კომა - ცხოვრება გრძელდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კომა - ცხოვრება გრძელდება

ნახევარი სიცოცხლე კომაში

ამერიკის შტატ არკანზასში 2003 წელს მომხდარი ამბავი ფანტასტიკური ფილმის სიუჟეტს წააგავს: ტერი უოლესი ოცწლიანი კომიდან გამოვიდა. კომაში ის საშინელი ავტოკატასტროფის შემდეგ ჩავარდა. მაშინ 19 წლის იყო. უგონოდ მყოფ ტერის გვერდიდან არ შორდებოდნენ დედა, მეუღლე და ქალიშვილი, რომელიც ავტოკატასტროფის დღეს დაიბადა. დიდხანს ესაუბრებოდნენ, ზოგჯერ შინაც მიჰყავდათ. ექიმების აზრით, სწორედ მათი თანადგომით მოახერხა უოლესმა “უკან დაბრუნება”.

მშობიარობა კომაში

მსოფლიოს სამეანო პრაქტიკაში ცნობილია შემთხვევები, როდესაც ექიმებმა კომაში მყოფი ქალები ამშობიარეს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 36 წლის ჩინელი სონგ ინკუონია. ავიაკატასტროფაში მოხვედრისას ის 5 თვის ორსული იყო. სამთვიანი კომის შემდეგ მან სავსებით ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა საკეისრო კვეთით. კომაში მყოფი ქალის ორგანიზმში ჩვეულებრივ მიმდინარეობს მენსტრუალური ციკლი, ამიტომ მათ კრიტიკული დღეებიც აქვთ.

კომაში მყოფებს ესმით

ბრაიან ადამსის ერთ-ერთი კონცერტი გერმანიაში ნამდვილ სენსაციად იქცა - მისი მიმდინარეობისას შვიდწლიანი კომიდან გამოვიდა მუსიკოსის თაყვანისმცემელი. როდესაც კრისტიან კიტელის დედამ შეიტყო, რომ მისი ქალიშვილის სათაყვანო მომღერალი რეგენსბურგში კონცერტს მართავდა, გადაწყვიტა, შვილი აუცილებლად მიეყვანა ამ კონცერტზე. სპეციალურ სავარძელში მჯდომმა გოგონამ რამდენიმე სიმღერის შემდეგ თვალები გაახილა და კიდურები აამოძრავა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი სახელით მიმართა დედას. ეს ფენომენი ცნობილია სპეციალისტებისთვის, ამიტომ უცხოეთის ზოგიერთ კლინიკაში ამგვარ პაციენტებს კომიდან გამოსვლის ხელისშემწყობ გარემოს უქმნიან - ბგერების, მელოდიის, შეხების საშუალებით ცდილობენ კომიდან მათ გამოყვანას. ამას ინტეგრაციულ თერაპიას უწოდებენ.

ყველაფერი წინაა

კომიდან გამოსულ პაციენტს ყველაფერი წინ აქვს! ამის საბუთად ცნობილი მრბოლელის ალექს ზენარდის მაგალითიც კმარა. ეს მართლაც მამაცი ადამიანი დღესაც აოცებს ხალხს თავისი ძლიერი ნებისყოფით. ერთ-ერთი რბოლისას ის მძიმედ დაშავდა და 20 თვე კომაში გაატარა. კომიდან გამოსვლის შემდგომ, როგორც კი თავი კარგად იგრძნო, სწორედ იმ ბოლიდში ჩაჯდა, რომელსაც ავარიის დღეს მართავდა, იმავე ტრასას დაადგა და წარმატებით გაიარა დარჩენილი 13 წრე. ამით მან სიმბოლურად დაასრულა ის საშინელი რბოლა. “მინდა დავეხმარო ყველას, ვინც ასეთივე სიტუაციაში აღმოჩნდა, - განაცხადა მან, - და ტრასაზე ჩემი დაბრუნებით ვამცნო: ნუ დანებდებიან, რადგან ყველაფერი წინაა!”