ბინტის შექმნის ისტორია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბინტის შექმნის ისტორია

ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ძალზე საყურადღებო ინფორმაცია აქვს მოძიებული ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატს, პეტერბურგელ ისტორიკოს-ეთნოგრაფს ვიქტორ მიხეილის ძე ევსტიგნეევს.

  • ტყავის ბინტი

ბინტს საინტერესო ისტორია აქვს. ცნობილია, რომ ძველად სისხლდენის შესაჩერებლად ჭრილობებზე ტყავისა და ბეწვის ზონრებს ადებდნენ. ამავე მიზნით სხვადასხვა მცენარის ფოთოლიც გამოიყენებოდა. ჭრილობათა შეხვევის ეს მეთოდიკა საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, მანამ, სანამ ქსოვილთა წარმოება არ დაინერგა. ამ პერიოდიდან მოყოლებული ჭრილობათა შესახვევად ქსოვილი გამოიყენება.

ყოველივე ამის შესახებ დაწვრილებითაა მოთხრობილი წიგნში "ასი რეცეპტი" - რომელიც ასწლეულების განმავლობაში ძველეგვიპტელთა მთავარი სამედიცინო სახელმძღვანელო და საუნჯე გახლდათ. ეგვიპტელ მკურნალებს მკაცრად განსაზღვრული მითითებანი ჰქონიათ "სუფთა ჭრილობათა" სამკურნალოდ. აღნიშნული ტიპის ჭრილობებს ისინი უხეში თეთრი ტილოთი ახვევდნენ. სხვადასხვა სამკურნალო მალამოსა და ნარევს წინასწარ სწორედ ტილოზე (და არა ჭრილობაზე) უსვამდნენ. ნახვევი რეგულარულად იცვლებოდა, ხოლო ვადა თითოეული ჭრილობისათვის მკაცრად განსაზღვრული და ინდივიდუალური იყო. საყურადღებოა, რომ ამგვარი მიდგომა ძალზე ეფექტიანი იყო. ჭრილობები საუკეთესოდ ხორცდებოდა. ამას ადასტურებს ჩვენამდე მოღწეულ მუმიფიცირებულ სხეულებზე კარგად შეხორცებულ უძველეს ჭრილობათა ნაკვალევი.

  • სპილენძის ნახვევი

სხვაგვარი მდგომარეობა იყო ძველ რომში, სადაც ბამბისა და სელის ტანისამოსი ემოსათ, თუმცა ქსოვილი იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ გამოიყენებოდა ჭრილობათა შესახვევად. ჭრილობებზე ძველი რომაელები სხვადასხვა მეტალისა და შენადნობის თხელ ფირფიტებს ადებდნენ. შენადნობში ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი სპილენძი გახლდათ, მიაჩნდათ, რომ სპილენძი სისხლს აჩერებს. კიდურების ფიქსაციისთვის კი ფართოდ იყენებდნენ ტყავის ფართო ქამრებს. ასეთმა ტრადიციულმა მკურნალობამ მხოლოდ რამდენიმე ასწლეულის შემდეგ დაკარგა პოპულარობა. ჭრილობათა შესახვევად მოგვიანებით წითელი ფერის ქსოვილის გამოყენება დაიწყეს.

  • ბატისტი დუელანტებისთვის

შუასაუკუნოვან ევროპაში ჭრილობების შესახვევად ნებისმიერი სახის ქსოვილს იყენებდნენ. მთავარია ის სუფთა და მკვრივი (მტკიცე) ყოფილიყო. დროთა განმავლობაში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მსუბუქი ბამბის ქსოვილი უკეთესად იწოვს სისხლსა და ჭრილობიდან სხვა გამონადენს. ამიტომაც დაიწყეს უფრო ძვირად ღირებული "ბინტის" გამოყენება. მაგალითად, ფრანგი დუელანტები დუელისას მიღებულ ჭრილობებს ბატისტით იხვევდნენ. დოლბანდი XVIII საუკუნის ბოლოს შეიქმნა. ის თავდაპირველად საწოლის გადასაფარებლად გამოიყენებოდა. სულ რამდენიმე წელიწადში დოლბანდმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა მედიცინაში. სამედიცინო პრაქტიკაში მისი დანერგვის დღიდან ყველა ექიმს მოეპოვებოდა ამ მსუბუქი და ჰიგროსკოპიული ქსოვილის საჭირო მარაგი. რა თქმა უნდა, იმ პერიოდში დოლბანდის სტერილობაზე ლაპარაკიც არ იყო. ამ ქსოვილს რეცხავდნენ, აშრობდნენ და ხელმეორედ იყენებდნენ საჭიროებისამებრ.

  • ლისტერის მოხსენება

ბინტის შემდგომი ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული ცნობილი კომპანიის "ჯონსონი და ჯონსონის" სახელთან. შესახვევი მასალების წარმოების პირველობა ამ კომპანიამ მოიპოვა. თავდაპირველად ეს ქაღალდში შეფუთული დოლბანდი და ბინტი გახლდათ. ასეთმა პროდუქციამ გრანდიოზული აღიარება და დიდი წარმატება მოიპოვა მომხმარებელთა მხრიდან. პირველი დახმარების ეს უნიკალური საშუალება დიდი ოდენობით იყიდებოდა.

1867 წელს ერთ-ერთმა ძმამ, ჯონსონმა მოისმინა ექიმ ლისტერის მოხსენება. ექიმი ლისტერი გახლდათ ის პიროვნება, რომელმაც პირველმა გაილაშქრა უსუფთაო პირობებში სამედიცინო მანიპულაციების ჩატარების წინააღმდეგ. საქმე ის გახლდათ, რომ იმ პერიოდში ექიმები ოპერაციებს სამოქალაქო (ანუ დაბინძურებულ) ტანსაცმელში აწარმოებდნენ. მშობიარეთათვის დახმარების აღმოჩენა ხშირად ხდებოდა ხელების ყოველგვარი წინასწარი საგულდაგულო დაბანის გარეშე. ფეხსაცმელს კი ექიმები არც იცვლიდნენ. ~

ექიმმა ლისტერმა გააკრიტიკა ავადმყოფებისადმი ასეთი დამოკიდებულება, დაგმო მკურნალთა მიერ ჰიგიენის ელემენტარული წესების დაუცველობა. დაასაბუთა ის ფაქტი, რომ ოპერაციის შემდგომი გართულებების დიდი ნაწილი უსუფთაობის შედეგი იყო. ლისტერი ექიმებს მოუწოდებდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გამოცვლისაკენ ოპერაციის წინ, ასევე გამაუვნებელყოფელი ხსნარების სისტემატურად გამოყენებისაკენ. თავისი მოხსენების დიდი ნაწილი ლისტერმა შესახვევ მასალებსა და მათ დეზინფექციას დაუთმო. ჯონსონმა გადაწყვიტა გაეთვალისწინებინა ლისტერის რეკომენდაციები და დაენერგა ბინტის მწარმოებელი კომპანიის მიერ ქიმიური გაუვნებელყოფის მეთოდიკა. სამწუხაროდ, მას ეს არ გამოუვიდა. ამიტომაც დოლბანდის დამუშავება ცხელი ჰაერით დაიწყეს.

ცნობილი იყო, რომ ამ მეთოდითაც იღუპებიან მავნე მიკროორგანიზმები. ასე შეიქმნა პირველი ასეპტიკური შესახვევი მასალა 1880 წელს. უმალ შემცირდა ჩირქოვან გართულებათა რიცხვიც. 10 წლის შემდეგ დოლბანდის ქსოვილი უკვე ორმაგ დამუშავებას განიცდიდა, ცხელი ჰაერითა და ორთქლით, რომელიც მაღალი წნევის ქვეშ მიეწოდებოდა. ამ დროიდან მოყოლებული ადამიანებს საშუალება აქვთ გამოიყენონ სტერილური ბინტი.