რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
აღმოჩენები, რომლებმაც მედიცინა შეცვალა
აღმოჩენები, რომლებმაც მედიცინა შეცვალა
მედიცინაში ყოველგვარ აღმოჩენასა თუ გამოგონებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან თითოეული მათგანი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესებას ემსახურება, მაგრამ მათ შორისაც არის ისეთები, რომლებმაც ამ დარგის განვითარებას უდიდესი ბიძგი მისცა. ქვემოთ სწორედ მათ შესახებ გესაუბრებით.


მიკროსკოპი
თანამედროვე მედიცინა წარმოუდგენელია მიკრობიოლოგიის, ბაქტერიოლოგიისა და იმუნოლოგიის სადიაგნოზო ტესტების გარეშე. მეცნიერების ამ, ფაქტობრივად, ყველაზე ინფორმაციული დარგების განვითარებას კი საფუძველი 18 წლის ანტონ ვან ლევენჰუკმა ჩაუყარა. ყველაფრის თავიდათავი კი სინათლის მიკროსკოპი გახლდათ - ოპტიკური სამედიცინო ხელსაწყო, რომლის უნიკალური თვისებაა, 1500-ჯერ გაადიდოს საგანი, რაც ადამიანის თვალისთვის
პრაქტიკულად უხილავი ობიექტების დანახვის საშუალებას იძლევა. ეს მოწყობილობა, რომლის აგებულება და მუშაობის პრინციპი დღეს მოსწავლემაც კი იცის, XVII საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო აღმოჩენა გახლავთ. ანტონის გატაცება ლინზებით გართობა იყო. ერთ დღეს იგი ერთმანეთში ჩასმული რამდენიმე ლინზით ქალაქის არხიდან აღებული წყლის წვეთს ათვალიერებდა. ლინზების
ქვეშ მან ათასობით ცოცხალი არსება შეამჩნია, რომლებიც წყალში უწესრიგოდ მოძრაობდნენ და ელვის სისწრაფით მრავლდებოდნენ. იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ყველაფერი არ მოსჩვენებია, ლევენჰუკმა წვიმის წვეთის გამოკვლევა სცადა. ამისთვის საგანგებოდ მოემზადა, საგულდაგულოდ შეამოწმა ლინზები, ყველაზე ოპტიმალური თანამიმდევრობით დააწყო და წვიმას დაელოდა. წვიმის წვეთში მან მიკროორგანიზმები ვერ იპოვა, მაგრამ შემდეგ მრავალჯერ აღმოაჩინა ისინი დამდგარ წყალში. თავის სიცოცხლეში ლევენჰუკმა ოთხი მიკროსკოპი შექმნა, რომელთა მაგალითზეც შემდგომ უამრავი ხელსაწყო დამზადდა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მოგვიანებით მეცნიერებმა სინათლის მიკროსკოპის ანალოგიით ელექტრონულის კონსტრუირება მოახერხეს, რომელიც საგნებს უკვე ასეულობით ათასჯერ ადიდებს.

ვაქცინაცია
ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინები მედიცინის იმ მიღწევათაგანია, რომლებმაც მილიონობით ადამიანი გადაარჩინა. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა, BჩG, ალბერ კალმეტმა თავის თანამოაზრე გერენთან ერთად 13-წლიანი ექსპერიმენტის შედეგად მიიღო. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა მე-19 საუკუნეში შექმნა ცნობილმა ფრანგმა მიკრობიოლოგმა ლუი პასტერმა. დიფტერიაც მე-19 საუკუნის ბოლოს მოათვინიერეს, რაც ფრედერიკ ლოფრერის, ემილ რუსა და ემილ ბერგმანის დამსახურებაა. პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა 1955 წლის გაზაფხულზე შექმნა ამერიკელმა მეცნიერმა ჯონას სოლკმა. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მეორე ამერიკელ მეცნიერს ანდერსს, რომელმაც დაავადების გამომწვევი აღმოაჩინა და მისი კულტივირება შეძლო. დღეს ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო 30-მდე ვაქცინა არსებობს, რომელთა წყალობით საშიში ინფექციები ვეღარაფერს აკლებს კაცობრიობას.

საინექციო შპრიცი

ზოგს მიაჩნია, რომ თანამედროვე სამედიცინო შპრიცის წინამორბედი ჰიპოკრატემ გამოიგონა, თუმცა პირველი ინექციები ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში კეთდებოდა, სადაც კანში სამკურნალო ნივთიერების შესაყვანად გამხმარი ლერწმის წვრილ ღეროებს იყენებდნენ. პირველყოფილი შპრიცი 1648 წელს ფრანგმა ფიზიკოსმა ბლეზ პასკალმა შექმნა. ეს გახლდათ წნეხისა და ნემსისგან შემდგარი კონსტრუქცია, რომელსაც მაშინ არავინ მიაქცია ყურადღება. ნამდვილი შპრიცი 1853 წელს შეიქმნა. ინექციებისთვის ხელსაყრელი მოწყობილობა ერთდროულად, თუმცა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოიგონა ორმა ადამიანმა: შოტლანდიელმა ვუდმა და ფრანგმა გაბრიელ პრავაზმა. გერმანელებმა კი მოწყობილობას “სპრიტზე” დაარქვეს, რაც მათ ენაზე შეშხაპუნებას ნიშნავს. ეს კონსტრუქცია სამედიცინო მა­ნიპულაციათა განხორციელების თვალსაზრისით ნამდვილი აღმოჩენა გახლდათ. მისი წყალობით ორგანიზმში ისეთი ნივთიერებების შეყვანა გახდა შესაძლებელი, რომლებზეც მანამდე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. ამ გზით მედიკამენტი სწრაფად ხვდებოდა სისხლში, შესაბამისად, სწრაფად ახდენდა სამკურნალო ეფ­ექტს და ავადმყოფიც უფრო მალე იკ­ურნებოდა. 1856 წელს ჩვეულებრივი მინის შპრიცები ერთჯერადებით შეიცვალა, რამაც საგრძნობლად შეამცირა სისხლისმიერი გზით გადამდები ინფექციების გავრცელება.

ანტიბიოტიკები

ანტიბიოტიკების შექმნას კაცობრიობა შოტლანდიელ ექიმს ალექსანდრ ფლემინგს უმადლის. ყველაფერი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში სენტ-მერის საავადმყოფოს ბაქტერიოლოგიურ განყოფილებაში დაიწყო, სადაც ახალგაზრდა ექსპერიმენტატორი პეტრის ფინჯნებში გამოზრდილ სხვადასხვა დაავადების გამომწვევთა  ზრდა-განვითარებასა და თვისებებს სწავლობდა. ერთ დილას მან შეამჩნია, რომ ერთ-ერთ ფინჯანზე, რომელშიც აგარ-აგარზე გამოზრდილი სტაფილოკოკების კულტურას ინახავდა, რაღაც მომხდარიყო, სტაფილოკოკების კოლონიები სადღაც გამქრალიყო და მათი ადგილი მომწვანო-მოშავო ფერის მასას დაეკავებინა. მოგვიანებით ამ მასამ, ცალ-ცალკე გამოცდისას, გაანადგურა ყველა მიკროორგანიზმი, რომელიც კი მეცნიერის ლაბორატორიაში მოიპოვებოდა, განურჩევლად ზომისა და პათოგენურობისა. ფლემინგი თავიდანვე მიხვდა, რომ ეს ორგანიზმი ობის სოკო იყო, კონკრეტული სახეობის დადგენაში კი მას ამერიკელი მიკრობიოლოგი ტომი დაეხმარა - უნივერსალური მკვლელი პენიცილინუმი აღმოჩნდა. ამის კვალობაზე, ნივთიერებას, რომელიც მუსრს ავლებდა მიკროორგანიზმებს, პენიცილინი ეწოდა. ეს გახლდათ პირველი ანტიბიოტიკი, რომელმაც მალე, II მსოფლიოს ომის დროს, ათასობით სასიკვდილოდ განწირული ჯარისკაცი გადაარჩინა. ანტიბიოტიკების აღმოჩენისთვის მეცნიერს 1945 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.



კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მედიცინის ამ დარგის ისტორია იწყება მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან. 1846 წლის 16 ოქტომბერს, ამერიკელმა კბილის ექიმმა, ტომას მორტონმა, ეთერის ნარკოზით ჩაატარა ოპერაცია და პირველად, სახალხოდ გაუკეთა დემონსტრირება ანესთეზიის წარმატებულ გამოყენებას.
ადამიანის ანატომიის სფეროში ჩატარებული თამამი გამოკვლევები, რომლებმაც მრავალსაუკუნოვანი რწმენები "დუელში გამოიწვია", იდუმალი გამოსხივება, რომელმაც საშუალება მოგვცა, სამყაროსთვის სხვა თვალით შეგვეხედა, სასწაულმოქმედი პრეპარატები, რომლებმაც ურიცხვი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, სიკვდილის მთესველი ეპიდემიების უნიღბო დამნაშავეები - ეს ყველაფერი მედიცინის ისტორიის უდიდესი აღმოჩენებია.
(გაგრძელება)

პენიცილინი
პირველი მსოფლიო ომი. 10 მილიონზე მეტი დაღუპული. მრავალი მათგანი ჭრილობების ინფექციით გარდაიცვალა. ომის შემდეგ ბაქტერიული აგრესიის თავიდან ასაცილებელი უსაფრთხო მეთოდების ძიების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა. მასში შოტლანდიელი ექიმი ალექსანდრ ფლემინგიც მონაწილეობდა. ბაქტერიების, კერძოდ, სტაფილოკოკების შესწავლისას მან შენიშნა, რომ ბაქტერიებით დაფარული ლაბორატორიული ლამბაქის ცენტრში რაღაც უჩვეულო აბლაბუდა, ობის ქსელი ვითარდებოდა. ეს პენიცილიუმ ნოტატუმ გახლდათ.

(გაგრძელება)

რენტგენის სხივები
მედიცინის ამ უდიდესი აღმოჩენის გარეშე დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია. წარმოიდგინეთ, რომ ექიმმა არ იცის, სად და რაზე გაუკეთოს ავადმყოფს ოპერაცია, რომელი ძვალია მოტეხილი, სად გაიჭედა ტყვია, რა პათოლოგიაა ორგანიზმში... მედიცინის ისტორიაში დიდი გარდატეხა მოახდინა აღმოჩენამ, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ადამიანის ორგანიზმში გაუჭრელად ჩახედვა. მე-19 საუკუნის ბოლოს ადამიანი იყენებდა ელექტრობას, თუმცა კარგად არ ესმოდა მისი არსი.

ადამიანის ანატომიის თამამი გამოკვლევები, რომლებმაც ხელთათმანი ესროლა მრავალსაუკუნოვან რწმენას, იდუმალი გამოსხივება, რომელმაც საშუალება მოგვცა, სამყაროსთვის სხვა თვალით შეგვეხედა, სასწაულმოქმედი პრეპარატები, რომლებმაც ურიცხვი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, სიკვდილის მთესველი ეპიდემიების უნიღბო დამნაშავეების აღმოჩენა - ეს ყველაფერი მედიცინის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცლებია. თითოეული მათგანი მიუწვდომელის მიწვდომაა, რევოლუციური გარღვევა, რომელმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა და ცოდნის საზღვრები გააფართოვა.

ჩვენმა რედაქციამ გამოჩენილი ქართველი ექიმების გახსენება და ახალგაზრდა თაობისთვის მათი გაცნობა გადაწყვიტა. ერთი მათგანი გახლდათ ქართული ქირურგიის კორიფე ეგნატე ფიფია, რომელმაც საოპერაციო მაგიდასთან ნახევარი საუკუნე გაატარა. ეგნატე ფიფია რომ გარდაიცვალა, ბავშვი ვიყავი, მაგრამ მისი ვინაობა უკვე ვიცოდი. მერეც არაერთხელ გამიგონია ამ უდიდესი დასტაქარის სახელი, რომელიც შესანიშნავი პიროვნების, ვირტუოზი ქირურგისა და მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერის სინონიმად იქცა.

19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის