მედიცინის 100 უდიდესი აღმოჩენა - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
მედიცინის 100 უდიდესი აღმოჩენა
მედიცინის 100 უდიდესი აღმოჩენა
ადამიანის ანატომიის თამამი გამოკვლევები, რომლებმაც ხელთათმანი ესროლა მრავალსაუკუნოვან რწმენას, იდუმალი გამოსხივება, რომელმაც საშუალება მოგვცა, სამყაროსთვის სხვა თვალით შეგვეხედა, სასწაულმოქმედი პრეპარატები, რომლებმაც ურიცხვი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, სიკვდილის მთესველი ეპიდემიების უნიღბო დამნაშავეების აღმოჩენა - ეს ყველაფერი მედიცინის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცლებია. თითოეული მათგანი მიუწვდომელის მიწვდომაა, რევოლუციური გარღვევა, რომელმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა და ცოდნის საზღვრები გააფართოვა.


ადამიანის ანატომია
ძველ საბერძნეთში მკურნალობა ფილოსოფიას უფრო ეფუძნებოდა, ვიდრე ადამიანის ანატომიის ცოდნას. ქირურგიული ჩარევა იშვიათი გახლდათ, ხოლო გვამების პრეპარირებაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. შედეგად იმდროინდელ ექიმებს წარმოდგენაც არ
ჰქონდათ ადამიანის სხეულის აგებულებაზე. ანატომია როგორც მეცნიერება მხოლოდ რენესანსის ეპოქაში დაიბადა. ბელგიელმა ექიმმა ანდრეას ვეზალიმ პირველმა გაბედა, შეესწავლა ადამიანის სხეულის აგებულება გვამების გაკვეთის გზით. კვლევისთვის საჭირო მასალის მოპოვება მხოლოდ ღამის საფარქვეშ იყო შესაძლებელი. ვეზალი და მისი მსგავსი მეცნიერები გვამების მოპოვების არალეგალურ გზებს მიმართავდნენ. სხვათა შორის,
ვეზალი ინკვიზიციამ შერისხა და სიკვდილიც კი მიუსაჯა, მაგრამ ესპანეთის მეფის ჩარევით ეს განაჩენი “იერუსალიმის მოლოცვით” შეიცვალა. მოკლედ, როცა ვეზალი პადუის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, მან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ჯალათების ზედამხედველთან, რის წყალობითაც მას თავისუფლად შეეძლო სიკვდილმისჯილთა დათვალიერება და კვლევისთვის საჭიროს შერჩევა. სიკვდილით დასჯილები იმავე ღამეს ვეზალის “ლაბორატორიაში” ხვდებოდნენ. ვეზალმა გადაწყვიტა, სხვებისთვისაც გაეზიარებინა გვამების გაკვეთის გზით მიღებული ცოდნა, რომლის მოპოვებასაც მან მრავალი წელი შეალია და ადამიანის ანატომიის წიგნი გამოსცა. ასე იხილა დღის სინათლე “დე ჰუმანიე ცორპორიე ფაბრიკა”-მ - წიგნმა “ადამიანის აღნაგობის შესახებ”. 1538 წელს გამოქვეყნებული ეს ტრაქტატი მედიცინაში ერთ-ერთ უდიდეს სამეცნიერო ნაშრომად და ერთ-ერთ უდიდეს აღმოჩენად ითვლება, რადგან მასში პირველად აღიწერა ზუსტად ადამიანის სხეულის აგებულება. ეს იყო ძველი ბერძენი ექიმების ავტორიტეტის შერყევის პირველი ცდა. წიგნი გრანდიოზული ტირაჟით გაიყიდა. მას ყიდულობდნენ განათლებული ადამიანები, მათ შორის ისინიც, ვისაც მედიცინასთან საქმე არაფერი ჰქონდა. მთელი ტექსტი სკრუპულოზურად, ზედმიწევნით ზუსტად იყო ილუსტრირებული, რითაც ადამიანის ანატომია თითქმის ყველასთვის ადვილად გასაგები გახლდათ. ვეზალის დამსახურებით ადამიანის ანატომიის შესწავლა გვამების გაკვეთის გზით ექიმების მომზადების ერთ-ერთ ძირითად ნაწილად იქცა და მას შემდეგ უდიდეს აღმოჩენებამდე მივყავართ...

სისხლის მიმოქცევა

ადამიანის გული მუშტისოდენა კუნთია. ის დღეში დაახლოებით 100 000-ჯერ იკუმშება. 70 წლის განმავლობაში ეს 2 მილიარდზე მეტი გულისცემაა. გული წუთში 23 ლიტრ სისხლს გადაქაჩავს. სისხლი არტერიებისა და ვენების რთულ სისტემაში მოძრაობს. თუ ადამიანის ორგანიზმში არსებულ ყველა სისხლძარღვს ერთ ხაზზე გავშლით, ეს ხაზი 96 ათასი კილომეტრზე გაიჭიმება, ანუ ორჯერ და უფრო მეტადაც შემოეხვევა დედამიწას. მაგრამ მე-17 საუკუნის დასაწყისში სისხლის მიმოქცევის პროცესი არასწორად წარმოედგინათ. დომინანტი თეორიის მიხედვით, გულში სისხლი მიდიოდა რბილ ქსოვილებში არსებული ფორებიდან. ამ თეორიის მიმდევარი გახლდათ ინგლისელი მეცნიერი უილიამ ჰარვეიც, მაგრამ რაც უფრო დიდხანს აკვირდებოდა პრეპარირებული ცხოველების გულისცემას, მით უფრო მეტად რწმუნდებოდა, რომ არსებული თეორია სწორი არ იყო. “ხომ არ შეიძლება, სისხლი ჩაკეტილ წრეზე მოძრაობდეს?” - კითხულობს ის, ოდნავ ქვემოთ კი წერს: “გავარკვიე, რომ სისხლი მართლაც ჩაკეტილ წრეზე მოძრაობს”.



კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მედიცინის ამ დარგის ისტორია იწყება მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან. 1846 წლის 16 ოქტომბერს, ამერიკელმა კბილის ექიმმა, ტომას მორტონმა, ეთერის ნარკოზით ჩაატარა ოპერაცია და პირველად, სახალხოდ გაუკეთა დემონსტრირება ანესთეზიის წარმატებულ გამოყენებას.
ადამიანის ანატომიის სფეროში ჩატარებული თამამი გამოკვლევები, რომლებმაც მრავალსაუკუნოვანი რწმენები "დუელში გამოიწვია", იდუმალი გამოსხივება, რომელმაც საშუალება მოგვცა, სამყაროსთვის სხვა თვალით შეგვეხედა, სასწაულმოქმედი პრეპარატები, რომლებმაც ურიცხვი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, სიკვდილის მთესველი ეპიდემიების უნიღბო დამნაშავეები - ეს ყველაფერი მედიცინის ისტორიის უდიდესი აღმოჩენებია.
(გაგრძელება)

პენიცილინი
პირველი მსოფლიო ომი. 10 მილიონზე მეტი დაღუპული. მრავალი მათგანი ჭრილობების ინფექციით გარდაიცვალა. ომის შემდეგ ბაქტერიული აგრესიის თავიდან ასაცილებელი უსაფრთხო მეთოდების ძიების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა. მასში შოტლანდიელი ექიმი ალექსანდრ ფლემინგიც მონაწილეობდა. ბაქტერიების, კერძოდ, სტაფილოკოკების შესწავლისას მან შენიშნა, რომ ბაქტერიებით დაფარული ლაბორატორიული ლამბაქის ცენტრში რაღაც უჩვეულო აბლაბუდა, ობის ქსელი ვითარდებოდა. ეს პენიცილიუმ ნოტატუმ გახლდათ.

(გაგრძელება)

რენტგენის სხივები
მედიცინის ამ უდიდესი აღმოჩენის გარეშე დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია. წარმოიდგინეთ, რომ ექიმმა არ იცის, სად და რაზე გაუკეთოს ავადმყოფს ოპერაცია, რომელი ძვალია მოტეხილი, სად გაიჭედა ტყვია, რა პათოლოგიაა ორგანიზმში... მედიცინის ისტორიაში დიდი გარდატეხა მოახდინა აღმოჩენამ, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ადამიანის ორგანიზმში გაუჭრელად ჩახედვა. მე-19 საუკუნის ბოლოს ადამიანი იყენებდა ელექტრობას, თუმცა კარგად არ ესმოდა მისი არსი.

ჩვენმა რედაქციამ გამოჩენილი ქართველი ექიმების გახსენება და ახალგაზრდა თაობისთვის მათი გაცნობა გადაწყვიტა. ერთი მათგანი გახლდათ ქართული ქირურგიის კორიფე ეგნატე ფიფია, რომელმაც საოპერაციო მაგიდასთან ნახევარი საუკუნე გაატარა. ეგნატე ფიფია რომ გარდაიცვალა, ბავშვი ვიყავი, მაგრამ მისი ვინაობა უკვე ვიცოდი. მერეც არაერთხელ გამიგონია ამ უდიდესი დასტაქარის სახელი, რომელიც შესანიშნავი პიროვნების, ვირტუოზი ქირურგისა და მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერის სინონიმად იქცა.

მედიცინაში ყოველგვარ აღმოჩენასა თუ გამოგონებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან თითოეული მათგანი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესებას ემსახურება, მაგრამ მათ შორისაც არის ისეთები, რომლებმაც ამ დარგის განვითარებას უდიდესი ბიძგი მისცა. ქვემოთ სწორედ მათ შესახებ გესაუბრებით.

05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით