წმინდა პატაპიოსის სასწაულები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წმინდა პატაპიოსის სასწაულები

ქალაქ ლუტრაკს, სადაც წმინდა პატაპიოსის დედათა მონასტერი დგას, მრავალი მომლოცველი სტუმრობს. ვინც რწმენით მიეახლება წმინდანს, სასწაულიც მოემადლება. ი. კ-ს თირკმელებში კენჭები ჰქონდა და საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა. ქირურგიული ჩარევა გარდაუვალი იყო, ავადმყოფს კი ამისი ძალიან ეშინოდა. ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ლუტრაკში წავიდა, სადაც ცნობილი სამკურნალო წყარო ეგულებოდა. იქ სასწაულმოქმედი ღირსი პატაპიოსის შესახებ შეიტყო, მივიდა მონასტერში, თაყვანი სცა მის წმინდა ნაწილებს და რწმენით აღსავსემ დალია ცოტაოდენი ზეთი წმინდანის კანდელიდან. თირკმელში კენჭები მაშინვე გაუქრა და, განკურნებულს, სიტყვები არ ჰყოფნიდა წმინდანისადმი მადლობის აღსავლენად. ერთი პატარა ბიჭი, სახელად პატაპიოსი, მენინგიტით გახდა ავად. საავადმყოფოში დიაგნოზი დაუსვეს, აცნობეს მამას შვილის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ და ბავშვის რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად მომზადება დაიწყეს. დამწუხრებული მამა ატირდა და ცოტა ხანში იქვე ჩაეძინა. უეცრად ხედავს, მის შვილს ღირსი პატაპიოსი ხელს ადებს ზურგზე და ეუბნება: “პატარავ, შენ ჩემი სეხნია ხარ, კარგად გახდები და აღარ დაგჭირდება რეანიმაციაში გადასვლაო”. ასეც მოხდა, ბავშვი სასწაულებრივად გამოჯანმრთელდა. მამამ მხრებზე შეისვა შვილი და დაჩოქილმა აიყვანა მონასტრამდე, რათა მადლობა შეეწირა მისი გამოჯანმრთელებისთვის.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სასწაულები

წმინდა სპირიდონი ტრიმიფუნტის გარეუბანში ცხოვრობდა. ერთ ღამეს მის ფარეხში ქურდები შეიპარნენ. მეორე დილით წმინდანმა ისინი გაშეშებული იპოვა. მხოლოდ მისი ლოცვის შემდეგ დაუბრუნდათ ქურდებს მოძრაობის უნარი.

წმინდანის მეზობელს მოსავალი გაუნადგურდა და ერთ შეძლებულს სთხოვა, მისთვის რამდენიმე ტომარა ხორბალი ესესხებინა, იმ პირობით, რომ უკან სარგებლით დაუბრუნებდა. მდიდარმა უარი უთხრა. შეწუხებულმა ღარიბმა თავისი გასაჭირი მღვდელმთავარს შესჩივლა. მეორე დღეს წმინდანმა მას ოქროს კვერთხი მისცა, რათა უგულო მდიდრისთვის დაეტოვებინა გირაოდ. ღარიბმა ხორბალი წამოიღო, მომდევნო მოსავალზე კი სარგებლით ჩაასესხა მევალეს და უკან დაიბრუნა ძვირფასი ნივთი. როდესაც კვერთხი წმინდანს მიაწოდა, მან ის მიწას შეახო. კვერთხი გველად იქცა და ბალახში მიიმალა. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფეხები შემოსილია ოქროსფერი ნაქარგობით გამშვენებული ფაჩუჩებით. როცა წმინდანის ფაჩუჩი ცვდება (რადგან წმინდანი ბევრს დადის გაჭირვებულთა დასახმარებლად), მას ნაკუწებად ჭრიან და მომლოცველებს ურიგებენ. როდესაც წმინდანის სარკოფაგს ეკლესიიდან გამოაბრძანებენ, ღრმად მორწმუნეები მიწაზე წვებიან, რომ ნეშტი ზედ გადაატარონ - სწამთ, რომ წმინდანი შეეწევათ.