ზეთისცხების საიდუმლო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზეთისცხების საიდუმლო

ზოგჯერ ადამიანს ავიწყდება კიდეც თავისი შეცოდებანი და ამით ცოდვა მასში უფრო მძლავრად იდგამს ფესვს. სწორედ ამის დასაძლევად აღსრულდება ეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო. ადრექრისტიანულ ეკლესიაში ზეთისა და წყლის კურთხევისთვის ერთი და იგივე ლოცვები იკითხებოდა. წყალი იკურთხებოდა ისევე, როგროც ზეთი, როგორც მაკურნებელი თვისებების მქონე ნივთიერება. ზეთის კურთხევის წესში მითითებულია, რომ კურთხევის დროს ზეთს უნდა შეერიოს ღვინო ან წყალი. სინის მონასტრის ტრადიციით, კანდელებში ზეთთან ერთად ნათლისღების დღესასწაულზე ნაკურთხ აიაზმასა და ღვინოსაც ასხამდნენ. კონსტანტინოპოლის ადგილობრივ ეკლესიაში ზეთის კურთხევის დროს ზეთში ღვინის ნაცვლად წყლის შერევა იყო მიღებული. რაც შეეხება სნეულებზე შვიდგზის ზეთისცხების წესს, იგი პირველ ქრისტიანთა ტრადიციებიდან მომდინარეობს: როდესაც მღვდელი სნეულს ეწვეოდა, ზედიზედ 7 დღე უკითხავდა ლოცვებს და ზეთსაც აცხებდა. ამგვარად დამკვიდრდა ეკლესიაში შვიდგზის ზეთისცხების ტრადიცია. სნეულებაზე ზეთისცხების საიდუმლო შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს აღსრულდეს, თუ ამას ავადმყოფის მდგომარეობა მოითხოვს. ადრექრისტიანულ ტაძრებში, როგორც ამას წმინდა ეპისკოპოსი სვიმეონ თესალონიკელი ადასტურებს, ზეთისცხებას აღსარების შემდგომ აღასრულებდნენ და იგი ცოდვათა მიტევებას განასახიერებდა. წმინდა იოანე დამასკელი სასულიერო პირებს ურჩევდა, შვიდგზის ზეთისცხების აღსრულებამდე ჯერ თავად ეცხოთ შვიდგზის ზეთი. იერუსალიმის ტიბიკონი გვამცნობს, რომ უძველესი დროიდან ზეთისცხება თანაბრად უტარდებოდათ სნეულებსაც და ჯანმრთელებსაც. ძველ კურთხევანში ნათქვამია, რომ შვიდგზის ზეთისცხების საყოველთაოდ აღსრულების დღედ დიდმარხვის პერიოდი, ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათი ან დიდი შაბათი იყო დადგენილი.