მედიცინის 100 უდიდესი აღმოჩენა - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
მედიცინის 100 უდიდესი აღმოჩენა
მედიცინის 100 უდიდესი აღმოჩენა
(გაგრძელება)

რენტგენის სხივები
მედიცინის ამ უდიდესი აღმოჩენის გარეშე დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია. წარმოიდგინეთ, რომ ექიმმა არ იცის, სად და რაზე გაუკეთოს ავადმყოფს ოპერაცია, რომელი ძვალია მოტეხილი, სად გაიჭედა ტყვია, რა პათოლოგიაა ორგანიზმში... მედიცინის ისტორიაში დიდი გარდატეხა მოახდინა აღმოჩენამ, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ადამიანის ორგანიზმში გაუჭრელად ჩახედვა. მე-19 საუკუნის ბოლოს ადამიანი იყენებდა ელექტრობას, თუმცა კარგად არ ესმოდა მისი არსი.


1895 წელს გერმანელი ფიზიკოსი ვილჰელმ რენტგენი ცდებს ატარებდა ელექტრონულ-სხივური მილაკის გამოყენებით, რომელიც წარმოადგენდა მინის ცილინდრს, საიდანაც თითქმის მთელი ჰაერი იყო ამოტუმბული. რენტგენი დაინტერესდა
იმ მანათობელი სხივებით, მილაკიდან რომ გამოსხივდებოდა. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს ფიზიკოსმა მილაკს შავი მუყაო შემოაფარა, ოთახიც ჩააბნელა და მილაკი ჩართო. მოულოდნელად შეამჩნია, რომ მის კაბინეტში არსებულმა ფოტოგრაფიულმა ფირფიტამ ნათება დაიწყო. რენტგენი მიხვდა, რომ მის თავს რაღაც უცნაურობა ხდებოდა. ეს არ გახლდათ ახალაღმოჩენილი კათოდური სხივი, ის მაგნიტის
მიახლოებისას არ რეაგირებდა. ეს სრულიად ახალი, იდუმალი მოვლენა იყო, ამიტომ რენტგენმა მიღებულ სხივებს “უცნობი სხივები”, “X-სხივები” დაარქვა. აი, ასე უნებურად აღმოაჩინა მან იმ დროისთვის უცნობი გამოსხივება, რომელსაც ჩვენ რენტგენის სხივებს ვუწოდებთ. რამდენიმე დღის განმავლობაში ფიზიკოსი საკუთარ თავს არ ჰგავდა, მერე კი მეუღლეს უთხრა: “ბერტა, მოდი, შენ მაინც გაჩვენო, რით ვარ აქ დაკავებული, რადგან ამას მაინც არავინ დაიჯერებს”. რენტგენმა მეუღლეს ხელი ფოტოგრაფიულ ფირფიტაზე დაადებინა, “X-სხივებით” დაასხივა და... ასე იხილა დღის სინათლე ხელის მტევნის პირველმა რენტგენულმა გამოსახულებამ. მედიცინის ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერტამ ამ დროს წარმოთქვა: “მე ჩემი სიკვდილი დავინახე” - იმ დროს ხომ ადამიანის გარდაცვალებამდე ჩონჩხის დანახვა შეუძლებელი იყო. მისი შინაგანი აღნაგობის გადაღებაც კი არავის მოუვიდოდა აზრად. მედიცინის ისტორიაში საიდუმლო კარი გაიღო, რომლის მიღმაც ახალი სამყარო გადაიშალა. რენტგენმა ნათელი მოჰფინა უმძლავრესი ტექნოლოგიის საიდუმლოს, რომელმაც უდიდესი გადატრიალება მოახდინა დიაგნოსტიკის სფეროში. რენტგენული გამოსხივების აღმოჩენა ერთადერთია მეცნიერებაში, რომელიც შემთხვევით და წინასწარგანუჭვრეტელად მოხდა. მაგრამ როგორც კი მოხდა, მსოფლიომ ის მაშინვე, ყოველგვარი დებატების გარეშე მიიღო. მისი წყალობით ორიოდე კვირაში სამყარომ სახე იცვალა. რენტგენის აღმოჩენაზეა დამყარებული უამრავი თანამედროვე და მძლავრი ტექნოლოგია, დაწყებული კომპიუტერული ტომოგრაფიით, რომლის საშუალებითაც იგებენ, რა სტკივა ადამიანს, დამთავრებული ნასას კოსმოსურ-რენტგენოგრაფიული ტელესკოპით (“ჩანდრა”), რომელიც კოსმოსური სიღრმეებიდან წამოსულ რენტგენულ სხივებს იჭერს.

დაავადების მიკრობული წარმოშობის თეორია
ზოგიერთი აღმოჩენა შემთხვევით ხდება, ხოლო სხვების აღმოსაჩენად მეცნიერები დიდხანს მუშაობენ. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. 1846 წელი. ვენა. კულტურის უმშვენიერესი კერა. ქალაქის საავადმყოფოში სიკვდილის აჩრდილი დაძრწის. აქ მოთავსებულ მელოგინეთა დიდი ნაწილი იღუპება სამშობიარო ცხელების, საშვილოსნოს ინფექციის დიაგნოზით. როდესაც დოქტორმა იგნაც ზემელვაისმა ამ საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა, მან ყურადღება მიაქცია ერთ უცნაურ ფაქტს: საავადმყოფოში ორი სამშობიარო განყოფილება იყო. ერთში მშობიარობას ექიმები იღებდნენ, მეორეში - ბებიაქალები. ზემელვაისმა ნახა, რომ იმ განყოფილებაში, სადაც ექიმები ამშობიარებდნენ ქალებს, სამშობიარო ცხელებით მელოგინეთა 7% იღუპებოდა, ხოლო ბებიაქალების განყოფილებაში - მხოლოდ 2%. ამან ძალიან გააკვირვა ზემელვაისი - ექიმები ხომ უკეთესად იყვნენ მომზადებულნი მშობიარობის მისაღებად. მან ამ შეუსაბამობის მიზეზსაც მალე მიაკვლია - შეამჩნია, რომ ექიმებისა და ბებიაქალების მუშაობის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის იყო, რომ ექიმები გარდაცვლილ მშობიარეებს კვეთდნენ, მერე კი ისე მიდიოდნენ სხვა ორსულების გასასინჯად ან მშობიარობის მისაღებად, რომ ხელებს არ იბანდნენ. ისევე როგორც ავტოხელოსნები, რომლებიც ერთ მანქანასთან მუშაობას დაამთავრებენ და ხელების დაუბანლად, ზეთიანი ხელებით გადადიან მეორე მანქანასთან. ისინი ხელების დაბანის საჭიროებას ვერ ხედავენ. ზემელვაისი დაფიქრდა: ხომ არ გადაჰქონდა ექიმს დაუბანელი ხელებით გარდაცვლილიდან ცოცხალ პაციენტზე რაიმე უხილავი ნაწილაკები, რომლებიც მძიმე, სასიკვდილო დაავადებას იწვევდა? ამის გასარკვევად მან ექსპერიმენტი ჩაატარა: სთხოვა სტუდენტ მედიკოსებს, ყოველი პაციენტის შეხებამდე ხელები ქლორიანი კირით დაებანათ. მალე სიკვდილიანობა 1%-მდე დაეცა, უფრო დაბლა, ვიდრე ბებიაქალებთან. ამ ექსპერიმენტის წყალობით ზემელვაისი მიხვდა, რომ ისეთ ინფექციურ დაავადებას, როგორიც სამშობიარო ცხელება იყო, მხოლოდ ერთი მიზეზი ჰქონდა და თუ ამ მიზეზს გამორიცხავდი, დაავადება აღარ წარმოიშობოდა. მაგრამ 1846 წელს არავის მოსვლია აზრად, რომ არსებობდა კავშირი ბაქტერიებსა და ინფექციას შორის და ზემელვაისის იდეები სერიოზულად არავის მიუღია. გავიდა ათი წელი და კიდევ ერთმა მეცნიერმა მიაქცია ყურადღება მიკროორგანიზმებს. მას ლუი პასტერი ერქვა. პასტერის ხუთი შვილიდან სამი მუცლის ტიფით გარდაიცვალა, რაც ნაწილობრივ ხსნის, რატომ ეძებდა ის ასე ჯიუტად ინფექციური დაავადებების მიზეზს. პასტერი სწორ კვალზე დააყენა თავისმა სამუშაომ, რომელსაც ის ლუდისა და ღვინის მწარმოებლებისთვის ეწეოდა. პასტერი იმის ახსნას ცდილობდა, რატომ ფუჭდებოდა მის ქვეყანაში წარმოებული ღვინის უდიდესი ნაწილი. მან აღმოაჩინა, რომ ამჟავებულ ღვინოში ბინადრობდნენ განსაკუთრებული მიკროორგანიზმები, მიკრობები. სწორედ ისინი ამჟავებდნენ ღვინოს. პასტერმა დაადგინა, რომ უბრალო გახურების შემდეგ მიკრობები იღუპებოდნენ და ღვინის გადარჩენა შესაძლებელი ხდებოდა. ასე დაიბადა პასტერიზაცია. ამიტომ, როცა წარმოიშვა ინფექციური დაავადებების მიზეზების დადგენის საჭიროება, პასტერმა იცოდა, სად ეძებნა. “მიკრობები იწვევენ გარკვეულ დაავადებებს!” - თქვა მან და დაამტკიცა კიდეც ეს მოსაზრება უამრავი ექსპერიმენტის საშუალებით, რომლებმაც საფუძველი დაუდო უდიდეს აღმოჩენას - დაავადებების მიკრობული წარმოშობის თეორიას. ამ თეორიაზეა დაფუძნებული თანამედროვე მედიცინა. თეორიის თანახმად, განსაზღვრულ დაავადებას განსაზღვრული სახის მიკროორგანიზმი იწვევს. დღეს ეს ჩვენთვის ცხადზე უცხადესია, მაგრამ თავის დროზე ერთ-ერთი რევოლუციური კონცეფცია გახლდათ მედიცინაში.



კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მედიცინის ამ დარგის ისტორია იწყება მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან. 1846 წლის 16 ოქტომბერს, ამერიკელმა კბილის ექიმმა, ტომას მორტონმა, ეთერის ნარკოზით ჩაატარა ოპერაცია და პირველად, სახალხოდ გაუკეთა დემონსტრირება ანესთეზიის წარმატებულ გამოყენებას.
ადამიანის ანატომიის სფეროში ჩატარებული თამამი გამოკვლევები, რომლებმაც მრავალსაუკუნოვანი რწმენები "დუელში გამოიწვია", იდუმალი გამოსხივება, რომელმაც საშუალება მოგვცა, სამყაროსთვის სხვა თვალით შეგვეხედა, სასწაულმოქმედი პრეპარატები, რომლებმაც ურიცხვი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, სიკვდილის მთესველი ეპიდემიების უნიღბო დამნაშავეები - ეს ყველაფერი მედიცინის ისტორიის უდიდესი აღმოჩენებია.
(გაგრძელება)

პენიცილინი
პირველი მსოფლიო ომი. 10 მილიონზე მეტი დაღუპული. მრავალი მათგანი ჭრილობების ინფექციით გარდაიცვალა. ომის შემდეგ ბაქტერიული აგრესიის თავიდან ასაცილებელი უსაფრთხო მეთოდების ძიების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა. მასში შოტლანდიელი ექიმი ალექსანდრ ფლემინგიც მონაწილეობდა. ბაქტერიების, კერძოდ, სტაფილოკოკების შესწავლისას მან შენიშნა, რომ ბაქტერიებით დაფარული ლაბორატორიული ლამბაქის ცენტრში რაღაც უჩვეულო აბლაბუდა, ობის ქსელი ვითარდებოდა. ეს პენიცილიუმ ნოტატუმ გახლდათ.

ადამიანის ანატომიის თამამი გამოკვლევები, რომლებმაც ხელთათმანი ესროლა მრავალსაუკუნოვან რწმენას, იდუმალი გამოსხივება, რომელმაც საშუალება მოგვცა, სამყაროსთვის სხვა თვალით შეგვეხედა, სასწაულმოქმედი პრეპარატები, რომლებმაც ურიცხვი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, სიკვდილის მთესველი ეპიდემიების უნიღბო დამნაშავეების აღმოჩენა - ეს ყველაფერი მედიცინის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცლებია. თითოეული მათგანი მიუწვდომელის მიწვდომაა, რევოლუციური გარღვევა, რომელმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა და ცოდნის საზღვრები გააფართოვა.

ჩვენმა რედაქციამ გამოჩენილი ქართველი ექიმების გახსენება და ახალგაზრდა თაობისთვის მათი გაცნობა გადაწყვიტა. ერთი მათგანი გახლდათ ქართული ქირურგიის კორიფე ეგნატე ფიფია, რომელმაც საოპერაციო მაგიდასთან ნახევარი საუკუნე გაატარა. ეგნატე ფიფია რომ გარდაიცვალა, ბავშვი ვიყავი, მაგრამ მისი ვინაობა უკვე ვიცოდი. მერეც არაერთხელ გამიგონია ამ უდიდესი დასტაქარის სახელი, რომელიც შესანიშნავი პიროვნების, ვირტუოზი ქირურგისა და მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერის სინონიმად იქცა.

მედიცინაში ყოველგვარ აღმოჩენასა თუ გამოგონებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან თითოეული მათგანი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესებას ემსახურება, მაგრამ მათ შორისაც არის ისეთები, რომლებმაც ამ დარგის განვითარებას უდიდესი ბიძგი მისცა. ქვემოთ სწორედ მათ შესახებ გესაუბრებით.

05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით