მედიცინის ისტორია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
მედიცინის ისტორია
იდგა 1905 წელი. ვენის საიმპერატორო ოპერის თეატრი, ჩვეულებისამებრ, გადაჭედილიყო. მოცარტის "ჯადოსნური ფლეიტა" სრულდებოდა. სადირიჟორო პულტთან საიმპერატორო თეატრის დირექტორი, იმ დროისთვის უკვე ცნობილი კომპოზიტორი ავგუსტ მალერი იდგა. უეცრად მუსიკოსმა ავისმომასწავებელი ნიშნები იგრძნო და უმალვე მიხვდა: "მიწისქვეშა სენმა" შეახსენა თავი. ასე იგი ბუასილს უწოდებდა, დაავადებას, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე წელია ტანჯავდა. დიახ, "ჯადოსნური ფლეიტის" დირიჟორობისას ავგუსტს სწორი ნაწლავიდან უეცარი სისხლდენა დაეწყო. მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდა, რამდენად საშიში იყო ეს, დირიჟორობა არ შეუწყვეტია. დიდი გაჭირვებით დაამთავრა ნაწარმოები ისე, რომ ვერავინ ვერაფერი შეატყო და უმალ საკუთარ ოთახს მიაშურა, რათა თავი მოეწესრიგებინა და ექიმი ეხმო.
რატომ დაიწყეს ბინტის დამზადება დოლბანდისგან? ვინ მოიგონა თაბაშირის ნახვევი და ლეიკოპლასტირი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ძალზე საყურადღებო ინფორმაცია აქვს მოძიებული ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატს, პეტერბურგელ ისტორიკოს-ეთნოგრაფს ვიქტორ მიხეილის ძე ევსტიგნეევს. ტყავის ბინტი ბინტს საინტერესო ისტორია აქვს. ცნობილია, რომ ძველად სისხლდენის შესაჩერებლად ჭრილობებზე ტყავისა და ბეწვის ზონრებს ადებდნენ. ამავე მიზნით სხვადასხვა მცენარის ფოთოლიც გამოიყენებოდა. ჭრილობათა შეხვევის ეს მეთოდიკა საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, მანამ, სანამ ქსოვილთა წარმოება არ დაინერგა. ამ პერიოდიდან მოყოლებული ჭრილობათა შესახვევად ქსოვილი გამოიყენება.
ნაჩვენებია მე-3 გვერ 3 - დან
16 აგვისტო 2018
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართავს, VALSARTAN-ის
17 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ღამით მძიმე საკვების მიღება მავნებელია, მაგრამ ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებასაც არ
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868