ვაქცინაციის ისტორია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ვაქცინაციის ისტორია
ვაქცინაციის ისტორია

მსოფლიო მედიცინის ისტორიაში არც ერთი მოვლენის გამო არ ჩაწერილა იმდენი დრამატული ფურცელი, რამდენიც ვაქცინების გამო. ვაქცინები, რომლებსაც დღეს მთელ მსოფლიოში იყენებენ, რთული ექსპერიმენტების შედეგია.


ტუბერკულოზი
მიკრობიოლოგიასა და ეპიდემიოლოგიაში 200-ზე მეტი ცნობილი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ალბერ კალმეტი 1863 წელს საფრანგეთში დაიბადა. მან მედიცინის ისტორიაში თავისი სახელი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის, BCG-ს, შექმნით უკვდავყო. კალმეტამდეც მრავალი მეცნიერი ცდილობდა ამ ტიპის ვაქცინის შექმნას, მაგრამ  ალბერმა და გერენმა, მისმა ერთგულმა მეგობარმა და თანამოაზრემ, ყველას დაასწრეს და ც

ამეტწლიანი ექსპერიმენტის შედეგად ისე დააქვეითეს ტუბერკულოზის ბაქტერიის ვირულენტობა, რომ ამ სნეულების საწინააღმდეგო ეფექტიანი ვაქცინა მიიღეს. BCG-ს შექმნა იმუნოლოგიის ტრიუმფად იქცა.

უკვე საკმაოდ ასაკოვანი კალმეტი ამას თავისი მეცნიერული მოღვაწეობის გვირგვინად მიიჩნევდა და ის იყო, მშვიდი და უწყინარი სიბერისთვის დაიწყო მზადება, რომ უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინის შექმნისთანავე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახალშობილთა ვაქცინაცია (ბეცეჟირება)

დაიწყო. ერთხანს ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, ვაქცინის ეფექტიანობას ერთხმად აღიარებდნენ, მაგრამ უეცრად გერმანიიდან მეხის გავარდნის ტოლფასი ცნობა მოვიდა: ქალქ ლუბეკში აცრილი  250 ბავშვიდან 75 გარდაცვლილიყო, ათეულობით პატარა კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბუნებრივია, სასწრაფოდ შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომლსაც ლუბეკში დატრიალებული ტრაგედიის დეტალების შესწავლა დაევალა. პირველი, რაც გააკეთეს, ის იყო, რომ ტრაგედიაში დამნაშავე ვაქცინა პასტერის კვლევით ინსტიტუტში გააგზავნეს, მაგრამ ამას არაფერი მოუცია, რადგან ამავე ინსტიტუტში დამზადებული ვაქცინით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე აეცრათ 6 ათასამდე ბავშვი, გართულება კი არსად მოჰყოლია. ლუბეკის ტრაგედიის მიზეზი გამოცანად რჩებოდა. გამოხდა ხანი და გაირკვა ის, რასაც სკრუპულოზურობით ცნობილი გერმანელებისგან არავინ ელოდა: ლუბეკის ლაბორატორიის თანამშრომელს კალმეტის BCG-ს კულტურა შეცდომით ტუბერკულოზური ბაქტერიების ვირულენტური კულტურით შეეცვალა. სასამართლო პრ­ო­ცესი 4 თვეს გაგრძელდა, კალმეტს სრ­ულიად მოეხსნა ბრალდება, მაგრამ ამ ტრაგედიას იგი სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა და პირად უბედურებად მიიჩნევდა.


ცოფი
მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მთელ ევროპას მოსვენება დაუკარგა დაავადებამ, სახელად ცოფმა. ძაღლების, ტურების, მგლების დაკბენილი ხალხი ზედიზედ იხოცებოდა. ევროპაში ცოფის ეპიდემია მძვინვარებდა, ექიმები კი ვერაფერს ახერხებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სნეულებას უხსოვარი დროიდან იცნობდნენ. ევროპელი მედიკოსების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც საფრანგეთში მოღვაწე იმხანად უკვე სახელმოხვეჭილმა ლუი პასტერმა მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოებას ამცნო, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა შევქმენიო. ვაქცინა, რომელიც დაავადების თავიდან ასაცილებლად იყო გამიზნული, კბენიდან 48 საათის გასვლამდე უნდა შეეყვანათ ყველა დაკბენილისთვის. ვაქცინა შეიქმნა, მაგრამ საყოველთაო ვაქცინაცია არ დაწყებულა, რადგან გერმანიაში მოღვაწე არანაკლებ ტიტულოვანმა და პატივსაცემმა მეცნიერმა რობერტ კოხმა და მისმა მოწაფეებმა პასტერის შექმნილი ვაქცინის საყოველთაო გამოყენების წინააღმდეგ გაილაშქრეს, ისინი ამბობდნენ, თუ ადამიანი ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა, ვაქცინა მას გადაარჩენს, მაგრამ თუ ცხოველი ჯანმრთელია, გამოდის, რომ ადამიანის ორგანიზმში შევიყვანთ ნივთიერებას, რომელიც მას ცოფით დააავადებს, რადგან აცრით მიღებული შხამის განეიტრალებას ჯანმრთელი ორგანიზმი ვერ შეძლებსო. არავინ უწყის, ეს კამათი როდემდე გაგრძელდებოდა და კიდევ რამდენ ადამიანს გამოასალმებდა სიცოცხლეს ცოფი, ტიტულოვან მეცნიერთა დავა ცნობილ ავსტრიელ ქირურგს, ემერიხ ულმანს რომ არ გადაეჭრა. იგი 1885 წლის ზაფხულში, შვებუ­ლების დროს, საფრ­ანგეთში ესტუმრა პასტერს და  სთხოვა, ვაქცინა მასზე, ანუ ჯანმრთელ ადამიანზე გამოეცადა. პასტერი დათანხმდა, რადგან თავისი ვაქცინის უვნებლობაში დარწმუნებული იყო. ულმანი აცრეს, ათი დღის შემდეგ  კი რევაქცინაცია ჩაუტარეს. ემერიხი პასტერის ვაქცინის უვნებლობაში დარწმუნდა და მთელ მსოფლიოს ამცნო, ვაქცინაციის დაწყებას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოსო. გამოთხოვებისას პასტერმა ულმანს ცოფის ვაქცინის წყარო - ნაცრისფერი ბოცვერი აჩუქა.

 
დიფთერია

ბავშვთა მწვავე ინფექციური დაავადება დიფთერია XIX საუკუნეში მედიცინის ისეთ პრობლემად იქცა, რომ მსოფლიო მიკრობიოლოგიის მამამთავრებმა ფრანგმა ლუი პასტერმა და გერმანელმა რობერტ კოხმა ყოველგვარი გამოკვლევა გვერდზე გადადეს და ამ მომაკვდინებელი სნეულების დამარცხების გზების ძიებას შეუდგნენ. ამ მარათონში თავი პირველად რობერტ კოხის მოსწავლემ ფრედერიკ ლოფრერმა გამოიჩინა - მან დიფთერიის ბაცილა აღმოაჩინა, თუმცა დაავადების განვითარების მექანიზმის დადგენა ვერ შეძლო. პირველმა მანვე გამოთქვა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ბაცილა გამოყოფდა ძლიერ შხამს, რომელიც ვრცელდებოდა ორგანიზმში, იჭრებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის ნერვულ ცენტრებში და მათი ფუნქციის მოშლას იწვევდა. მოგვიანებით ლოფრერის ვარაუდი განავითარა პასტერთან მომუშავე მიკრობიოლოგმა ემილ რუმ და დიფთერიის ტოქსინის ძებნას შეუდგა, რომელიც  იპოვა კიდეც, მაგრამ ამაზე შორს ვეღარ წავიდა. საბედნიეროდ, ეს მეორე ემილმა, რობერტ კოხის ლაბორატორიაში საიდუმლო მრჩევლის სტატუსის მქონე ექიმმა შეძლო. მან დიფთერიის გამომწვევით ხელოვნურად დააავადა ათასობით ზღვის გოჭი და, როგორც იქნა, მიიღო რამდენიმე ძლიერ იმუნირებული ცხოველი, რომელთა სისხლისგანაც დიფთერიის საწინააღმდეგო შრატი დაამზადა. აუცილებელი გახდა მისი ვაქცინის თვისებებისა და მოქმედების ადამიანზე გამოცდა. ამისთვის მეცნიერმა საკუთარი მცირეწლოვანი ვაჟი შეარჩია. 1891 წლის ზამთარში ბერლინში ბერგმანის ბავშვთა საავადმყოფო დიფთერიით სნეული მომაკვდავი ბავშვებით იყო სავსე. შობა ღამეს ემილმა დიფთერიის საწინააღმდეგო ანატოქსინი საკუთარი ხელით შეუყვანა დაავადებულ შვილს ორგანიზმში. რისკმა გაამართლა, ბავშვი რამდენიმე დღეში მომჯობინდა. შრატის წყალობით მისმა ორგანიზმმა მანამდე უკურნებელ სენს სძლია. მალე გერმანიის დიდმა ფარმაცევტულმა საწარმოებმა შრატის სერიული წარმოება დაიწყეს და სამი წლის განმავლობაში 200 ათასი სასიკვდილოდ განწირული ბავშვი გადაარჩინეს. დიფთერიის ანტიტოქსინით მკურნალობა მთელ მსოფლიოში წესად ქცა.


პოლიომიელიტი
იყო დრო, როცა მშობლებს პოლიომიელიტის ხსენებაც კი შიშის ზარს სცემდა. რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში იგი ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და გავრცელებულ პათოლოგიად მიიჩნეოდა. 1949 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ენდერსმა დაავადების გამომწვევი აღმოაჩინა და მისი კულტივირებაც მოახერხა, რამაც მეცნიერებს დაავადების პროფილაქტიკისთვის საჭირო უვნებელი ვაქცინის შექმნის იმედი ჩაუსახა. ამავე პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის პატრონაჟით არსებობდა პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ფონდი - პრეზიდენტს ბავშვობაში გადატანილი დაავადება თავად არ აძლევდა ეტლის გარეშე გადაადგილების საშუალებას. სწორედ ეს ფონდი აფინანსებდა მეცნიერულ კვლევებს. დაუღალავი შრომის შედეგად რუზველტის გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ, 1955 წლის 12 აპრილს, ამერიკელმა მეცნიერმა ჯონას სოლკმა პოლიომიელიტის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა შექმნა. მაიმუნის თირკმლის ქსოვილზე კულტივირებული ქსოვილისგან შექმნილი ვაქცინა შედგებოდა დახოცილი ვირუსებისგან, რომლებსაც შენარჩუნებული ჰქონდათ იმუნოგენური თვისებები. ეს იყო პი­რველი და უდიდესი მიღწევა, ძლიერი იარაღი, რომელსაც მძვინვარე ინფექცია უნდა დაემარცხებინა. მასობრივ გამოყენებამდე სოლკმა ვაქცინა საკუთარ თავსა და რამდენიმე მოხალისეზე გამოსცადა, მაგრამ რაკი მისი მთავარი დანიშნულება პატარა ბავშვების იმუნიზაცია გახლდათ, მეცნიერმა ვაქცინით თავისი სამი ვაჟიც აცრა. ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, ვაქცინამ ბავშვ­ებს იმუნიტეტი ჩა­მოუყალიბა. მხოლოდ ამის შემდეგ აეხადა ფარდა ამერიკის ჯანმ­რთელობის დაცვის ორგანოებისთვის ვა­­­­ქცინის დამზადების საიდუმლოს და ქვეყნის უდიდესმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა მი­სი სერიული წარმოება და­იწყეს. უდიდესი წარმატების მოლოდინში სო­ლკი უბედნიერეს ადამიანად იქცა, მაგრამ აქაც ტუბერკულოზის ვაქცინის მსგავსი სცენარი განვითარდა: მოხდა უბედურება - 79 აცრილი ბავშვი ავად გახდა, 11 კი გარდაიცვალა. ყველა ერთხმად მოითხოვდა მეცნიერის დასჯას, აცრები შეწყდა, გამოძიება დაიწყო. მილიონობით ადამიანი მოუთმენლად ელოდა მის შედეგებს და გაირკვა კიდეც: ვაქცინის მწარმოებელმა ერთ-ერთმა ფარმაცევტულმა საწარმომ უხეშად დაარღვია სოლკისეული მეთოდი და ცოცხალი ვირუსის შემცველი ვაქცინები დაამზადა, ისე რომ, დახოცილთა ნაცვლად, ბავშვებს ვირუსის მეტად ვირულენტური კულტურა შეუყვანეს ორგანიზმში. სასამართლომ ბრა­ლდება ამჯერადაც მოუხსნა მეცნიერს და მასობრივი აცრები გაგრძელდა, რამაც უდიდესი სიკეთე მოუტანა კაცობრიობას.


 

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მედიცინის ამ დარგის ისტორია იწყება მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან. 1846 წლის 16 ოქტომბერს, ამერიკელმა კბილის ექიმმა, ტომას მორტონმა, ეთერის ნარკოზით ჩაატარა ოპერაცია და პირველად, სახალხოდ გაუკეთა დემონსტრირება ანესთეზიის წარმატებულ გამოყენებას.
ადამიანის ანატომიის სფეროში ჩატარებული თამამი გამოკვლევები, რომლებმაც მრავალსაუკუნოვანი რწმენები "დუელში გამოიწვია", იდუმალი გამოსხივება, რომელმაც საშუალება მოგვცა, სამყაროსთვის სხვა თვალით შეგვეხედა, სასწაულმოქმედი პრეპარატები, რომლებმაც ურიცხვი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, სიკვდილის მთესველი ეპიდემიების უნიღბო დამნაშავეები - ეს ყველაფერი მედიცინის ისტორიის უდიდესი აღმოჩენებია.
(გაგრძელება)

პენიცილინი
პირველი მსოფლიო ომი. 10 მილიონზე მეტი დაღუპული. მრავალი მათგანი ჭრილობების ინფექციით გარდაიცვალა. ომის შემდეგ ბაქტერიული აგრესიის თავიდან ასაცილებელი უსაფრთხო მეთოდების ძიების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა. მასში შოტლანდიელი ექიმი ალექსანდრ ფლემინგიც მონაწილეობდა. ბაქტერიების, კერძოდ, სტაფილოკოკების შესწავლისას მან შენიშნა, რომ ბაქტერიებით დაფარული ლაბორატორიული ლამბაქის ცენტრში რაღაც უჩვეულო აბლაბუდა, ობის ქსელი ვითარდებოდა. ეს პენიცილიუმ ნოტატუმ გახლდათ.

(გაგრძელება)

რენტგენის სხივები
მედიცინის ამ უდიდესი აღმოჩენის გარეშე დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია. წარმოიდგინეთ, რომ ექიმმა არ იცის, სად და რაზე გაუკეთოს ავადმყოფს ოპერაცია, რომელი ძვალია მოტეხილი, სად გაიჭედა ტყვია, რა პათოლოგიაა ორგანიზმში... მედიცინის ისტორიაში დიდი გარდატეხა მოახდინა აღმოჩენამ, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ადამიანის ორგანიზმში გაუჭრელად ჩახედვა. მე-19 საუკუნის ბოლოს ადამიანი იყენებდა ელექტრობას, თუმცა კარგად არ ესმოდა მისი არსი.

ადამიანის ანატომიის თამამი გამოკვლევები, რომლებმაც ხელთათმანი ესროლა მრავალსაუკუნოვან რწმენას, იდუმალი გამოსხივება, რომელმაც საშუალება მოგვცა, სამყაროსთვის სხვა თვალით შეგვეხედა, სასწაულმოქმედი პრეპარატები, რომლებმაც ურიცხვი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, სიკვდილის მთესველი ეპიდემიების უნიღბო დამნაშავეების აღმოჩენა - ეს ყველაფერი მედიცინის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცლებია. თითოეული მათგანი მიუწვდომელის მიწვდომაა, რევოლუციური გარღვევა, რომელმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა და ცოდნის საზღვრები გააფართოვა.

ჩვენმა რედაქციამ გამოჩენილი ქართველი ექიმების გახსენება და ახალგაზრდა თაობისთვის მათი გაცნობა გადაწყვიტა. ერთი მათგანი გახლდათ ქართული ქირურგიის კორიფე ეგნატე ფიფია, რომელმაც საოპერაციო მაგიდასთან ნახევარი საუკუნე გაატარა. ეგნატე ფიფია რომ გარდაიცვალა, ბავშვი ვიყავი, მაგრამ მისი ვინაობა უკვე ვიცოდი. მერეც არაერთხელ გამიგონია ამ უდიდესი დასტაქარის სახელი, რომელიც შესანიშნავი პიროვნების, ვირტუოზი ქირურგისა და მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერის სინონიმად იქცა.

05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით