მედიცინის ისტორია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
მედიცინის ისტორია
ფსიქიკაშერყეული ადამიანები ზოგჯერ გაცილებით მეტს აღწევენ, ვიდრე გაწონასწორებული პიროვნებები - ასეთია ამერიკელ მეცნიერთა სამედიცინო დასკვნა. გაუწონასწორებელი ფსიქიკა ადამიანს თურმე ძლიერ ბიძგს აძლევს დასახული მიზნის მისაღწევად. გუნება-განწყობილების ხშირი ცვალებადობა, ემოციათა დაუფარავად გამოხატვის უნარი, სიჯიუტე და შრომისმოყვარეობა მათ დამატებითი ენერგიით აღავსებს და გასაოცარი საქმეების ჩადენის უნარს სძენს. ასეთი ადამიანები საკმაოდ ამბიციურნი არიან, მათ მშვენივრად იციან, რისი მიღწევა სურთ და თავდაუზოგავად იღვწიან მიზნის მისაღწევად. დასახულის მიღწევაში ფსიქოპათებს ეხმარება ისიც, რომ არაფრის წინაშე არ იხევენ უკან. სწორედ ასეთი თვისებების მატარებელი იყო ადოლფ ჰიტლერი. ასეთ ადამიანებს დღესაც ხშირად შეხვდებით.
მედიცინის ისტორიაში იმდენი უცნაური ფაქტი, სასწაულებრივი გამოჯანმრთელების იმდენი შემთხვევაა აღნუსხული, რომ მათ შესახებ ათასობით ნაშრომი დაიწერება. სამწუხაროდ, მრავალი საიდუმლო ჯერ კიდევ ამოუხსნელია, ყოველთვის ვერ ხერხდება დამაინტრიგებელი გამოცანის ცალკეული ფაქტების ერთ სურათად შეკვრა. ადამიანი თანდათან მიდის იმ დასკვნამდე, რომ მან ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცის საკუთარი ორგანიზმის შესახებ, რომელიც აქამდე სავსებით შესწავლილი ეგონა. ზემოთქმულის მაგალითად გამოდგება ის მართლაც შოკის მომგვრელი სამედიცინო ისტორიები, რომლებიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ადამიანის ორგანიზმის იდუმალებასა და უსაზღვრო შესაძლებლობებს.
მედიცინის ისტორიაში იმდენი უცნაური ფაქტი, სასწაულებრივი გამოჯანმრთელების იმდენი შემთხვევაა აღნუსხული, რომ მათ შესახებ ათასობით ნაშრომი დაიწერება. სამწუხაროდ, მრავალი საიდუმლო ჯერ კიდევ ამოუხსნელია, ყოველთვის ვერ ხერხდება დამაინტრიგებელი გამოცანის ცალკეული ფაქტების ერთ სურათად შეკვრა. ადამიანი თანდათან მიდის იმ დასკვნამდე, რომ მან ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცის საკუთარი ორგანიზმის შესახებ, რომელიც აქამდე სავსებით შესწავლილი ეგონა. ზემოთქმულის მაგალითად გამოდგება ის მართლაც შოკის მომგვრელი სამედიცინო ისტორიები, რომლებიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ადამიანის ორგანიზმის იდუმალებასა და უსაზღვრო შესაძლებლობებს.
დიალიზი (ბერძნულად - დაშლა, გამოყოფა), კოლოიდური სისტემებიდან და მაღალმოლეკულური ნაერთების ხსნარებიდან ნახევრად შეღწევადი მემბრანების მეშვეობით დაბალმოლეკულური მინარევების გამოყოფას ნიშნავს. დიალიზს ძალზე საინტერესო და ხანგრძლივი ისტორია აქვს. ზოგადად სისხლის გაწმენდა ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში წარმოადგენდა აქტუალურ სამედიცინო ამოცანას. ამ მეტად რთული ამოცანის გადაწყვეტის გზებს მეცნიერები და მკვლევარები ასეულობით წლის განმავლობაში ეძებდნენ. ძველად მიაჩნდათ, რომ მრავალი დაავადება ორგანიზმის სითხეთა შერევის გამო ვითარდება. აქედან გამომდინარე, ორგანიზმის გაწმენდის მიზნით სხვადასხვა მცენარისა და მინერალების ხსნარებს, ნახარშებს იყენებდნენ. თუმცა ყოველივე ეს ხშირ შემთხვევაში არათუ უეფექტო, მავნებელიც კი იყო ადამიანისთვის. შესაბამისად, სისხლის გაწმენდისადმი ინტერესი სულ უფრო მძაფრდებოდა და აქტუალურ პრობლემად რჩებოდა.
ალცჰაიმერის დაავადების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ:პოლიტიკოსებირონალდ რეიგანი (1911-2004) - ამერიკის მე-40 პრეზიდენტი და ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ამერიკელებმა პრეზიდენტად აირჩიეს. ალცჰაიმერის დაავადება სჭირდათ ასევე მის დედასა და ძმას.რ. საირუს ვენსი (1917-2000) - საერთაშორისო სამართლის უდიდესი სპეციალისტი, ამერიკის პრეზიდენტების კენედის, ჯონსონის, ნიქსონისა და კარტერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.მარგარეტ ტეტჩერი (1925) - მე-20 საუკუნის დიდი ბრიტანეთის ყველაზე გამორჩეული პრემიერ-მინისტრი, "რკინის ლედი". მან არჩევნები ზედიზედ სამჯერ მოიგო.
დაავადება, რომელიც ყველაზე სწრაფად ჭამს სხეულსმასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა 1994 წელს ამ დაავადებას "ორგანიზმის მშთანთქმელი ცეცხლი" უწოდეს. მანეკროზირებელი ფასცილიტი - ასე ჰქვია მედიცინის ენაზე ამ იშვიათ და სასიკვდილო საფრთხის შემცველ სენს. დაავადება პირველი მსოფლიო ომის დროს აღმოაჩინეს. მას იწვევს განსაზღვრული სახის ბაქტერია, რომელიც თავდაპირველად ცოცხალი ქსოვილის კანქვეშა მიდამოს უტევს და მის განგრენას აჩენს. ამ უკანასკნელისგან თავის დასაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს: სხეულის დასნებოვნებული და დაზიანებული ადგილის ქირურგიული წესით მოცილება. უშუალოდ მანეკროზირებელი ფასცილიტით გამოწვეული სიკვდილიანობა 15%-ს არ აღემატება, მაგრამ სტრეპტოკოკული ტოქსიკური სინდრომისა და შოკის (ძლიერი ტკივილით და ციებ-ცხელებით) დართვისას (სამწუხაროდ, დაავადება უმეტესად სწორედ ასე მიმდინარეობს) ლეტალური შედეგი 70%-ს აღწევს.
ნაჩვენებია მე-2 გვერ 3 - დან
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით