მიღებული კალორიებისგან, თუმცა საკვები ნივთიერებების ნახევარი მაინც შეიწოვება, რის გამოც წონის მატება გარდაუვალია.

მკურნალობა აუცილებელია!

ბულიმიით შეპყრობილმა უნდა გააცნობიეროს, რამდენად სერიოზულია მისი დაავადება. განსაკუთრებით საშიშია ბულიმია, რომელიც წლობით გრძელდება. ხელოვნურად გამოწვეული ღებინება, წონის დაკლების მიზნით შარდმდენების მიღება და გამწმენდი ოყნები საგრძნობლად არყევს პაციენტის ჯანმრთელობას. ღებინებისას კუჭის მჟავა შიგთავსის ხშირი ამოტყორცნა აზიანებს საყლაპავს, ხახას, კბილებს, არღვევს პირის ღრუს ნორმალურ მიკროფლორას, შარდმდენების უკონტროლო მიღება იწვევს ორგანიზმის დეჰიდრატაციას, რაც შესაძლოა თირკმლის დაზიანების მიზეზად იქცეს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ბულიმიის დროული მკურნალობა მეტად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დაავადების ნიშნების აღმოცენებიდან მკურნალობის დაწყებამდე ხშირად წლები გადის, რადგან ჭამის დაუძლეველ სურვილს პაციენტები ხასიათის სისუსტედ თვლიან და არა დაავადებად.

გახსოვდეთ! ბულიმია ავადმყოფობაა, მისი მკურნალობა აუცილებელია. თუ ამჩნევთ, რომ უზომოდ ბევრს ჭამთ, დროულად მიმართეთ ექიმს!

პაციენტის გასინჯვისა და კვლევების მეშვეობით უნდა გამოირიცხოს ბულიმიის გამომწვევი დაავადება. თუ ორგანული პათოლოგია, რომელიც მადის მკვეთრ მატებას იწვევს, არ გამოვლინდა, ბულიმიის მკურნალობა ფსიქოთერაპევტისაა და ფსიქიატრის მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს, ვინაიდან დაავადების ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიზეზი სტრესია.

ანორექსია

შეიძლება ითქვას, რომ ანორექსია ანუ მადის სრული უქონლობა ბულიმიის საპირისპირო მოვლენაა. მას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს.

ანორექსიის შესაძლო მიზეზებია:

  • ორგანიზმის მწვავე ან ქრონიკული ინტოქსიკაცია, რაც განპირობებულია ტოქსიკური ნივთიერებების (მაგალითად, ვერცხლისწყლის) ზემოქმედებით ან დაავადებით (ტუბერკულოზით, ავთვისებიანი სიმსივნით);
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები. ამ დროს ანორექსია დაკავშირებულია საკვების მიღების შედეგად აღმოცენებულ დისკომფორტთან - ტკივილთან, მუცლის შებერვასთან, გულისრევასთან. ამ სიმპტომების შიშით ადამიანი მკვეთრად ზღუდავს საკვების მიღებას. აღსანიშნავია, რომ კუჭის ავთვისებიანი სიმსივნის დროს ანორექსია და ზიზღი საკვების მიმართ შესაძლოა წინ უძღოდეს სხვა სიმპტომებს;
  • ტკივილის სინდრომით მიმდინარე პათოლოგიები - მიოკარდიუმის ინფარქტი, ნაღვლის ბუშტის ან თირკმლის ჭვალი;
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები.

ჩამოთვლილი დაავადებებისა და მდგომარეობების დროს ანორექსია იშვიათად არის წამყვანი სიმპტომი, მის გამომწვევ პათოლოგიას უმთავრესად საკმაოდ თვალსაჩინო ნიშნები ახასიათებს, ამიტომ უმადობის მიზეზი ძნელი დასადგენი არ არის. როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის თვალსაზრისითაც განსაკუთრებით საყურადღებოა ნერვული (ნევროზული) ანორექსია. ნევროზული ანორექსია, რომელიც კვებითი ქცევის პათოლოგიას წარმოადგენს, ეპიდემიის სახეს იღებს, მისი მსხვერპლნი კი უმთავრესად ის გოგონები არიან, რომლებიც ცდილობენ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, თავიანთი სხეულის პარამეტრები იდეალურს დაუახლოონ. იქნებ ზოგიერთ თქვენგანს უნატრია კიდეც, ნეტავ ცოტა ხნით ანორექსია დამემართოსო, არადა ანორექსია სულაც არ არის სანატრელი მდგომარეობა, ჩვენ მის ერთადერთ შედეგს - სიგამხდრეს ვხედავთ, ამიტომ ვერ ვაცნობიერებთ, რომ მადობა და უჭმელობა ორგანიზმისთვის სახიფათოა. ცნობილია, რომ ფსიქოლოგიურ დაავადებათა შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა სწორედ ანორექსიას ახასიათებს.

ანორექსიის სიმპტომები

ანორექსიით დაავადებულს, უწინარეს ყოვლისა, იმით ამოვიცნობთ, რომ ვერაფრით გავაგებინებთ, როგორია მისი იდეალური წონა. ის ყოველთვის დარწმუნებულია, რომ ჭარბი წონა აქვს. წონის მატების შიში იმდენად ძლიერია, რომ ყველა სხვა გრძნობას აჩლუნგებს. სავალალო ის არის, რომ შიში მაშინაც კი არ ქრება, როცა ადამიანი შიმშილისგან ძვალად და ტყავად იქცევა.

ანორექსიით დაავადებულები უმთავრესად ორნაირად ცდილობენ წონის შემცირებას - ან საკვების მიღებას ზღუდავენ მკაცრი დიეტის მეშვეობით, ან საკვებს იღებენ, მაგრამ ჭამის შემდეგ ხელოვნურად იწვევენ ღებინებას, იკეთებენ გამწმენდ ოყნას, სვამენ საფაღარათო საშუალებებს.

ანორექსია განაპირობებს მენსტრუალური ციკლის დარღვევას, არითმიას, მუდმივ სისუსტეს, კუნთების სპაზმს, მომატებულ აგზნებადობას, უსაფუძვლო მრისხანებას.

ხშირია თუ არა ანორექსია

განვითარებულ ქვეყნებში 12-დან 24 წლამდე ასაკის გოგონათა 2%-ს ანორექსია აქვს. დაავადებულთა 90% სწორედ მათ წილად მოდის.

ანორექსიის მკურნალობა

დადგენილია, რომ ანორექსია არც მანიაა და არც ცუდი ჩვევა. ის ფსიქიკური დაავადებაა. სამწუხაროდ, მისი მკურნალობა საკმაოდ რთულია, უფრო რთული, ვიდრე დეპრესიისა ან პანიკის შეტევისა. სამკურნალოდ იყენებენ ტრანკვილიზატორებს, ანტიდეპრესანტებს.

როგორც ვხედავთ, საკუთარი წონის კონტროლმა შეიძლება არანორმალური, ავადმყოფური ფორმა მიიღოს და ორი, რა საოცარიც არ უნდა მოგეჩვენოთ, რადიკალურად განსხვავებული ფორმით: ბულიმიითა და ანორექსიით - გამოვლინდეს. ორივე შემთხვევაში:

  • უნდა გამოირიცხოს ბულიმიის/ანორექსიის გამომწვევი დაავადების არსებობა.
  • უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავადმყოფი ვერ აკონტროლებს საკუთარ მდგომარეობას, რის გამოც მკურნალობის ორგანიზებაზე ოჯახის წევრებმა უნდა იზრუნონ.
  • უნდა გვახსოვდეს, რომ ბულიმია და ანორექსია უმეტესად კვებითი ქცევის მოშლაა, რომლის წარმატებული მკურნალობაც ბევრად არის დამოკიდებული ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხარდაჭერაზე.
  • დავფიქრდეთ, იქნებ სჯობს ვეცადოთ, დავიცვათ ზომიერება, არ მივეცეთ ნაყროვანების ცოდვას, შევინარჩუნოთ სულიერი წონასწორობა.

გაითვალისწინეთ, რომ სწორედ ეს არის სტრესის და აქედან გამომდინარე კვებითი ქცევის დარღვევების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პირობა.

კომენტარები (1)
ლელე
მაინტერესებს მედიკამენტოზური მკურნალობა თუ ინიშნება ბულემიის დროს?
თარიღი : 20-01-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

კოფეინზე დამოკიდებულება - როგორ დავძლიოთ

უმეტეს ჩვენგანს არ შეუძლია დღის გატარება ყავის ან ჩაის გარეშე.
სრულად
ძილის ექსპერტის რჩევები იდეალური ძილისთვის

ექსპერტი ჯეიკობ ტეიტელბაუმი: ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია ერთ ჭიქა გვირილის ჩაი.
სრულად
რატომ არის ათქვეფილი შემწვარი კვერცხი იდეალური საუზმე?

თუ გსურთ დღის ათქვეფილი შემწვარი კვერცხით დაწყება, მაშინ ჯანსაღი კვების კუთხით სწორ გზაზე ხართ.
სრულად
გოგრის თესლი და ბროკოლი კარგია მამაკაცის ჯანმრთელობისთვის

არანაკლებ მნიშვნელოვანია რაციონში ცხიმიანი თევზი, რომელიც მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით.
სრულად
მაღალი ქოლესტერინის 9 შესაძლო მიზეზი
მაღალი ქოლესტერინის 9 შესაძლო მიზეზი
თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ, მაგრამ თქვენი ქოლესტერინი მაღალია, სტატიაში განხილული მიზეზები შესაძლოა იყოს გამომწვევი.
სრულად
ამბივერტის 6 ნიშანი, რომელიც ეხმარება მას სოციალური წარმატების მიღწევაში

ასეთ ადამიანებს არასაკმარისად აფასებენ, მაგრამ ისინი ხშირად ლიდერები ხდებიან საკუთარი თვისებების წარმატებული კომბინაციის გამო.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბულიმია და ანორექსია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები