მუსიკოსის განგმირული გული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მუსიკოსის განგმირული გული

მალერმა გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო, რომ კარზე კაკუნი მოესმა. არავის ნახვა არ სურდა, მაგრამ კარს იქიდან ახალგაზრდა ქალის ისეთი მომხიბლავი ხმა გაიგონა, იძულებული გახდა, კარი გაეღო. ალმა მარია შინდლერი, ვენის მთავარი არქიტექტორის უმცროსი ქალიშვილი - ასე გაეცნო სტუმარი დირიჟორს და წარმოდგენით აღფრთოვანებულმა კომპოზიტორს უდიდესი მადლობა გადაუხადა.

რამდენიმე თვეში ალმა მარია მალერის მეუღლე გახდა.

 

კომპოზიტორის სამედიცინო დოსიე

კაცობრიობის ისტორიაში ცოტა თუ მოიძებნება საყოველთაოდ ცნობილი პიროვნება, რომელსაც ისეთი მრავალფეროვანი და განსაცვიფრებელი სამედიცინო დოსიე ჰქონდეს, როგორიც ავგუსტ მალერს ჰქონდა. სულ პატარა იყო, როდესაც რევმატული პოლიართრიტით დაავადდა და მცირე ქორეაც გადაიტანა. მოწიფულ ასაკში მშობლების ყურადღება მისმა უცნაურმა სიარულმა და ნევროზულმა გამოვლინებებმა მიიპყრო. "ტიპური ნევრასთენია ისტეროიდული ნიშნებით" - ეს დიაგნოზი მალერს იმხანად ყველაზე პოპულარულმა ნევროპათოლოგმა ზიგმუნდ ფროიდმა დაუსვა, რომელიც მისი მკურნალი ექიმი გახლდათ. მოგვიანებით დოსიეში "მიწისქვეშა სენი" - ჰემოროი გაჩნდა. მალერი მკურნალობას დიდხანს არიდებდა თავს, მაგრამ როდესაც სისხლდენები გახშირდა, თანაც, თითქოს განზრახ, ყველაზე უხერხულ სიტუაციებში, ის იძულებული გახდა, ემკურნალა - სამჯერ გაუკეთეს სწორი ნაწლავის ოპერაცია. 1907 წელი კომპოზიტორისთვის საბედისწერო აღმოჩნდა - ერთდროულად თავს სამი დიდი უბედურება დაატყდა: დაითხოვეს ვენის საიმპერატორო თეატრის დირექტორობიდან, დიფტერიით გარდაეცვალა ქალიშვილი და ექიმებმა გულის მანკის დიაგნოზი დაუსვეს. მიტრალური და აორტის სარქვლების კომბინირებული მანკი - ასეთი გახლდათ სპეციალისტთა ვერდიქტი. სამსახურიდან გათავისუფლებისთანავე დიდ კომპოზიტორთან კონტრაქტი გააფორმა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-ოპერამ და ისიც მეუღლესთან ერთად ამერიკაში გადასახლდა. გულის მანკის გამო ზედმიწევნით იცავდა დღის რეჟიმს, საგულდაგულოდ ვარჯიშობდა, სეირნობდა სუფთა ჰაერზე. ერთი სიტყვით, განუხრელად ასრულებდა ექიმთა რეკომენდაციებს და მხნედაც გამოიყურებოდა. ცხადი იყო, ასეთი რეჟიმით გულის მანკით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა რამდენადმე კომპენსირდებოდა. 1910 წლის ნოემბერში მალერის სამედიცინო ბიოგრაფიაში კიდევ ერთი და ამჯერად უკვე საბოლოო პუნქტი გაჩნდა - მწვავე ტონზილიტი, რომელიც მაღალი ტემპერატურით, ციებ-ცხელებითა და მდგომარეობის საგრძნობი გაუარესებით მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მალერმა არც ერთი დაგეგმილი კონცერტი არ გადადო, 39-40 C სიცხით იდგა სადირიჟორო პულტთან. სულ მალე აშკარა გახდა სეფსისი. ამერიკელმა ექიმმა მალერ ფრენკელმა ომპოზიტორს ინფექციური ენდოკარდიტის დიაგნოზი დაუსვა, რომელიც არსებული მანკის ფონზე სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო. მალერმა ვენაში გარდაცვალების სურვილი გამოთქვა. გზად ცოლ-ქმარი პარიზში გაჩერდა, სადაც პასტერის ინსტიტუტში ემანუელ ლიბმანმა მუსიკოსს ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარა და მოურიდებლად მიახალა: "აი, შეხედეთ, თავადაც დარწმუნდებით. არასოდეს მინახავს, სტრეპტოკოკები ასე სწრაფად გამრავლებულიყვნენ". ვენაში კომპოზიტორი საგანგებოდ მისთვის მომზადებულ სანატორიუმში მოათავსეს, რომელიც იქცა კიდეც მის უკანასკნელ ნავსაყუდელად. გარდაცვალებისას მის სარეცელთან მეუღლე იდგა, რომელმაც მოგვიანებით გაიხსენა, რომ სიკვდილის წინ მალერი თავისი დაუმთავრებელი მეათე სიმფონიის ნაწყვეტს დირიჟორობდა.

 

საბედისწერო მეათე

1911 წლის მაისში მალერი გარდაიცვალა. მისი მეათე სიმფონია დაუმთავრებელი დარჩა. გამართლდა მისი მისტიკური შიში ცხრიანის მიმართ. საქმე ის გახლდათ, რომ მისი ყველა გენიალური წინამორბედისთვის: ბეთჰოვენისთვის, შუბერტისთვის, დვორჟაკისთვის, ბრუკნერისთვის - მეცხრე სიმფონია უკანასკნელი აღმოჩნდა. ამას კომპოზიტორმა არნოლდ შონბერგმაც მიაქცია ყურადღება: "შესაძლოა, ცხრა სიმფონია - ეს ზღვარია. ვისაც მეათე სურს - ის უნდა წავიდეს, რადგან მეათე სიმფონიამ ის უნდა გვაუწყოს, რისი ცოდნაც არ შეიძლება, რისთვისაც კაცობრიობა ჯერ არ არის მზად". მალერის სიკვდილის შემდეგ მის ავადმყოფობისგან დაქანცულ და გაწამებულ გულს კიდევ ერთი უჩვეულო ამბის გადატანა მოუხდა. არა, ეს გაკვეთა არ იყო, გარდაცვლილი პათოლოგანატომიურად არ გამოუკვლევიათ; სიკვდილის შემდეგ კომპოზიტორის გული, მისივე სურვილით... გახვრიტეს. მიზეზი დღემდე უცნობია. მალერის ანდერძის თანახმად, დაკრძალვის დღეს არც მისი ნაწარმოებები ჟღერდა და არც ახლობელ-მეგობართა გამოსამშვიდობებელი სიტყვები გაუგონია ვინმეს.