დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ სასწრაფო დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ სასწრაფო დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობს

როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაგვიანებები არის იმ ფორმატის, რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მინისტრს იმედი აქვს, რომ დაგვიანებები ეპიზოდურია და სისტემური არ არის. დავით სერგეენკომ რაიონული სასწრაფო დახმარების სამსახურში არსებული მდგომარეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ რაიონებში ასევე იყო დაგვიანების პრობლემა. მისივე თქმით, იქ პირველი რიგის მოსაგვარებელი საკითხი ტექნიკური იყო, რადგან მანქანების 80%-ზე მეტი არ მუშაობდა. ტრანსპორტის ჩანაცვლების შედეგად კი, მინისტრის ინფორმაციით, რაიონებში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდა. თუმცა, როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, თბილისის სასწრაფოს შემთხვევაში არის საორგანიზაციო მენეჯმენტის პრობლემა და არა ავტოპარკის გაუმართაობასთან დაკავშირებული საკითხები.

"ჩვენ მთელი ეს პერიოდი ვცდილობდით ეს შეგვესწავლა. ბოლო ერთი თვე განსაკუთრებით ინტენსიური იყო, რადგან გამოიკვეთა დაგვიანებების ზრდის ტენდენცია. ჩვენ შევაფასეთ, სად არის სუსტი წერტილი. ხვალ უნდა მქონოდა შეხვედრა როგორც "112"-ის, ისე მერიის ხელმძღვანელობასთან, თუმცა ბოლო ნიუანსები გვაქვს დასაზუსტებელი და ალბათ მომავალი კვირის დასაწყისში შევხდებით და ჩვენ შეგვეძლება შევთავაზოთ ამ პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზა. იქ არის საორგანიზაციო და არ ტექნიკური პრობლემა. მჯერა, რომ ამის მოგვარებას შევძლებთ, რადგან უკვე ვნახეთ სად არის გამოკვეთილი კრიტიკული წერტილები", - განაცხადა დავით სერგეენკომ.