გინესის წიგნის სამედიცინო რეკორდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გინესის წიგნის სამედიცინო რეკორდები

ყველაზე მეტი მშობიარობა

მშობიარობის რეკორდული რიცხვი - 38 - ეკუთვნის ელიზაბეტ გრინჰილსს (ქ. ებოტს-ლენგლი, დიდი ბრიტანეთი). მას 39 შვილი - 32 გოგონა და 7 ვაჟი - ჰყავდა. რეკორდსმენი დედა 1681 წელს გარდაი-ცვალა.

ყველაზე ხანდაზმული მშობიარე

1994 წლის 18 ივლისს, 63 წლის ასაკში, იტალიელმა როზანა დალა კორტმა (ქ. ვიტერბო) ვაჟი გააჩინა. ორსულობამდე მან უშვილობის მკურნალობის კურსი გაიარა.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან მოწოდებული ცნობების მიხედვით, 1996 წელს 63 წლის არსელი კეხიმაც გააჩინა ბავშვი.

ერთნაყოფიანი მშობიარობის ყველაზე მძიმეწონოსანი ჩვილი

ცოცხლად დარჩენილი ყველაზე მძიმე ჩვილი, რომლის შესახებაც არსებობს ცნობები, გახლდათ ბიჭუნა, რომელიც 10 კილოგრამსა და 200 გრამს იწონიდა. ის 1955 წელს დაიბადა. მისი დედა გახლდათ კარმე-ლინ ფედელე (ქ. ავერსი, იტალია). თანამედროვეთაგან ყველაზე მძიმე წონა 1992 წელს დაბადებულ გაი უორვიკ კარსს ჰქონდა. ეს ბავშვი 7 კილოგრამს იწონიდა.

ერთნაყოფიანი მშობიარობის ყველაზე მცირეწონიანი ჩვილი

აშშ-ის შტატ ილინოისის ლოიოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში 1989 წლის 27 ივლისს, ოფი-ციალური მონაცემების თანახმად, ვადამდელი მშობიარობის შედეგად დაიბადა გოგონა, წონით 281 გრამი.

ყველაზე დღენაკლული ბავშვი

ვადამდე 128 დღით ადრე ბრენდა გილ ოტავეს (ონტარიოს პროვინცია, კანადა) 1987 წლის 20 მაისს გაუჩნდა ბიჭუნა - ჯეიმს გილი. ახალშობილის წონა 624 გრამი გახლდათ.

მშობიარობის ყველაზე

ხანგრძლივი ინტერვალი მრავალნაყოფიანი ორსულობისას აშშ-ის შტატ პენსილვანიის ქალაქ ჰანტინგტო-ნის მკვიდრმა პეგი ლინმა 1995 წლის 11 ნოემბერს შვა გოგონა ჰანა, ხოლო მეორე ტყუპისცალი, ბიჭუნა ერიკი 84 დღის შემდეგ, 1996 წლის 2 თებერვალს მოევლინა ქვეყნიერებას.

ერთ ოჯახში მრავალნაყოფიანი მშობიარობის ყველაზე მეტი შემთხვევა

1839 წელს დაბადებულ იტალიელ მადლენ გრანატს 15-ჯერ გაუჩნდა სამი ტყუპი.

სიამის ტყუპი

სხეულის სხვადასხვა ნაწილებით შეერთებულ ტყუპს "სიამისა" მაშინ უწოდეს, როცა სიამში (ტაილან-დი), მეკლონგის რაიონში, 1811 წლის 11 მაისს მკერდის მიდამოთი შეერთებული ტყუპები - ჩანგ და ენგ ბუნკერები დაიბადნენ. მათ იქორწინეს ამერიკელ დებზე სარა და ადელაიდა იეტსებზე და შესაბამისად 10 და 12 შვილი ეყოლათ. 1874 წელს ჯერ ჩანგი გარდაიცვალა, სამი საათის შემდეგ კი - ენგი. სიამის ტყუპე-ბის ყველაზე უკიდურესი (უარესი) ფორმა - ორთავა, ოთხხელა და ორფეხა ადამიანური არსებაა. ამ ტი-პის ერთადერთი რეგისტრირებული შემთხვევა, მაშა და დაშა კრივოშლიაპოვები, 1950 წელს დაიბადნენ საბჭოთა კავშირში. სიამის ტყუპების დაშორების პირველი წარმატებული ოპერაცია 1952 წლის 14 დეკე-მბერს ჩაატარა დოქტორმა ჟაკ ს. გელერმა აშშ-ის ქალაქ კლივლენდის (ოჰაიოს შტატი) მაუნტ-სინაის საა-ვადმყოფოში.

ყველაზე დღეგრძელი ადამიანი

1997 წლის აგვისტოში არლიში (საფრანგეთი) გარდაიცვალა 122 წლის ჟანა ლუიზა კალმა. ის 1875 წლის 21 თებერვალს გახლდათ დაბადებული. ამჟამად ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ითვლება მარია ლუიზა ფებრონ-მეილერი (კვებეკის პროვინცია, კანადა), რომელიც 116 წლისაა.

ყველაზე დღეგრძელი ტყუპი

1803 წლის 14 თებერვალს აშშ-ის ქალაქ ეფინგტონში (ვირჯინიის შტატი) დაიბადნენ ილაი შადრაკ და ჯონ მეშაკ ფიპსები. პირველად 108 წლის ილაი გარდაიცვალა. ეს 1911 წლის 23 თებერვალს მოხდა.

ყველაზე დღეგრძელი სამი ტყუპი

ფეიტ, ჰოუპ და ჩარიტი კარდუელები 1899 წლის 18 მაისს დაიბადნენ აშშ-ს ქალაქ ელ-მოტში (ტეხასის შტატი). პირველი 1994 წლის 2 ოქტომბერს 95 წლის ასაკში ფეიტი გარდაიცვალა.

ყველაზე დღეგრძელი ოთხი ტყუპი

ადოლფ, ანა-მარია, ემა და ელიზაბეტ ოტმანები 1912 წლის 5 მაისს დაიბადნენ გერმანიის ქალაქ მიუნხენში. პირველი 79 წლის ასაკში 1992 წლის 17 მარტს ადოლფი გარდაიცვალა.

ყველაზე მეტი მემკვიდრე

ქვეყნებში, სადაც პოლიგამია კანონით არის ნებადართული, ადამიანს შეიძლება უამრავი შვილი ჰყავდეს. ამბობენ, რომ მაროკოს სულთანს მულაი ისმაილს (1672-1722 წლები) 1703 წლისთვის 525 ვაჟი და 342 ქალიშვილი ჰყავდა, ხოლო 1721 წლისთვის, როდესაც ის 49 წლის იყო, მე-700 ვაჟის მამა გახდა. აშშ-ის ქალაქ ფრაიბერგის (პენსილვანიის შტატი) მკვიდრს სემიუელ ს. მაეტს (გარდაიცვალა 96 წლისა) საერთო ჯამში 824 ცოცხალი შთამომავალი ჰყავდა: 11 შვილი, 97 შვილიშვილი, 634 შვილთაშვილი და 82 შვილ-თაშვილისშვილი.

მემკვიდრენი, რომლებიც შთამომავლობის ყველაზე დიდ ხანას მოიცავენ

ოგასტა ბანჯი (აშშ, ვისკოსინის შტატი) 1989 წლის 21 იანვარს, 110 წლის ასაკში, დიდი ბებია (ბებიის ბებიის ბებია) გახდა - მის შვილთაშვილს (მეექვსე თაობა) ვაჟი, კრისტოფერ ჯონ ბოლიგი შეეძინა.

ყველაზე მეტი ცოცხალი წინაპარი

1982 წელს, დაბადებისას, მეგან სიუ ოსტინს (ქალაქი ბარ-ჰარბორი, აშშ, მენის შტატი) ჰყავდა აღმავალი ხაზის 19 პირდაპირი ნათესავი, რომელშიც შედიოდა ბებიებისა და ბაბუების, დიდი ბებიებისა და ბაბუ-ების მთელი წყება და ასევე - დიდი ბებიებისა და ბაბუების 5 ცოცხალი ბებია და ბაბუა.

ყველაზე მრავალნაყოფიანი მშობიარობა

დოქტორი ჯენარდო მონტანინო (რომი, იტალია) ამტკიცებს, რომ 1971 წლის ივლისში ოცდათხუთმეტი წლის ქალს, რომელიც ოთხი თვის ორსული იყო, საშვილოსნოდან ამოუყვანა 10 გოგონასა და 5 ვაჟის ემბრიონი. ეს უნიკალური შემთხვევა უშვილობის სამკურნალო პრეპარატების მიღების შედეგი გახლდათ.

9 შვილი შვა ჯერალდინ ბროდრიკმა 1971 წლის 13 ივნისს სიდნეიში (ავსტრალია). დაიბადა 5 ბიჭუნა და 4 გოგონა. ორი ბიჭი მკვდრადშობილი გაჩნდა, ხოლო დარჩენილთაგან ექვს დღეზე მეტი არც ერთს არ უცოცხლია. 10 ტყუპის დაბადება აღრიცხულია ესპანეთში (1924 წელი), ჩინეთსა (1936 წელი) და ბრა-ზილიაში (1946 წელი). არსებობს ცნობები იმის შესახებაც, რომ 1971 წლის 29 მაისს ფილადელფიაში (აშშ, პენსილვანიის შტატი) და 1977 წლის მაისში ქალაქ ბაგარხატში (ბანგლადეში) 11 ტყუპი დაიბადა. არც ერთი ბავშვი ცოცხალი არ გადარჩენილა.


"უძველესი" დაავადებები

ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1350 წელს ძველ ეგვიპტეში კეთრით დაავადების შემთხვევა იქნა აღწერილი. ეგვიპტურ მუმიებს,  რომლებიც ფარაონების მე-20 დინასტიას (1250-1000 წელი ჩვ. წ. აღ-მდე) ეკუთვნიან, აღმოაჩნდათ თირკმელებისა და ღვიძლის მძიმე ინფექციური დაავადება შისტოსომოზი.

"უახლესი" დაავადება

სულ ახლახან აღმოაჩინეს ინფექციური დაავადება, რომელიც კრეიტცფელდ-იაკობის დაავადების ახალი ნაირსახეობაა. იგი ჭკუასუსტობას იწვევს და ადამიანს მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ტკიპების ერთ-ერთი სახეობისგან გადაედება.

ყველაზე გავრცელებული დაავადება

ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადება მწვავე ვირუსულ-რესპირატორული დაავადებაა (ზემო სასუნთქი გზების დაავადება, რომელსაც ჩვენ უბრალოდ გაციებას ვეძახით). არსებობს სულ ცოტა 40 ვი-რუსი (ზოგი ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა, ზოგი - უშუალოდ კონტაქტისას), რომლებიც ისეთ სიმპ-ტომებს იწვევს, როგორიც არის ცემინება, ხველება, ყელის ტკივილი, ცრემლიანობა, თავის ტკივილი, სურდო, ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება.

ყველაზე იშვიათი დაავადება

ამჟამად ყველაზე იშვიათი დაავადება ყვავილია. 1978 წლის მაისში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განვლილი ექვსი თვის განმავლობაში ვერ აღრიცხა ყვავილით დაავადების ვერც ერთი შემთხვევა. ყვავი-ლით გარდაცვალების უკანასკნელი შემთხვევა 1978 წლის აგვისტოში აღირიცხა - ბირმინგემის უნივერ-სიტეტში (დიდი ბრიტანეთი) გამოკვლევებისთვის შენახული ყვავილის პარტიიდან დასნებოვნდა და გარდაიცვალა ფოტოგრაფი, რომელიც ბიოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობდა.

ყველაზე საშიში დაავადებები

სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი - 50%-ზე მეტი - შემჩნეულია ლასას ცხელებისას. ამ ეპიდემიური ხასიათის დაავადებას იშვიათი აღმოსავლეთაფრიკული ვირუსი იწვევს, რომელიც, საბედ-ნიეროდ, იშვიათია. ძალიან მაღალი სიკვდილიანობა აღინიშნება აგრეთვე ცერკოპითეკის ჰემორაგიული ცხელებისა და ებოლას ცხელების დროს. 1900 წლიდან მოყოლებული, ქოლერამ ინდოეთში 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეპიდემიის დროს მკურნალობის გარეშე სიკვდილიანობა აქაც 50%-ზე მეტს აღწევს. საბედნიეროდ, იშვიათია ყვითელი ცხელებაც. ეს ვირუსული დაავადება მოსკიტებს გადააქვთ და მისით დასნებოვნების შემთხვევაში სიკვდილიანობა 10-90%-ს აღწევს. საშიშ დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის მალარიაც, უფრო სწორად, მისი სამდღიანი ელვისებური ვარიანტი. ეს დაავადება ადამიანის ტვინზე მოქმედებს და კომას და ხშირად სიკვდილსაც კი იწვევს.

ყველაზე საზარელი ეპიდემია

შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) და ცოფი - ცენტრალური ნერვული სისტემის დამანგ-რეველი ვირუსული ინფექცია - ყველაზე საზარელ ეპიდემიებად ითვლება.

ყველაზე მაინფიცირებელი დაავადება

1347-51 წლებში ევროპის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი და კიდევ 75 მილიონი ადამიანი დანარჩენ მსოფლიოში შეიწირა შავი ჭირის ფილტვის ფორმამ. ეს დაავადება "შავი სიკვდილის" სახელით გახლდათ ცნობილი.

სხეულის ყველაზე მაღალი ტემპერატურა

1980 წლის 10 ივლისს ქალაქ ატლანტის (აშშ, ჯორჯიის შტატი) საავადმყოფოში მიყვანილ იქნა ორმოც-დათორმეტი წლის უილი ჯონსი, რომელმაც სითბური დაკვრა მიიღო. მისი სხეულის ტემპერატურა 46,5 გრადუსი ცელსიუსით გახლდათ. საავადმყოფოდან პაციენტი 24 დღის შემდეგ გაეწერა.

სხეულის ყველაზე დაბალი ტემპერატურა

ადამიანის სხეულის ყველაზე დაბალი დოკუმენტურად დადასტურებული ტემპერატურა რეგისტრირე-ბულ იქნა 1994 წლის 23 თებერვალს კანადაში, ქალაქ რედჯაინში. ორი წლის გოგონა, რომელსაც სახლის კარი შემთხვევით ჩაეკეტა, ექვსი საათის განმავლობაში 22-გრადუსიან ყინვაში დარჩა. უკანა ტანიდან გაზომილი მისი სხეულის ტემპერატურა ცელსიუსით 14,2 გრადუსი იყო. ალბათ, მკითხველისთვის ისიც საინტერესო იქნება, რომ გოგონას გადარჩენა მოხერხდა. ის დღესაც კარგად გრძნობს თავს.

სლოკინი

ჩარლზ ოსბორნმა (ქალაქი ანტონა, აშშ) 1922 წელს დაიწყო სლოკინი. იგი ჩვეულებრივ ცხოვრობდა, ორჯერ იქორწინა, გააჩინა რვა შვილი, სლოკინმა კი მხოლოდ 1990 წელს გადაუარა.

ცემინება

ბრიტანელმა (ქალაქი პერშორი) დონა გრიფიტსმა ცემინება 1981 წლის 13 იანვარს დაიწყო. პირველი 365 დღის განმავლობაში მან მილიონჯერ დააცემინა, მაგრამ ამას არ დასჯერდა და კიდევ 614 დღე აცემინებდა.