რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
ექიმის წერილები
ექიმის წერილები
ჩვენმა რედაქციამ გამოჩენილი ქართველი ექიმების გახსენება და ახალგაზრდა თაობისთვის მათი გაცნობა გადაწყვიტა. ერთი მათგანი გახლდათ ქართული ქირურგიის კორიფე ეგნატე ფიფია, რომელმაც საოპერაციო მაგიდასთან ნახევარი საუკუნე გაატარა. ეგნატე ფიფია რომ გარდაიცვალა, ბავშვი ვიყავი, მაგრამ მისი ვინაობა უკვე ვიცოდი. მერეც არაერთხელ გამიგონია ამ უდიდესი დასტაქარის სახელი, რომელიც შესანიშნავი პიროვნების, ვირტუოზი ქირურგისა და მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერის სინონიმად იქცა.

ეგნატე ფიფია 1901 წელს სოფელ ჯვარში, გლეხ კალისტრატე ფიფიას ოჯახში დაიბადა. დაწყებითი განათლება ჯვარისა და წალენჯიხის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო, მერე კი ფოთის ვაჟთა გიმნაზია დაამთავრა.
უზომოდ უყვარდა მშობლიური მხარე: “მიყვარს ჩემი ლაკადა, მის ბეჭებზე გადაფენილი ჯვარი და ერთ მყუდრო კუთხეში შეყუჟული ჩემი პატარა ჩქვალერი. წელიწადის ყოველ დროს მომხიბლავია იგი, მაგრამ ვერაფერი შეედრება გაზაფხულზე თოვლქვეშ ამოწვერილ ენძელასა
და იას. ამ უჩინარ ყვავილებს გლეხკაცისათვის პირველი სიხარული მოაქვთ დაბრუნებული სიცოცხლისა; მთაგორებზე იღვენთება თოვლი და პირს იჩენს წყლით გაფუებული დედამიწა: ნელ-ნელა აფერადდება ჩქვალერის მიდამოები: თავდაპირველად ყვითელყვავილა შვინდი აენთება, მერე ტყემალი გადაიპენტება თეთრად, იჩირთება უხვად დაკვირტული ხეხილი და იცრემლება ვაზი; ფუსფუსებს ჩქვარელი გლეხი თავის ეზო-კარში, დღემუდამ მოუსვენრობს, რადგან გაზაფხულზე რაც დათესა, იმაზეა დამოკიდებული მომავალი სარჩო-საბადებლის ბარაქა, “პური მისი არსობისა”, - იგონებდა იგი თავის მემუარებში.

* * *
“ერთხელ ოჩამჩირეში, წმინდა ილორის დღესასწაულზეც ვახლდი მამაჩემს. მან ცხენის გავაზე შემომსვა და ისე ვიმგზავრეთ. მოუთმენლად ველოდი ჩემთვის უცხო სანახაობის ხილვას. მახსოვს, გზად მომავალი ორი “დიდგვაროვანი” შენიშნა მამამ, უმალ ცხენიდან გადმოხტა, მეც გადმომსვა. ერთ ადგილზე უძრავად ვიდექით და ველოდით მათ... როცა მოგვიახლოვდნენ, მამაჩემი თავმდაბლად მიესალმა და ვიდრე თვალს არ მიეფარნენ, ჩვენ გზა არ გავაგრძელეთ. მამამ გაკვირვება რომ შემატყო, მითხრა: “ჩვენს ხალხში ოდითგანვე დამკვიდრებულია წესი, რომ უცნობსა და ნაცნობს თავაზიანად შეხვდე, მით უფრო - თუ იგი დიდგვაროვანია. ასეთი შეხვედრა პატივისცემის ნიშანია. ახლა რომ ჩაიარეს, ისინი მიურატების შთამომავალნი იყვნენო. იმხანად რა ვიცოდი, რომ ამ დიდგვაროვანთა შთამომავლებთან უფრო ხშირი და საინტერესო შეხვედრები მელოდა... ყოველთვის ღარიბულად, მაგრამ სუფთად მეცვა. მახსოვს, ფეხსაცმელებს საგანგებოდ ვუფრთხილდებოდი, სახლიდან ფეხშიშველი მოვდიოდი, სკოლის ახლოს კი წყაროზე ფეხებს დავიბანდი, ბებია თუთას შეკერილი პარკიდან სათუთად გახვეულ ფეხსაცმელებს ამოვალაგებდი, ჩავიცვამდი და ისე შევიდოდი სკოლის ეზოში”.

* * *
საოცარი სითბოთი იხსენებს ეგნატე ფიფია სტუდენტობის წლებს და უნივერსიტეტის რექტორს: “უნივერსიტეტის წლებიდან სამუდამოდ შემომრჩა დიდი ივანე ჯავახიშვილის სახე, მისი განუმეორებელი ღვაწლი და ამაგი სტუდენტებისადმი. დაუვიწყარია მისი ლექციები, ასე ძალუმად რომ აღიბეჭდებოდა ჩემს მეხსიერებაში. ივანე ჯავახიშვილი იყო უბადლო ლექტორი და უბადლო ადამიანი. ამ ბუმბერაზ მეცნიერს ამშვენებდა უშუალობა, სისადავე, დაჯილდოებული იყო ადამიანური მომხიბვლელობით. ჩემთვის და ჩემს თანაკურსელთათვის მისაბაძი გახდა მისი გულისხმიერება: მესამე კურსის სტუდენტებმა დავკარგეთ ტუბერკულოზით დაავადებული, მაშინდელ სტუდენტთა შორის ყველაზე ხელმოკლედ მცხოვრები მეგობარი. უახლოესმა ამხანაგებმა დაკრძალვის დღე გაზეთში გამოვაცხადეთ. ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ბატონი ივანე დაკრძალვაზე მობრძანდა. მან გვთხოვა, მიგვეყვანა მიცვალებულის დედასთან, ჭირისუფალი ანუგეშა, პანაშვიდს დაესწრო და პროცესიას ბოლომდე გამოჰყვა... სტუდენტები მადლიერი თვალებით შევცქეროდით ამ ბუმბერაზ ადამიანს. მისი მაღალჰუმანური საქციელი ჩვენთვის დიდი მაგალითი იყო”.

* * *
თავის ხელქვეითებს ეგნატე ფიფია უპირველესად დიდ ადამიანურ სითბოსა და პაციენტის სიყვარულს სთხოვდა: “ექიმს არ უნდა გამორჩეს ავადმყოფის სხეულის არც ერთი კუთხე-კუნჭული შეუსწავლელი და შეუცნობელი, კარგმა ექიმმა უნდა შეძლოს, ავადმყოფის სულიერ ლაბირინთებში წიგნივით ამოიკითხოს მისი სულიერი და ფიზიკური ტკივილი, რამაც ის მოიყვანა თქვენამდე, მოგანდოთ თავისი სიცოცხლე... ექიმი რომ ასე მოიქცეს, ამისთვის საჭიროა ავადმყოფის უანგარო სიყვარული, რომლის ძალითაც ის შეძლებს, შესწიროს ავადმყოფს განუსაზღვრელი დრო. ასეთი სიყვარული თქვენი მოვალეობისადმი შეგაძლებინებთ, დაძლიოთ თქვენი პირადი ცდუნებები - ყველა სახის გართობა და დროსტარება, რომლის საზღაურადაც თქვენი პაციენტის ჯანმრთელობა მოგევლინებათ. ამისთვის ზოგჯერ იქნებ თქვენი ჯანმრთელობის მსხვერპლის გაღებაც გახდეს საჭირო. ესაა სწორედ ის, რასაც თავგანწირვა ჰქვია. მენდეთ, რომ სწორედ ამისთვის ღირს სიცოცხლე”.



კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მედიცინის ამ დარგის ისტორია იწყება მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან. 1846 წლის 16 ოქტომბერს, ამერიკელმა კბილის ექიმმა, ტომას მორტონმა, ეთერის ნარკოზით ჩაატარა ოპერაცია და პირველად, სახალხოდ გაუკეთა დემონსტრირება ანესთეზიის წარმატებულ გამოყენებას.
ადამიანის ანატომიის სფეროში ჩატარებული თამამი გამოკვლევები, რომლებმაც მრავალსაუკუნოვანი რწმენები "დუელში გამოიწვია", იდუმალი გამოსხივება, რომელმაც საშუალება მოგვცა, სამყაროსთვის სხვა თვალით შეგვეხედა, სასწაულმოქმედი პრეპარატები, რომლებმაც ურიცხვი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, სიკვდილის მთესველი ეპიდემიების უნიღბო დამნაშავეები - ეს ყველაფერი მედიცინის ისტორიის უდიდესი აღმოჩენებია.
(გაგრძელება)

პენიცილინი
პირველი მსოფლიო ომი. 10 მილიონზე მეტი დაღუპული. მრავალი მათგანი ჭრილობების ინფექციით გარდაიცვალა. ომის შემდეგ ბაქტერიული აგრესიის თავიდან ასაცილებელი უსაფრთხო მეთოდების ძიების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა. მასში შოტლანდიელი ექიმი ალექსანდრ ფლემინგიც მონაწილეობდა. ბაქტერიების, კერძოდ, სტაფილოკოკების შესწავლისას მან შენიშნა, რომ ბაქტერიებით დაფარული ლაბორატორიული ლამბაქის ცენტრში რაღაც უჩვეულო აბლაბუდა, ობის ქსელი ვითარდებოდა. ეს პენიცილიუმ ნოტატუმ გახლდათ.

(გაგრძელება)

რენტგენის სხივები
მედიცინის ამ უდიდესი აღმოჩენის გარეშე დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია. წარმოიდგინეთ, რომ ექიმმა არ იცის, სად და რაზე გაუკეთოს ავადმყოფს ოპერაცია, რომელი ძვალია მოტეხილი, სად გაიჭედა ტყვია, რა პათოლოგიაა ორგანიზმში... მედიცინის ისტორიაში დიდი გარდატეხა მოახდინა აღმოჩენამ, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ადამიანის ორგანიზმში გაუჭრელად ჩახედვა. მე-19 საუკუნის ბოლოს ადამიანი იყენებდა ელექტრობას, თუმცა კარგად არ ესმოდა მისი არსი.

ადამიანის ანატომიის თამამი გამოკვლევები, რომლებმაც ხელთათმანი ესროლა მრავალსაუკუნოვან რწმენას, იდუმალი გამოსხივება, რომელმაც საშუალება მოგვცა, სამყაროსთვის სხვა თვალით შეგვეხედა, სასწაულმოქმედი პრეპარატები, რომლებმაც ურიცხვი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, სიკვდილის მთესველი ეპიდემიების უნიღბო დამნაშავეების აღმოჩენა - ეს ყველაფერი მედიცინის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცლებია. თითოეული მათგანი მიუწვდომელის მიწვდომაა, რევოლუციური გარღვევა, რომელმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა და ცოდნის საზღვრები გააფართოვა.

მედიცინაში ყოველგვარ აღმოჩენასა თუ გამოგონებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან თითოეული მათგანი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესებას ემსახურება, მაგრამ მათ შორისაც არის ისეთები, რომლებმაც ამ დარგის განვითარებას უდიდესი ბიძგი მისცა. ქვემოთ სწორედ მათ შესახებ გესაუბრებით.

19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის