ხელოვნური სუნთქვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხელოვნური სუნთქვა

უნივერსიტეტის ეზოში კომუფლირებული სამხედრო მანქანა გაჩერდა და რამდენიმე მაღალჩინოსანი მწყობრი ნაბიჯით უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსისკენ გაემართა. სამხედრო პირების ვიზიტმა ბევრი დააინტერესა. ისინი სულ რამდენიმე წუთით შეყოვნდნენ უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში, ჩვეულებისამებრ, მწყობრი ნაბიჯით დატოვეს შენობა და გაუჩინარდნენ.

მეორე დღეს, რექტორის განკარგულების თანახმად, უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ლექტორებმა და სტუდენტებმა სააქტო დარბაზში მოიყარეს თავი და ჩინოსნების სტუმრობის მიზეზიც გაცხადდა: მათი დაკვეთით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას რამდენიმე დღეში უნდა წარედგინა სამხედრო უწყებებისთვის წყალში დახრჩობისას გადაუდებელი დახმარებისა და ხელოვნური სუნთქვის ყველაზე რაციონალური მეთოდები.

  • პირველი ექსპერიმენტი

ამ ამოცანის გადასაჭრელად სხდომაზევე შეიქმნა ექსპერიმენტატორთა ჯგუფი, რომელსაც პრაქტიკული ცდების მეშვეობით უნდა დაედგინა, ჟანგბადის რა აუცილებელი ოდენობა უნდა მოხვდეს ხელოვნური სუნთქვისას ადამიანის ფილტვებში, რათა მხრჩობიარე არ გაიგუდოს.

ექსპერიმენტში მონაწილეობის მსურველი ბევრი გამოჩნდა. საბოლოოდ არჩევანი ერთ-ერთ სტუდენტზე, გვარად კორიცზე შეაჩერეს, რომელსაც სასუნთქი კუნთები კურარეს შხამით დაუდამბლავეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც სტუდენტმა სუნთქვა შეწყვიტა, ტრაქეაში სპეციალური მილი ჩაუდგეს, საიდანაც წინასწარ განსაზღვრული ოდენობის ჟანგბადს უშვებდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ ჟანგბადმა თავისი საქმე გააკეთა და კორიცს სასუნთქი კუნთები აუმუშავდა. შედეგად მეცნიერებმა ზუსტად განსაზღვრეს, ხელოვნური სუნთქვის რომელი მეთოდი იყო ყველაზე ეფექტური და, ამასთანავე, დაადგინეს ჟანგბადის ის ოდენობა, რომელიც საჭიროა ორგანიზმში ჟანგბადოვანი შიმშილის კომპენსაციისთვის.

  • მეორე ექსპერიმენტი- გულადი კორიცი

ილინოისის უნივერსიტეტის ექსპერიმენტატორთა ჯგუფმა დასახული ამოცანის სწრაფად და წარმატებით გადაჭრისთვის სამხედრო უწყებისგან მადლობა მიიღო. წარმატებული ექსპერიმენტის შესახებ წერდნენ ჟურნალ-გაზეთებიც. სულ რამდენიმე ხანში ილინოისის უნივერსიტეტს ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ელექტროკომპანიის თავკაცი ესტუმრა.

მას სურდა შეეტყო, როგორ გაეწია დახმარება ზემცოცავი ელექტრომონტიორისთვის, თუ მას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე დენი დაარტყამდა და უსასოოდ ჩამოეკიდებოდა თავის ქამარზე. ელექტროკომპანიის მესვეურებს აინტერესებდათ, შესაძლე-ბელი იყო თუ არა გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა დაზიანების ადგილზე - ჰაერში ან ანძაზე, რათა ფუჭად არ დაკარგულიყო ის დრო, რომელიც დაშავებულის მიწაზე ჩამოსაყვანად იყო საჭირო, ვინაიდან ეს საგრძნობლად ამცირებდა ადამიანის გადარჩენის შესაძლებლობას. ამოცანის გადასაჭრელად ინსტიტუტში კვლავ შეიქმნა ექსპერიმენტატორთა ჯგუფი.

ცხადია, ეს ექსპერიმენტიც ითხოვდა მოხალისეს, ამასთანავე, საკმაოდ მამაცს, ვინაიდან ის ჰაერში, დაახლოებით 30-40 მეტრ სიმაღლეზე, უგონო მდგომარეობაში უნდა ჩამოეკიდათ. ჯგუფის ხელმძღვანელმა, დოქტორმა სადოვემ, მოხალისის საპოვნელად კოლეგებს მიმართა. რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ დარბაზში გამოჩნდა ერთი აწეული ხელი. ის ადრინდელი ექსპერიმენტის მონაწილეს, სტუდენტ კორიცს ეკუთვნოდა.

ელექტროშოკისას სიკვდილის უშუალო მიზეზი სუნთქვის შეყვეტა გახლდათ, მთავარი ამოცანა ამჯერად ის იყო, გამოენახათ ხელოვნური სუნთქვის საუკეთესო მეთოდი, რომელიც მაშველებს მის სწრაფად აღდგენის საშუალებას მისცემდა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაშავებული სასიკვდილოდ იყო განწირული.

ექსპერიმენტის დღეს მამაცი სტუდენტი წინასწარ დააძინეს ნარკოზით და ელექტროგადამცემი ანძის წვერზე ჩამოკიდეს. შემდეგ წინასწარ მომზადებული პროფესიონალი მონტიორ-ზემცოცავები ანძაზე ავიდნენ და მას სხვადასხვა წესით ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს. ექსპერიმენტი რამდენჯერმე გაიმეორეს, ვიდრე ცდა წარმატებით არ დამთავრდა.

მომავალი ექიმის თავგანწირვის წყალობით შემუშავდა მეთოდი, რომელიც სიმაღლეზე უგონოდ დაკიდებული ადამიანისთვის სუნთქვის აღდგენის საშუალებას იძლეოდა. აღსანიშნავია, რომ მსგავს შემთხვევებში დაშავებულებს მთელ მსოფლიოში დღესაც სწორედ ამ მეთოდით ეხმარებიან.