ვაქცინაციის ისტორია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაქცინაციის ისტორია

უკვე საკმაოდ ასაკოვანი კალმეტი ამას თავისი მეცნიერული მოღვაწეობის გვირგვინად მიიჩნევდა და ის იყო, მშვიდი და უწყინარი სიბერისთვის დაიწყო მზადება, რომ უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინის შექმნისთანავე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახალშობილთა ვაქცინაცია (ბეცეჟირება) დაიწყო. ერთხანს ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, ვაქცინის ეფექტიანობას ერთხმად აღიარებდნენ, მაგრამ უეცრად გერმანიიდან მეხის გავარდნის ტოლფასი ცნობა მოვიდა: ქალქ ლუბეკში აცრილი  250 ბავშვიდან 75 გარდაცვლილიყო, ათეულობით პატარა კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბუნებრივია, სასწრაფოდ შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომლსაც ლუბეკში დატრიალებული ტრაგედიის დეტალების შესწავლა დაევალა. პირველი, რაც გააკეთეს, ის იყო, რომ ტრაგედიაში დამნაშავე ვაქცინა პასტერის კვლევით ინსტიტუტში გააგზავნეს, მაგრამ ამას არაფერი მოუცია, რადგან ამავე ინსტიტუტში დამზადებული ვაქცინით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე აეცრათ 6 ათასამდე ბავშვი, გართულება კი არსად მოჰყოლია. ლუბეკის ტრაგედიის მიზეზი გამოცანად რჩებოდა. გამოხდა ხანი და გაირკვა ის, რასაც სკრუპულოზურობით ცნობილი გერმანელებისგან არავინ ელოდა: ლუბეკის ლაბორატორიის თანამშრომელს კალმეტის BCG-ს კულტურა შეცდომით ტუბერკულოზური ბაქტერიების ვირულენტური კულტურით შეეცვალა. სასამართლო პროცესი 4 თვეს გაგრძელდა, კალმეტს სრულიად მოეხსნა ბრალდება, მაგრამ ამ ტრაგედიას იგი სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა და პირად უბედურებად მიიჩნევდა.

ცოფი

მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მთელ ევროპას მოსვენება დაუკარგა დაავადებამ, სახელად ცოფმა. ძაღლების, ტურების, მგლების დაკბენილი ხალხი ზედიზედ იხოცებოდა. ევროპაში ცოფის ეპიდემია მძვინვარებდა, ექიმები კი ვერაფერს ახერხებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სნეულებას უხსოვარი დროიდან იცნობდნენ. ევროპელი მედიკოსების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც საფრანგეთში მოღვაწე იმხანად უკვე სახელმოხვეჭილმა ლუი პასტერმა მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოებას ამცნო, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა შევქმენიო. ვაქცინა, რომელიც დაავადების თავიდან ასაცილებლად იყო გამიზნული, კბენიდან 48 საათის გასვლამდე უნდა შეეყვანათ ყველა დაკბენილისთვის. ვაქცინა შეიქმნა, მაგრამ საყოველთაო ვაქცინაცია არ დაწყებულა, რადგან გერმანიაში მოღვაწე არანაკლებ ტიტულოვანმა და პატივსაცემმა მეცნიერმა რობერტ კოხმა და მისმა მოწაფეებმა პასტერის შექმნილი ვაქცინის საყოველთაო გამოყენების წინააღმდეგ გაილაშქრეს, ისინი ამბობდნენ, თუ ადამიანი ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა, ვაქცინა მას გადაარჩენს, მაგრამ თუ ცხოველი ჯანმრთელია, გამოდის, რომ ადამიანის ორგანიზმში შევიყვანთ ნივთიერებას, რომელიც მას ცოფით დააავადებს, რადგან აცრით მიღებული შხამის განეიტრალებას ჯანმრთელი ორგანიზმი ვერ შეძლებსო. არავინ უწყის, ეს კამათი როდემდე გაგრძელდებოდა და კიდევ რამდენ ადამიანს გამოასალმებდა სიცოცხლეს ცოფი, ტიტულოვან მეცნიერთა დავა ცნობილ ავსტრიელ ქირურგს, ემერიხ ულმანს რომ არ გადაეჭრა. იგი 1885 წლის ზაფხულში, შვებულების დროს, საფრანგეთში ესტუმრა პასტერს და  სთხოვა, ვაქცინა მასზე, ანუ ჯანმრთელ ადამიანზე გამოეცადა. პასტერი დათანხმდა, რადგან თავისი ვაქცინის უვნებლობაში დარწმუნებული იყო. ულმანი აცრეს, ათი დღის შემდეგ  კი რევაქცინაცია ჩაუტარეს. ემერიხი პასტერის ვაქცინის უვნებლობაში დარწმუნდა და მთელ მსოფლიოს ამცნო, ვაქცინაციის დაწყებას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოსო. გამოთხოვებისას პასტერმა ულმანს ცოფის ვაქცინის წყარო - ნაცრისფერი ბოცვერი აჩუქა.

დიფთერია

ბავშვთა მწვავე ინფექციური დაავადება დიფთერია XIX საუკუნეში მედიცინის ისეთ პრობლემად იქცა, რომ მსოფლიო მიკრობიოლოგიის მამამთავრებმა ფრანგმა ლუი პასტერმა და გერმანელმა რობერტ კოხმა ყოველგვარი გამოკვლევა გვერდზე გადადეს და ამ მომაკვდინებელი სნეულების დამარცხების გზების ძიებას შეუდგნენ. ამ მარათონში თავი პირველად რობერტ კოხის მოსწავლემ ფრედერიკ ლოფრერმა გამოიჩინა - მან დიფთერიის ბაცილა აღმოაჩინა, თუმცა დაავადების განვითარების მექანიზმის დადგენა ვერ შეძლო. პირველმა მანვე გამოთქვა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ბაცილა გამოყოფდა ძლიერ შხამს, რომელიც ვრცელდებოდა ორგანიზმში, იჭრებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის ნერვულ ცენტრებში და მათი ფუნქციის მოშლას იწვევდა. მოგვიანებით ლოფრერის ვარაუდი განავითარა პასტერთან მომუშავე მიკრობიოლოგმა ემილ რუმ და დიფთერიის ტოქსინის ძებნას შეუდგა, რომელიც  იპოვა კიდეც, მაგრამ ამაზე შორს ვეღარ წავიდა. საბედნიეროდ, ეს მეორე ემილმა, რობერტ კოხის ლაბორატორიაში საიდუმლო მრჩევლის სტატუსის მქონე ექიმმა შეძლო. მან დიფთერიის გამომწვევით ხელოვნურად დააავადა ათასობით ზღვის გოჭი და, როგორც იქნა, მიიღო რამდენიმე ძლიერ იმუნირებული ცხოველი, რომელთა სისხლისგანაც დიფთერიის საწინააღმდეგო შრატი დაამზადა. აუცილებელი გახდა მისი ვაქცინის თვისებებისა და მოქმედების ადამიანზე გამოცდა. ამისთვის მეცნიერმა საკუთარი მცირეწლოვანი ვაჟი შეარჩია. 1891 წლის ზამთარში ბერლინში ბერგმანის ბავშვთა საავადმყოფო დიფთერიით სნეული მომაკვდავი ბავშვებით იყო სავსე. შობა ღამეს ემილმა დიფთერიის საწინააღმდეგო ანატოქსინი საკუთარი ხელით შეუყვანა დაავადებულ შვილს ორგანიზმში. რისკმა გაამართლა, ბავშვი რამდენიმე დღეში მომჯობინდა. შრატის წყალობით მისმა ორგანიზმმა მანამდე უკურნებელ სენს სძლია. მალე გერმანიის დიდმა ფარმაცევტულმა საწარმოებმა შრატის სერიული წარმოება დაიწყეს და სამი წლის განმავლობაში 200 ათასი სასიკვდილოდ განწირული ბავშვი გადაარჩინეს. დიფთერიის ანტიტოქსინით მკურნალობა მთელ მსოფლიოში წესად ქცა.

პოლიომიელიტი

იყო დრო, როცა მშობლებს პოლიომიელიტის ხსენებაც კი შიშის ზარს სცემდა. რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში იგი ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და გავრცელებულ პათოლოგიად მიიჩნეოდა. 1949 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ენდერსმა დაავადების გამომწვევი აღმოაჩინა და მისი კულტივირებაც მოახერხა, რამაც მეცნიერებს დაავადების პროფილაქტიკისთვის საჭირო უვნებელი ვაქცინის შექმნის იმედი ჩაუსახა. ამავე პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის პატრონაჟით არსებობდა პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ფონდი - პრეზიდენტს ბავშვობაში გადატანილი დაავადება თავად არ აძლევდა ეტლის გარეშე გადაადგილების საშუალებას. სწორედ ეს ფონდი აფინანსებდა მეცნიერულ კვლევებს. დაუღალავი შრომის შედეგად რუზველტის გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ, 1955 წლის 12 აპრილს, ამერიკელმა მეცნიერმა ჯონას სოლკმა პოლიომიელიტის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა შექმნა. მაიმუნის თირკმლის ქსოვილზე კულტივირებული ქსოვილისგან შექმნილი ვაქცინა შედგებოდა დახოცილი ვირუსებისგან, რომლებსაც შენარჩუნებული ჰქონდათ იმუნოგენური თვისებები. ეს იყო პირველი და უდიდესი მიღწევა, ძლიერი იარაღი, რომელსაც მძვინვარე ინფექცია უნდა დაემარცხებინა. მასობრივ გამოყენებამდე სოლკმა ვაქცინა საკუთარ თავსა და რამდენიმე მოხალისეზე გამოსცადა, მაგრამ რაკი მისი მთავარი დანიშნულება პატარა ბავშვების იმუნიზაცია გახლდათ, მეცნიერმა ვაქცინით თავისი სამი ვაჟიც აცრა. ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, ვაქცინამ ბავშვებს იმუნიტეტი ჩამოუყალიბა. მხოლოდ ამის შემდეგ აეხადა ფარდა ამერიკის ჯანმრთელობის დაცვის ორგანოებისთვის ვაქცინის დამზადების საიდუმლოს და ქვეყნის უდიდესმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა მისი სერიული წარმოება დაიწყეს. უდიდესი წარმატების მოლოდინში სოლკი უბედნიერეს ადამიანად იქცა, მაგრამ აქაც ტუბერკულოზის ვაქცინის მსგავსი სცენარი განვითარდა: მოხდა უბედურება - 79 აცრილი ბავშვი ავად გახდა, 11 კი გარდაიცვალა. ყველა ერთხმად მოითხოვდა მეცნიერის დასჯას, აცრები შეწყდა, გამოძიება დაიწყო. მილიონობით ადამიანი მოუთმენლად ელოდა მის შედეგებს და გაირკვა კიდეც: ვაქცინის მწარმოებელმა ერთ-ერთმა ფარმაცევტულმა საწარმომ უხეშად დაარღვია სოლკისეული მეთოდი და ცოცხალი ვირუსის შემცველი ვაქცინები დაამზადა, ისე რომ, დახოცილთა ნაცვლად, ბავშვებს ვირუსის მეტად ვირულენტური კულტურა შეუყვანეს ორგანიზმში. სასამართლომ ბრალდება ამჯერადაც მოუხსნა მეცნიერს და მასობრივი აცრები გაგრძელდა, რამაც უდიდესი სიკეთე მოუტანა კაცობრიობას.