პროფესიული რეკორდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროფესიული რეკორდები

 

ყველაზე ხანგრძლივი სამუშაო სტაჟი

იზიუმიმ 98 წელი იმუშავა. 1872 წელს მან მწყემსად დაიწყო მუშაობა ისინის (ტოკუსიმას პრეფექტურა, იაპონია) შაქრის ქარხანაში, შემდეგ ფერმერი გახდა და შაქრის ლერწმის მოყვანას მიჰყო ხელი. მუშაობას მან 1977 წელს, 105 წლის ასაკში დაანება თავი.

 

ყველაზე ხანგრძლივი საპენსიო სტაჟი

მისის მილისენტ ბერკლი 1872 წლის 10 ივლისს დაიბადა. სამი თვის შემდეგ, როდესაც მამამისი, პოლკოვნიკი უილიამ ბერკლი გარდაიცვალა, მისის მილისენტი აღრიცხვაზე აიყვანა მადრასის საპენსიო ფონდმა, რომელიც ვალდებული გახლდათ, გათხოვებამდე ეხადა მისთვის პენსია. მისის ბერკლი 1969 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის 97 წლისა და სამი თვის განმავლობაში იღებდა პენსიას.

 

ყველაზე ხანგრძლივი სტაჟი ერთსა და იმავე სამუშაო ადგილზე

ერთ ადგილზე მუშაობის სარეკორდო სტაჟი ეკუთვნის პოლ გედსბის. 9 წლის ასაკში მან არჩიბალდ ტერნერის ფაბრიკაში (ქალაქი ლესერი, დიდი ბრიტანეთი) დაიწყო მუშაობა. 1932 წელს, 95 წლის ასაკში, ის ჯერ კიდევ მუშაობდა დამფასოებლად. იმ დროისთვის მისი სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობა 86 წელი გახლდათ.

 

რეკორდული ქორწინება

სერ თემულჯი ბხიკაი ნარიმანი და ლედი ნარიმანი 87 წლის მანძილზე (1853-დან 1940 წლამდე) ცხოვრობდნენ ერთად. ისინი ხუთი წლის ასაკში დააქორწინეს.

 

ქორწინებათა რეკორდული რიცხვი

მონოგამიის კანონებით მცხოვრებთა შორის ქორწინებათა რეკორდული რიცხვი ყოფილი ბაპტისტის გლინ (სკოტი) ვულფის (კალიფორნიის შტატი, აშშ) ანგარიშზეა. პირველად იგი 1927 წელს დაქორწინდა. ახლახან გლინი 28-ე ცოლს გაშორდა იმ იმედით, რომ ცხოვრების ახალ თანამგზავრს იპოვის. საკუთარი ანგარიშით, გლინ ვულფს საერთო ჯამში 41 შვილი უნდა ჰყავდეს. ლინდა ესექზის ანდერსონი (ინდიანის შტატი, აშშ) 22-ჯერ გახლდათ გათხოვილი. 1957 წლიდან დღემდე მან 15 ქმარი გამოიცვალა. ბოლოს იგი 1991 წელს დაქორწინდა, თუმცა უკვე გაშორებაც მოახერხა. 1949 წლიდან 1981 წლამდე აშშ-ის 27 შტატსა და 14 სხვა ქვეყანაში ვინმე ჯოვანი ვილოტომ, იმავე ფრედი ჯიპმა,  იმავე ნიკოლაი პერუსკოვიმ, 104-ჯერ გააფორმა ქორწინების საბუთი.

 

ყველაზე ხანგრძლივად დანიშნულები

ოქტავიო გულიენი და ადრიანა მარტინესი 67 წლის მანძილზე იყვნენ დანიშნულნი. ისინი 1969 წელს, 82 წლის ასაკში დაქორწინდნენ მეხიკოში (მექსიკა).

 

ბრწყინვალე მეხსიერება

1838 წელს ბართოლომიუ პარკერ ბიდერი (1809-1849) სადაზღვევო კომპანიის აქტუარიუსი (სპეციალისტი, რომელიც აფასებს სადაზღვევო ტარიფების სიდიდესა და დამზღვევის საიმედოობას სტატისტიკური ინფორმაციისა და მათემატიკური მეთოდების საფუძველზე) გახდა. როდესაც ხანძარმა ფირმის ოფიციალური საბუთები გაანადგურა, მან მახსოვრობით 6 თვეში აღადგინა ისინი. 1996 წლის 6 ივნისს ლონდონის ზოოპარკში დომინიკო ბრაიენმა (დიდი ბრიტანეთი) 38,29 წამში დაიმახსოვრა აჭრილ ბანქოში კარტების თანამიმდევრობა. 1996 წლის 24 ივნისს ქალაქ ნიაგარა-ფოლსის (კანადა) გინესის რეკორდების მსოფლიო მუზეუმში დეივ ფეროუმ (აშშ) შეძლო, ერთმანეთში არეულ 52 შეკვრა ბანქოში (სულ - 2704 სხვადასხვა მასტის ქაღალდი) ყველა კარტის თანამიმდევრობის დამახსოვრება. მან მხოლოდ ერთხელ, ისიც სწრაფად, გადაავლო თვალი ბანქოს და თანამიმდევრობის ჩამოთვლისას მხოლოდ 6 შეცდომა მოუვიდა. იტალიელმა დირიჟორმა არტურო ტოსკანინიმ (1867-1957 წლები) ერთხელ მეხსიერებით აღიდგინა ორკესტრის სიმებიანი ინსტრუმენტების პარტია, რადგან პარტიტურის ვერც ერთი ეგზემპლარის მოძებნა რატომღაც ვერ მოხერხდა. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა მხოლოდ ერთხელ მოისმინა ალეგრის "მიზერერე" (ეს ცხრანაწილიანი ნაწარმოები წელიწადში ერთხელ სრულდებოდა) და მისი მთელი პარტიტურა მეხსიერებით დაწერა. სხვათა შორის, ამის შედეგად მოცარტი - რა თქმა უნდა, ხუმრობით - იქცა ადამიანად, რომელმაც პირველად შექმნა არალეგალური მუსიკალური ასლი. რუმინელი მევიოლინე და კომპოზიტორი ჯორჯ ენესკუც (1881-1955) მუსიკალური ნაწარმოებების დამახსოვრების არაჩვეულებრივ უნარს ფლობდა. მან ერთხელ მოისმინა რაველის ახალშექმნილი სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის და მეხსიერების წყალობით აბსოლუტურად ზუსტად ჩაწერა პიესის მუსიკალური ტექსტი. სამხრეთაფრიკელმა და საერთაშორისო პოლიტიკურმა მოღვაწემ იან ქრისტიან სმეტსმა (1890-1950) სიკვდილამდე (მიაქციეთ ყურადღება, მან სულ სამოცი წელი იცოცხლა) ზეპირად ისწავლა 5 ათასი წიგნი. 1974 წლის მაისში ბჰანდანტა ვისიტამბ ვუმსმა (1911-1993) რანგუნში (მიანმა, ყოფილი ბირმა) ზეპირად წაიკითხა ბუდისტური კანონიკური ტექსტების 16 ათასი გვერდი. ორმა ცნობილმა გერმანელმა მათემატიკოსმა - გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცმა (1646-1716) და ლეონარდ ეილერმა - ზეპირად იცოდა ვირგილიუსის "ენეიდა". ფრანგ ფიზიკოსს ანდრე მარი ამპერს (1775-1836) შეეძლო, წაკითხვიდან 50 წლის შემდეგაც კი ზეპირად წარმოეთქვა ვრცელი ნაწყვეტები ენციკლოპედიებიდან, რომლებიც სხვადასხვა თემას, მაგალითად, ჰერალდიკასა და შევარდნებით ნადირობას ეხებოდა. ინგლისელი ისტორიკოსი და ესეისტი თომას მაკოლეი (1800-1859) 15 წლის ასაკში ზეპირად კითხულობდა მილტონის ეპიკური პოემის "დაკარგული სამოთხის" ათივე წიგნს.

 

მათემატიკური შესაძლებლობები

1995 წლის თებერვალში ტოკიოელმა ჰორიუკი გოტომ მეხსიერებით დაასახელა პი რიცხვი 42195 ნიშნის სიზუსტით. რეკორდი დაფიქსირებულ იქნა ტოკიოს რადიომაუწყებლობის ცენტრში. იმავე წელს ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა იასუმასა კანადაიზმა პი რიცხვის მნიშვნელობა 6442450000 ნიშნის სიზუსტით გამოითვალა. მოგვიანებით მან გამოიყენა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა და ორი სხვადასხვა მეთოდით მოახდინა დამოუკიდებელი გამოთვლა. სამივე გამოთვლამ ერთი და იგივე შედეგი აჩვენა.


 

ვუნდერკინდები

პირველი ცნობილი ბავშვი, რომელსაც გამოთვლის ფენომენალური ნიჭი ჰქონდა, გახლდათ ზერა კოლბერნი (1804-1840 წლები, ვერმონტის შტატი, აშშ). ექვსი წლის ასაკში მან გონებაში 12225 1223-ზე გაამრავლა. მოწიფულ ასაკში კოლბერნი გახდა ლათინური, ბერძნული, ფრანგული, ესპანური და ინგლისური კლასიკური ლიტერატურის პროფესორი ნორუიჩის (ვერმონტის შტატი, აშშ) უნივერსიტეტში. გამოთვლების უბადლო უნარით გახლდათ დაჯილდოებული ამერიკელი მონა თომას ფულერი (1710-1790), რომელსაც  ვირჯინიელ გამომთვლელს უწოდებდნენ. 79 წლის ასაკში მან წუთნახევარში გამოთვალა, რამდენი წამია 70 წელი, 17 დღე და 12 საათი. მისი პასუხი გახლდათ 2 210 800 800 წამი. ნაანგარიშევის გადამოწმება იქვე დაიწყო. რამდენიმე ხნის შემდეგ ვიღაცამ მისი გამოთვლის ნამდვილობაში ეჭვი შეიტანა. ფულერმა ურჩია, ნაკიანი წლებიც გაეთვალისწინებინათ. ჰოლანდიელმა უილიამ კლაინმა ორი ცხრანიშნა რიცხვი 48 წამში გაამრავლა ერთმანეთზე. მასვე ეკუთვნის ათნიშნა რიცხვების ერთმანეთზე გამრავლების რეკორდი. ასეთი ექვსი გამოთვლა მან საშუალოდ 65,66 წამში შეასრულა. ზეპირი გამოთვლის სისწრაფეში კი პირველ ადგილს ინარჩუნებს იოჰან დაზე (1824-1861 წლები, ქალაქი ჰამბურგი, გერმანია). მას 71 წამში შეეძლო 205 ნიშნისგან შემდგარი რიცხვების მიმატება-გამოკლება, 54 წამში - ორი რვანიშნა რიცხვის, 6 წუთში - ორი ოცნიშნა რიცხვის, ხოლო 40 წუთში - ორი ორმოცნიშნა რიცხვის გამრავლება. მიუხედავად ამისა, დაზემ ვერ აითვისა მათემატიკის საფუძვლები. მისი გონებრივი შესაძლებლობები სხვა დისციპლინებშიც საკმაოდ სუსტი გახლდათ. იტალიელ ჯაკ ინაუდის (1867-1950) შეეძლო, 21 წამში გაემრავლებინა ერთმანეთზე ორი ოთხნიშნა რიცხვი. 1927 წელს უსინათლო ლუი ფლერმა (1893-1980 წლები, ქალაქი ბელფორი, საფრანგეთი) მოახერხა, 2 წამში გაემრავლებინა ერთმანეთზე სამნიშნა და ორნიშნა რიცხვი, ხოლო ათ წამში -  ორი სამნიშნა. ახალზელანდიელმა ალექსანდრ კეიგ ეიტკენმა ორ წამში აიყვანა კვადრატში (ზეპირად) 57586. ის ბრწყინვალედ მანიპულირებდა მეათე ხარისხის ფესვებით. ბართოლომიუ პარკერ ბიდერის (სადაზღვევო საბუთები მეხსიერებით რომ აღადგინა) უფროს ძმას ჯორჯ პარკერ ბიდერს (1806-1878) გამომთვლელი ბიჭუნა შეარქვეს. მან წერა-კითხვა მხოლოდ ათი წლისამ ისწავლა, თუმცა ამ ასაკში უკვე შეეძლო ნებისმიერი 43 რიცხვის თვალის ერთხელ გადავლებით დამახსოვრება და ერთი საათის შემდეგ მათი ზუსტი თანამიმდევრობით გამეორება, ხოლო 257689435 ექვს წუთში გაამრავლა 356875649-ზე.

 

საწოლმრბოლელები

ედინბურგის (დიდი ბრიტანეთი) საავადმყოფოს თანამშრომლებმა რეკორდი დაამყარეს საავადმყოფოს ბორბლებიანი საწოლის გაგორებაში: 1979 წლის 21 ივნისიდან 26 ივლისამდე მათ საწოლი 5204 კილომეტრით გადააადგილეს. 1996 წლის 27 მაისიდან 30 მაისამდე კანადის არმიის სამხედრო-საველე ჰოსპიტლის სანიტრების ორმა 34-კაციანმა ჯგუფმა 59 საათისა და 19 წუთის განმავლობაში 63-კილოგრამიანი სხეული საკაცით 300,40 კილომეტრზე გადაიტანა. მათ სტარტი აიღეს ქალაქ ედმონტონის ალბერტის პროსპექტიდან და გადარბენა ქალაქ კალგარის ალბერტის პროსპექტზე დაასრულეს.

 

ფილტვების ძალა

რეზინის სათბურის გაბერვა საკმაოდ ძნელი საქმეა, მაგრამ ის, რაც ნიკოლას მეისონმა (ჩიდლი, ქალაქი დიდი მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი) ჩაიდინა, მართლაც აღტაცებას იწვევს: 1994 წლის 26 სექტემბერს მან სტანდარტული 1000-გრამიანი მეტეოროლოგიური ზონდი 2,44 მეტრი დიამეტრის ზომამდე 45 წუთსა და 2,5 წამში გაბერა ბი-ბი-სის რეკორდების დამამყარებელთა პროგრამაში.

 

ყველაზე ახალგაზრდა ექიმი

1995 წლის 19 მაისს ბალამურალი ამბატი (ქალაქი ჰოლი-ჰილი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ) გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ექიმი-სპეციალისტი. ნიუ-იორკის სამედიცინო სკოლაში სწავლების კურსი მან 17 წლის ასაკში დაასრულა.

 

ყველაზე ფართო და ყველაზე წვრილი წელი

ნიუიორკელი უოლტერ ჰადსონის წელის გარშემოწერილობა 3,02 მეტრი გახლდათ. თავად უოლტერი 545 კილოგრამს იწონიდა. ნორმალური აღნაგობის მქონე ადამიანებიდან ყველაზე წვრილი წელი ბრიტანელ ეტელ გრეინჯერს ჰქონდა - მისი წელის გარშემოწერილობა სულ 33 სანტიმეტრი იყო. ამტკიცებენ, რომ ასევე 33-სანტიმეტრიანი წელი ჰქონდა ფრანგ მსახიობს პოლერს (ნამდვილი სახელი - ემილი-მარი ბუშანი), რომელიც 1881 წელს გახლდათ დაბადებული.

 

წონა

ჯონ ბროვერ მინოკმა, რომელიც 1979 წლის ივლისამდე მსოფლიოში ყველაზე მსუქან ადამიანად ითვლებოდა, 16 თვის განმავლობაში 419 კილოგრამი დაიკლო - სხეულის წონა 635-დან 216 კილოგრამამდე შეუმცირდა, რაც დღემდე მსოფლიოს აბსოლუტურ რეკორდად ითვლება, როზალი რეზერფორდი კი 1987 წლის იანვრიდან 1994 წლის თებერვლამდე სპეციალური დიეტის მეშვეობით 544 კილოგრამიდან 128 კილოგრამამდე ჩამოვიდა, შესაბამისად, მან 416 კილოგრამი დაიკლო, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია, მხოლოდ ქალებს შორის.

 

ყველაზე დიდი ბიცეფსი

მინესოტის შტატის ქალაქ ბლუმინპონის მკვიდრი დენის სესტერი ყველაზე "დაკუნთული" ადამიანი იყო დედამიწის ზურგზე - მისი მარჯვენა ბიცეფსის ზომა მოდუნებულ მდგომარეობაში 77,8 სანტიმეტრი გახლდათ.

 

ყველაზე ფართო მკერდი

ყველაზე ფართო მკერდი ამერიკელ რობერტ ერლ ჰიუსს ჰქონდა - მისი მკერდის გარშემოწერილობა 3,15 მეტრი გახლდათ.