შოკის მომგვრელი სამედიცინო ისტორიები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შოკის მომგვრელი სამედიცინო ისტორიები

მრავალი საიდუმლო ჯერ კიდევ ამოუხსნელია, ყოველთვის ვერ ხერხდება დამაინტრიგებელი გამოცანის ცალკეული ფაქტების ერთ სურათად შეკვრა. ადამიანი თანდათან მიდის იმ დასკვნამდე, რომ მან ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცის საკუთარი ორგანიზმის შესახებ, რომელიც აქამდე სავსებით შესწავლილი ეგონა. ზემოთქმულის მაგალითად გამოდგება ის მართლაც შოკის მომგვრელი სამედიცინო ისტორიები, რომლებიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ადამიანის ორგანიზმის იდუმალებასა და უსაზღვრო შესაძლებლობებს.

  • დაბრუნება 19 წლის შემდეგ

უგონოდ მყოფი პაციენტი მრავალი წლის შემდეგ კომიდან გამოვიდა - თითქოს არაფერია დაუჯერებელი, მაგრამ ასეთი შემთხვევები გაოცებას მაინც იწვევს: ადამიანი ხომ ამ დროს თითქოს დროში გადაადგილდება. ასე მოუვიდა პოლონელ რკინიგზელს, რომელიც 19 წელი იყო უგონოდ.

ისტორია მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში დაიწყო, როდესაც პოლონეთს ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმი მართავდა. არეულ ქვეყანაში უკვე სიღარიბე და შიმშილი სუფევდა, როდესაც რკინიგზელმა იან გრჟებსკიმ თავის მძიმე ტრავმა მიიღო. ის საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ექიმებმა მის ოჯახს სამწუხარო ამბავი ამცნეს: მექანიკურ დაზიანებასთან ერთად იანს თავის ტვინის სიმსივნეც აღმოაჩნდა. მამაკაცი კომაში ჩავარდა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ის სამ წელიწადზე მეტ ხანს ვერ გაძლებდა, ცოლსა და ნათესავებს კი სასწაულის იმედი ჰქონდათ.

ისტორია მართლაც სასწაულით დამთავრდა - ბატონი გრჟებსკი 2007 წლის 12 აპრილს გონს მოვიდა. ექიმებს მხრების აჩეჩვის გარდა აღარაფერი დარჩენოდათ. სამყარო კი ირგვლივ უკვე კაპიტალისტური და დემოკრატიული გამხდარიყო. უნდა გენახათ მუშის გაოცება, როდესაც გაიგო, რომ კომუნიზმი თვრამეტი წლის წინ დაემხო, შინ კი თერთმეტი შვილიშვილი ელოდა.

იანმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "დღეს ძალიან მაოცებს, რომ ყველა, ვინც მობილური ტელეფონით ხელში დადის გარშემო, გამუდმებით რაღაცაზე წუწუნებს. მე კი რაღა მაქვს საწუწუნო?" მართლაც - იმას, რაც გვაქვს, ხშირად მანამდე არ ვაფასებთ, სანამ არ დავკარგავთ.

  • დენის გამტარი ადამიანი

ზოგჯერ ადამიანები საზოგადოების ყურადღებას იმით იპყრობენ, რომ აცხადებენ, თითქოს ელექტროდენის მართვა შეუძლიათ. ერთ-ერთი ასეთი "ჯადოქარი" პუერტორიკოელი ხოსე რაფაელ მარკეს აიალაა. ეს ზეგამტარი ადამიანი ისე ატარებს სხეულში დიდი რაოდენობით ელექტრულ დენს, იოტის ოდენა ზიანიც არ ადგება. მეტიც - მას ხელის თითებით ქაღალდისთვის ცეცხლის წაკიდებაც შეუძლია.

  • ბავშვები მაქციის სინდრომით

ინდოელი ბიჭუნა პრითვირაჯ პატილი და ტაილანდელი გოგონა სუპატრა სასუპანი სხვა ბავშვებივით ოცნებობენ, მათსავით უყვართ თამაში და ცურვა, ხატვა და ნაყინი. მაგრამ თანატოლებისგან მათ თანდაყოლილი დაავადება - ჰიპერტრიქოზი განასხვავებთ, რომელსაც ზოგჯერ მაქციის სინდრომსაც უწოდებენ. ეს იშვიათი და უჩვეულო დაავადებაა. 1638 წლიდან მისი მხოლოდ 50 შემთხვევაა რეგისტრირებული.

ბავშვები არაკონტროლირებადი გათმოვანებით იტანჯებიან. მათ თავსა და სხეულის სხვა ნაწილებს ცხოველის ბალნის მსგავსი ჯაგარი (მსხვილი და უხეში თმა) ფარავს. ვერც მედიცინამ, ვერც სხვა მეცნიერებამ ამ ანომალიას ახსნა ვერ მოუძებნა. ძალიან გულსატკენია, როდესაც გაზეთში ასეთ ბავშვებზე დაწერილ სტატიებს ამგვარად ასათაურებენ: "ნახევრად ადამიანი, ნახევრად მხეცი", "ნამდვილი პატარა მგელი"... სინამდვილეში ეს ბავშვები მაქციის სინდრომისგან კი არა, უფრო საზოგადოების სასტიკი დამოკიდებულებისგან იტანჯებიან.

  • ალერგია წყალზე

წყალი ჩვენი ყოფის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად მიიჩნევა. მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია. მით უფრო საინტერესოა ამ სითხისადმი ალერგიული რეაქციები. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი იტანჯება ჭინჭრის ციების იშვიათი ფორმებით, რომლებსაც "წყლის ჭინჭრის ციებას" და "წყლით გამოწვეულ ქავილს" უწოდებენ. ორივე მათგანი წყალზე ალერგიული რეაქციის გამოვლინებაა.

მსოფლიოში მხოლოდ 40 ასეთი შემთხვევაა აღწერილი. მაგალითებად გამოგვადგება 21 წლის ავსტრალიელი ეშლი მორისი და 23 წლის ინგლისელი მიქაელა დატონი. ქალიშვილებს წყლის მოხვედრისას მთელ სხეულზე უჩნდებათ წითელი მქავანა ლაქები, შეშუპებები და სითხით სავსე ბუშტუკები. შხაპი მათთვის წამებაა. მიქაელას არათუ წყლის, ყავისა და ჩაის სმაც კი არ შეუძლია. არც ხილს ეკარება - ეს პროდუქტები წვის შეგრძნებას, გამონაყარს, ყელის შეშუპებას იწვევს. უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ დიეტურ კოლას მისი ორგანიზმი მეტ-ნაკლებად იტანს.

ეშლიც მაქსიმალურად გაურბის წყალთან კონტაქტს - მან თავი დაანება სპორტსა და ყოველგვარ ფიზიკურ დატვირთვას, რომელმაც შეიძლება ოფლის გამოყოფა გამოიწვიოს. წყლის ჭინჭრის ციება იმდენად იშვიათი დაავადებაა, რომ ექიმებს ჯერ კიდევ ვერ ამოუცნიათ კანის ამ უჩვეულო პათოლოგიის რთული მექანიზმი.

  • ცხოვრება ტკივილის გარეშე

გაბი გიგრასი 9 წლისაა და თანატოლებისგან არაფრით განსხვავდება, გარდა ერთისა: გოგონას იშვიათი და უჩვეულო დაავადება, ციპა, აქვს. ეს ტკივილის თანდაყოლილი უგრძნობლობაა, რომელსაც თან სდევს ანჰიდროზი (ოფლის გამოყოფის დარღვევა). მსოფლიოში დოკუმენტურად მისი მხოლოდ 100 შემთხვევაა აღნუსხული. გაბი ვერც ტკივილს გრძნობს, ვერც სიცხესა და სიცივეს.

მავანს იქნებ შეშურდეს კიდეც, მაგრამ სინამდვილეში ეს მდგომარეობა დამანგრეველია - ტკივილის შეგრძნება ხომ ორგანიზმს საფრთხისგან იცავს. ბავშვის მშობლებმა მხოლოდ ხუთი თვის ასაკში შეამჩნიეს, რომ რაღაც ვერ იყო წესრიგში. გოგონა სისხლის დენამდე იკბენდა თითებს. მოგვიანებით მან თვალი დაკარგა და გადაჭარბებული ქავილისა და ნაკაწრებისგან მძიმე ჭრილობები მიიღო. იმედდაკარგული მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გოგონას ასეთ მძიმე პირობებში ცხოვრება შესძლებოდა. გაბის შესახებ რეჟისორმა მელოდი გილბერტმა დოკუმენტური ფილმი "ცხოვრება ტკივილის გარეშე" გადაიღო. სწორედ ეს ფილმი მოგვითხრობს გოგონას ამაღელვებელ ისტორიას.

  • 47-ე სართულიდან გადმოვარდნილის უჩვეულო გადარჩენა

გაზეთ "ნიუ-იორკ დეილი ნიუსში" რამდენიმე წლის წინ საინტერესო სტატია დაიბეჭდა. ძმები ალსიდეს და ედგარ მორენოები ფანჯრების საწმენდ პლატფორმაზე მუშაობდნენ, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ცათამბჯენზე ეკიდა. მოულოდნელად ხუთმეტრიანი კონსტრუქცია 47-ე სართულის სიმაღლიდან ჩამოვარდა. ედგარი ადგილზევე გარდაიცვალა, ალსიდესი კი გადარჩა, თუმცა ნეკნები, ორივე ფეხი და მარჯვენა ხელი მოიტეხა. ძლიერ დაუზიანდა ხერხემალიც. ექიმებმა მას 16 ოპერაცია გაუკეთეს. მათი შეფასებით, ალსიდეს მორენო ორი წლის განმავლობაში სავსებით აღიდგენს დაკარგულ ჯანმრთელობას.

  • მოზარდი, რომელმაც 118 დღე უგულოდ იცოცხლა

სამხრეთ კაროლინაში მცხოვრები ჟანა სიმონსი მოსიარულე სამედიცინო სასწაულად ითვლება. გოგონამ დაახლოებით ოთხი თვე უგულოდ იცოცხლა, სანამ მისი დაზიანებული გულის შემცვლელი დონორული ორგანო არ მოიპოვეს. სიმონსი დილატაციური კარდიომიოპათიით იტანჯებოდა. მარტივად რომ ავხსნათ, მის სუსტ და გაფართოებულ გულს უბრალოდ არ შეეძლო სხვა ორგანოებისკენ სისხლის გადაქაჩვა. მაიამი ჰოლცის ბავშვთა საავადმყოფოს ქირურგებმა 2008 წლის 2 ივლისს გოგონას გადანერგვისწინა ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ გული გაჩერდა და მისი ამოღება გახდა საჭირო. სისხლის ორგანოებისკენ გადასაქაჩად ხელოვნური ტუმბოები გამოიყენეს. 118 დღის შემდეგ დონორის გული გამოჩნდა, პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა გადანერგვა და ის დღეს შესანიშნავ ფორმაშია.