მედიცინის 100 უდიდესი აღმოჩენა - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
მედიცინის 100 უდიდესი აღმოჩენა
მედიცინის 100 უდიდესი აღმოჩენა
ადამიანის ანატომიის სფეროში ჩატარებული თამამი გამოკვლევები, რომლებმაც მრავალსაუკუნოვანი რწმენები "დუელში გამოიწვია", იდუმალი გამოსხივება, რომელმაც საშუალება მოგვცა, სამყაროსთვის სხვა თვალით შეგვეხედა, სასწაულმოქმედი პრეპარატები, რომლებმაც ურიცხვი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, სიკვდილის მთესველი ეპიდემიების უნიღბო დამნაშავეები - ეს ყველაფერი მედიცინის ისტორიის უდიდესი აღმოჩენებია. თითოეული მათგანი მიუწვდომელის წვდომაა, რევოლუციური გარღვევაა, რომელმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა და ცოდნის საზღვრები გააფართოვა.


ღეროვანი უჯრედები ჩვეულებრივი უჯრედებისგან
2014 წელს მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემია ერთდროულად ორ მეცნიერს, იაპონელ სინიია იამანაკასა და ბრიტანელ ჯონ გერდონს მიანიჭეს. პრემია მათ ღეროვანი უჯრედების სფეროში
აღმოჩენებისთვის მიიღეს. ამ ორმა უდიდესმა მეცნიერმა დაადგინა და დაამტკიცა, რომ თურმე შეიძლება, ზრდასრული ადამიანის ჩვეულებრივი უჯრედი ისე გადააპროგრამო, რომ მისგან ღეროვანი უჯრედი მიიღო. ეს კიდევ ერთი გადატრიალებაა მედიცინაში. ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნით. ღეროვანი უჯრედების რამდენიმე წყარო არსებობს: ემბრიონული (იღებენ ჩანასახის ადრეულ სტადიაში); ფეტალური (იღებენ აბორტისშემდგომი მასალისგან);
პოსტნატალური (ზრდასრული ორგანიზმის ღეროვანი უჯრედები); დაბოლოს, მომყოლში დარჩენილი სისხლი (რაც ძალიან ცოტაა). ემბრიონების გამოყენება ღეროვანი უჯრედების მისაღებად ეთიკურ პრობლემებთან არის დაკავშირებული, ზრდასრული ორგანიზმისგან მიღებული ღეროვანი უჯრედები კი, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებაქტიურნი არიან, როგორც წესი, ეთიკურ ასპექტში არავითარ პოლემიკას არ იწვევს. ჩვეულებრივი უჯრედების ღეროვან უჯრედებად გადაპროგრამებას მედიცინისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს - თუ იამანაკას მეთოდის წყალობით შესაძლებელი გახდა ღეროვანი უჯრედების განუსაზღვრელი მარაგის შექმნა, ეს მედიკოსებს ორგანიზმისთვის საჭირო ორგანოებისა და ქსოვილების "გამოზრდის" შესაძლებლობას მისცემს და ეს ყველაფერი ტრანსპლანტოლოგიაში რევოლუციას გამოიწვევს. ეს გახლავთ 50 წლის წინანდელი აღმოჩენა, რომელიც სულ ახლახან დააფასეს. ასეთი უჯრედებისგან ყველაფრის გაზრდა შეიძლება და სულაც არ არის საჭირო ღეროვანი უჯრედების ემბრიონებისგან მიღება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ უჯრედების მეშვეობით შეიძლება ინფარქტგადატანილ გულზე იმ ნაწიბურის გაქრობა, რომელიც გულის შეკუმშვაში მონაწილეობას აღარ იღებს, შეიძლება პარკინსონის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა, შეიძლება პანკრეასის ჯირკვლის ან მისი ნაწილის "გამოზრდა", ანუ იმ ჯირკვლისა, რომელზეც ქირურგიულ ჩარევას დღემდე უფრთხიან მსოფლიოს წამყვანი ქირურგები, შეიძლება ღვიძლის "გამოზრდა"... მეცნიერები ჯერჯერობით არაფერს ამბობენ იმაზე, შესაძლებელია თუ არა ამ აღმოჩენის წყალობით კიდურების გაზრდა. სამაგიეროდ, ამ ტექნოლოგიით სულ ადვილად შეიძლება კანის ახალი უჯრედების შექმნა. დამწვრობამიღებული პაციენტები ყველაზე მძიმე ავადმყოფები არიან, რომელთა სიკვდილიანობა ყველაზე მაღალია. ქიმიური და თერმული დამწვრობები ძალიან საშიშია და თუ შესაძლებელი იქნება, რომ ამ ადამიანების ქსოვილის ერთი უჯრედისგან მთლიანი კანი მივიღოთ და მისი საშუალებით დავფაროთ დაზიანებული ადგილები - ეს ძალიან დიდი მიღწევა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი აღმოჩენა 50 წლის წინ გაკეთდა, მისი პრაქტიკული გამოყენება მხოლოდ დღეს დაიწყო და კიდევ უამრავი რამ არის გამოსაკვლევი იმისთვის, რომ დალაგდეს ერთი უჯრედის სხვა საჭირო უჯრედად ტრანსფორმაციის (გარდაქმნის) პროცესი. ის მეთოდები, რომლებსაც სადღეისოდ იყენებენ, ადამიანის ორგანიზმისთვის მავნეა, ამიტომ საჭიროა მათი შემდგომი შესწავლა. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ჯონ გერდონისა და სინიია იამანაკას აღმოჩენა - ეს ბიოლოგიასა და მედიცინაში ფუნდამენტური გადატრიალებაა.



კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მედიცინის ამ დარგის ისტორია იწყება მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან. 1846 წლის 16 ოქტომბერს, ამერიკელმა კბილის ექიმმა, ტომას მორტონმა, ეთერის ნარკოზით ჩაატარა ოპერაცია და პირველად, სახალხოდ გაუკეთა დემონსტრირება ანესთეზიის წარმატებულ გამოყენებას.
(გაგრძელება)

პენიცილინი
პირველი მსოფლიო ომი. 10 მილიონზე მეტი დაღუპული. მრავალი მათგანი ჭრილობების ინფექციით გარდაიცვალა. ომის შემდეგ ბაქტერიული აგრესიის თავიდან ასაცილებელი უსაფრთხო მეთოდების ძიების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა. მასში შოტლანდიელი ექიმი ალექსანდრ ფლემინგიც მონაწილეობდა. ბაქტერიების, კერძოდ, სტაფილოკოკების შესწავლისას მან შენიშნა, რომ ბაქტერიებით დაფარული ლაბორატორიული ლამბაქის ცენტრში რაღაც უჩვეულო აბლაბუდა, ობის ქსელი ვითარდებოდა. ეს პენიცილიუმ ნოტატუმ გახლდათ.

(გაგრძელება)

რენტგენის სხივები
მედიცინის ამ უდიდესი აღმოჩენის გარეშე დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია. წარმოიდგინეთ, რომ ექიმმა არ იცის, სად და რაზე გაუკეთოს ავადმყოფს ოპერაცია, რომელი ძვალია მოტეხილი, სად გაიჭედა ტყვია, რა პათოლოგიაა ორგანიზმში... მედიცინის ისტორიაში დიდი გარდატეხა მოახდინა აღმოჩენამ, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ადამიანის ორგანიზმში გაუჭრელად ჩახედვა. მე-19 საუკუნის ბოლოს ადამიანი იყენებდა ელექტრობას, თუმცა კარგად არ ესმოდა მისი არსი.

ადამიანის ანატომიის თამამი გამოკვლევები, რომლებმაც ხელთათმანი ესროლა მრავალსაუკუნოვან რწმენას, იდუმალი გამოსხივება, რომელმაც საშუალება მოგვცა, სამყაროსთვის სხვა თვალით შეგვეხედა, სასწაულმოქმედი პრეპარატები, რომლებმაც ურიცხვი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, სიკვდილის მთესველი ეპიდემიების უნიღბო დამნაშავეების აღმოჩენა - ეს ყველაფერი მედიცინის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცლებია. თითოეული მათგანი მიუწვდომელის მიწვდომაა, რევოლუციური გარღვევა, რომელმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა და ცოდნის საზღვრები გააფართოვა.

ჩვენმა რედაქციამ გამოჩენილი ქართველი ექიმების გახსენება და ახალგაზრდა თაობისთვის მათი გაცნობა გადაწყვიტა. ერთი მათგანი გახლდათ ქართული ქირურგიის კორიფე ეგნატე ფიფია, რომელმაც საოპერაციო მაგიდასთან ნახევარი საუკუნე გაატარა. ეგნატე ფიფია რომ გარდაიცვალა, ბავშვი ვიყავი, მაგრამ მისი ვინაობა უკვე ვიცოდი. მერეც არაერთხელ გამიგონია ამ უდიდესი დასტაქარის სახელი, რომელიც შესანიშნავი პიროვნების, ვირტუოზი ქირურგისა და მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერის სინონიმად იქცა.

მედიცინაში ყოველგვარ აღმოჩენასა თუ გამოგონებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან თითოეული მათგანი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესებას ემსახურება, მაგრამ მათ შორისაც არის ისეთები, რომლებმაც ამ დარგის განვითარებას უდიდესი ბიძგი მისცა. ქვემოთ სწორედ მათ შესახებ გესაუბრებით.

16 აგვისტო 2018
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართავს, VALSARTAN-ის
17 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ღამით მძიმე საკვების მიღება მავნებელია, მაგრამ ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებასაც არ
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868