რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
16 ოქტომბერი ანესთეზიის (ანესთეზიოლოგის) მსოფლიო დღეა
16 ოქტომბერი ანესთეზიის (ანესთეზიოლოგის) მსოფლიო დღეა
მედიცინის ამ დარგის ისტორია იწყება მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან. 1846 წლის 16 ოქტომბერს, ამერიკელმა კბილის ექიმმა, ტომას მორტონმა, ეთერის ნარკოზით ჩაატარა ოპერაცია და პირველად, სახალხოდ გაუკეთა დემონსტრირება ანესთეზიის წარმატებულ გამოყენებას. ანესთეტიკის სახით მან გამოიყენა დიეთილის ეთერის ინჰალაცია. სწორედ ამიტომ, 16 ოქტომბერი აღიარებულია ანესთეზიის მსოფლიო დღედ (World Anaesthesia Day).

ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები სამყაროში უხსოვარი დროიდან არსებობდა. მაგალითად, ბევრი ინდიელი ტომი მგრძნობელობის დასაქვეითებლად სხვადასხვა მცენარის წვენს იყენებდა. ასევე ცნობილია ძველი ბერძენი ექიმი და ფილოსოფოსი დიოსკორიდი, რომელიც რომის ჯართან ერთად მოგზაურობდა და სამედიცინო პრაქტიკას
ეწეოდა ნერონის იმპერატორობის დროს. მისი დაკვირვებით, დამამშვიდებელი საშუალებების გამოყენებისას, ოპერაცია უფრო წარმატებული იყო, რაც ზრდიდა დაჭრილი ჯარისკაცების გადარჩენის შანსებს. სწორედ მან გამოიყენა პირველმა, ცნობილი ტერმინი, "ანესთეზია".

დღეისათვის ანესთეზიოლოგია არა მარტო ქირურგიის განუყრელი თანმხლებია, არამედ, ფსიქიატრიის, ნარკოლოგიისა და მედიცინის სხვა სფეროების.

საზოგადოების განვითარებასთან ერთად, სრულყოფას განიცდის
ანესთეზიოლოგიაც, რამაც განაპირობა მისი მედიცინის ცალკე შტოდ გამოყოფა.

თანამედროვე მედიცინაში განარჩევენ ზოგად, ადგილობრივ და სპინალურ ანესთეზიას. საანესთეზიო პრეპარატები და მეთოდოლოგია მუდმივად სრულყოფას განიცდის, ისევე, როგორც მედიცინის აღნიშნული სფეროს სპეციალისტების ცოდნა და უნარ-ჩვევები.


ლალი ჩხიკვაძე

ანესთეზიოლოგია
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ადამიანის ანატომიის სფეროში ჩატარებული თამამი გამოკვლევები, რომლებმაც მრავალსაუკუნოვანი რწმენები "დუელში გამოიწვია", იდუმალი გამოსხივება, რომელმაც საშუალება მოგვცა, სამყაროსთვის სხვა თვალით შეგვეხედა, სასწაულმოქმედი პრეპარატები, რომლებმაც ურიცხვი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, სიკვდილის მთესველი ეპიდემიების უნიღბო დამნაშავეები - ეს ყველაფერი მედიცინის ისტორიის უდიდესი აღმოჩენებია.
(გაგრძელება)

პენიცილინი
პირველი მსოფლიო ომი. 10 მილიონზე მეტი დაღუპული. მრავალი მათგანი ჭრილობების ინფექციით გარდაიცვალა. ომის შემდეგ ბაქტერიული აგრესიის თავიდან ასაცილებელი უსაფრთხო მეთოდების ძიების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა. მასში შოტლანდიელი ექიმი ალექსანდრ ფლემინგიც მონაწილეობდა. ბაქტერიების, კერძოდ, სტაფილოკოკების შესწავლისას მან შენიშნა, რომ ბაქტერიებით დაფარული ლაბორატორიული ლამბაქის ცენტრში რაღაც უჩვეულო აბლაბუდა, ობის ქსელი ვითარდებოდა. ეს პენიცილიუმ ნოტატუმ გახლდათ.

(გაგრძელება)

რენტგენის სხივები
მედიცინის ამ უდიდესი აღმოჩენის გარეშე დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია. წარმოიდგინეთ, რომ ექიმმა არ იცის, სად და რაზე გაუკეთოს ავადმყოფს ოპერაცია, რომელი ძვალია მოტეხილი, სად გაიჭედა ტყვია, რა პათოლოგიაა ორგანიზმში... მედიცინის ისტორიაში დიდი გარდატეხა მოახდინა აღმოჩენამ, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ადამიანის ორგანიზმში გაუჭრელად ჩახედვა. მე-19 საუკუნის ბოლოს ადამიანი იყენებდა ელექტრობას, თუმცა კარგად არ ესმოდა მისი არსი.

ადამიანის ანატომიის თამამი გამოკვლევები, რომლებმაც ხელთათმანი ესროლა მრავალსაუკუნოვან რწმენას, იდუმალი გამოსხივება, რომელმაც საშუალება მოგვცა, სამყაროსთვის სხვა თვალით შეგვეხედა, სასწაულმოქმედი პრეპარატები, რომლებმაც ურიცხვი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, სიკვდილის მთესველი ეპიდემიების უნიღბო დამნაშავეების აღმოჩენა - ეს ყველაფერი მედიცინის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცლებია. თითოეული მათგანი მიუწვდომელის მიწვდომაა, რევოლუციური გარღვევა, რომელმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა და ცოდნის საზღვრები გააფართოვა.

ჩვენმა რედაქციამ გამოჩენილი ქართველი ექიმების გახსენება და ახალგაზრდა თაობისთვის მათი გაცნობა გადაწყვიტა. ერთი მათგანი გახლდათ ქართული ქირურგიის კორიფე ეგნატე ფიფია, რომელმაც საოპერაციო მაგიდასთან ნახევარი საუკუნე გაატარა. ეგნატე ფიფია რომ გარდაიცვალა, ბავშვი ვიყავი, მაგრამ მისი ვინაობა უკვე ვიცოდი. მერეც არაერთხელ გამიგონია ამ უდიდესი დასტაქარის სახელი, რომელიც შესანიშნავი პიროვნების, ვირტუოზი ქირურგისა და მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერის სინონიმად იქცა.

მედიცინაში ყოველგვარ აღმოჩენასა თუ გამოგონებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან თითოეული მათგანი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესებას ემსახურება, მაგრამ მათ შორისაც არის ისეთები, რომლებმაც ამ დარგის განვითარებას უდიდესი ბიძგი მისცა. ქვემოთ სწორედ მათ შესახებ გესაუბრებით.

19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის