პირველი დახმარება ჰიპო- და ჰიპერგლიკემიის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი დახმარება ჰიპო- და ჰიპერგლიკემიის დროს

ჰიპოგლიკემიის პირველი ნიშნებია:

* გაღიზიანება;

* შიმშილის გრძნობა;

* კანკალი;

* გულისცემის გაძლიერება;

* სისუსტე, ძილიანობა;

* თავის ტკივილი, თავბრუხვევა;

* მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;

* ეიფორია, აღგზნება;

* შფოთვა;

* მომატებული ოფლიანობა;

* არაადეკვატური ქცევა;

* სიფითრე;

* მხედველობის დარღვევა, დიპლოპია (გაორება);

* ენისა და ტუჩების დაბუჟება;

* ინფორმაციის ცუდი აღქმა, ყურადღების გაფანტვა, გონების მოკრების უუნარობა.

როგორ მოვიქცეთ

ჰიპოგლიკემიის დროს ადამიანის სიცოცხლე პირველი დახმარების სისწრაფეზეა დამოკიდებული. თუ შესაძლებელია, უნდა განისაზღვროს სისხლში შაქრის დონე. თუ შაქარი სისხლში 5 მმოლ-ზე ნაკლებია, ადამიანს უნდა მივცეთ ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები (შაქარი, შაქრის შემცველი წვენი, გლუკოზა ამპულებში ან ტაბლეტებში). 10 წუთში შაქრის დონე ხელახლა უნდა განისაზღვროს. თუ არ აიწია, ნახშირწყლების მიცემა უნდა გაგრძელდეს. თუ ადამიანმა გონება დაკარგა, უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება. მან, ვისაც დიაბეტი აქვს, მუდამ თან უნდა იქონიოს ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები, რათა მიიღოს ჰიპოგლიკემიის პირველივე სიმპტომების გაჩენისას.

ჰიპერგლიკემია

ჰიპერგლიკემია მდგომარეობაა, რომლის დროსაც სისხლში შაქრის დონე მომატებულია. ჰიპერგლიკემიის ნიშნებია:

* პირის სიმშრალე;

* ხშირი შარდვა;

* შიმშილის გრძნობა;

* მხედველობის დაბინდვა;

* გაღიზიანებადობა;

* გულისრევის შეგრძნება;

* პირიდან აცეტონის სუნი;

* ტკივილი მუცლის არეში;

* თავის ტკივილი;

* წონის დაქვეითება.

როგორ მოვიქცეთ

პირველი დახმარება შაქრის დონის დაწევისკენ უნდა იყოს მიმართული. აუცილებელია ხანმოკლე მოქმედების ინსულინის ინექცია - არა უმეტეს 2 ერთეულისა. 2-3 საათის შემდეგ შეიძლება კიდევ 2 ერთეული ინსულინის გაკეთება. ასეთი რეჟიმით თავიდან ავიცილებთ სისხლში შაქრის დონის მკვეთრ დაცემას. სასურველია შაქრის დონის კონტროლიც. თუ ის მაღალი რჩება, უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება.